კვირა, მარტი 29, 2026

სოზარ სუბარი: ქუჩის პოლიტიკა 2012 წლიდან დამთავრდა და დღეს პოლიტიკამ ინსტიტუციებში გადაინაცვლა

ქუჩაში პროტესტი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ქუჩის პოლიტიკა დამთავრდა 2012 წლიდან და დღეს პოლიტიკამ ინსტიტუციებში გადაინაცვლა. როცა პარტია მხარდაჭერას მიიღებს, იქ უნდა იაქტიუროს რისთვისაც მიიღო. წითელ ხაზებზე არ ვლაპარაკობთ, რადგან მოლაპარაკება წითელი ხაზების გარეშე უნდა იყოს, ამაზე ამიტომ აღარ ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პირველ არხს“ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება არაცივილიზებულობის ნიშანია და პარტია, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას იღებს, პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ ყველა მოუწოდებს.

„როცა პატიმრების გათავისუფლებაზე ლაპარაკობენ, პროკურატურის მხრიდან გირაო არსებობს, მელიამ უნდა გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. გასაღები მის ხელშია და თუ მას უნდა, წამებულის იმიჯი ჰქონდეს, მისი ასარჩევია, თუმცა სწორი პოზიცია არ არის. ოპოზიციაში რამდენიმე ძალაა, რომელსაც არაფერი არ უნდა ხელისუფლებაში მოსვლის გარდა. დამოკიდებულება, რომ არჩევნები რამდენჯერმე ჩავატაროთ, სანამ ისინი არ მოიგებენ, ვერ და არ მოხდება.

მოტივაცია ყველას სხვადასხვა აქვს – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანი აზრი არ არის, რამდენიმე რადიკალი ფრთაა, ვინც თავის აზრს სხვებს თავს ახვევს და მათი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი. მათი მიზანია, ხელისუფლების სათავეში თავად იყვნენ, კიდევ ისე ძარცვონ ქვეყანა, ატერერონ და აწამონ ადამიანები, რაც ვერ მოხდება. მეორე პარტიაა „ლელო“, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენები ჰქონდა, რას მიაღწევდა. უზარმაზარი ფული დახარჯეს, გადაჭარბებული წარმოდგენები შეიქმნეს, რომელიც ჩავარდა და ამას ვერ ეგუებიან. მგონი, იგივე მდგომარეობაში არიან გიგა ბოკერია და მისი პარტია, რომელიც პრაქტიკულად, დაიშალა. სხვა ოპოზიციურ პარტიებს სხვა მოტივაცია აქვთ, მაგრამ საერთო თამაშიდან ვერ გამოდიან და თავს ვერ აღწევენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, მითხარით, უსაფრთხოების რა გარანტიები გვჭირდება ბირთვული ძალის დასაბალანსებლად?

ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებების საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია.„ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა. მაშინ მითხარით, რა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას ბირთვული ძალის დასაბალანსებლად? რომელი? არის ეს ნატო? არის ეს ბირთვული არმია? თუ ასეა, მაშინ ამაზე ასე უნდა ვისაუბროთ – ჩვენ გაძლევთ ნატო-ს და ბირთვულ იარაღს, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია“, – განაცხადა ზელენსკიმ Le Monde-სთან ინტერვიუში.მისივე თქმით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება.„იცით, რა არის შეურაცხმყოფელი ამ ყველაფერში? არავინ ესაუბრება რუსეთს ასე: „ცოტა უკან უნდა დაიხიო, კომპრომისზე წახვიდე, დანებდე. დაასრულე ეს ომი, რადგან ეს სიცოცხლეებს წირავს“. ასე არავინ საუბრობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ აშშ-ს ომის სწრაფი დასრულება ნამდვილად სურს, ეს არა უკრაინაზე ზეწოლით, არამედ რუსეთზე ზეწოლით მიიღწევა.

ვინ არის ქალი, რომელიც პატრიარქს მუხლებზე დაჩოქილი დაემშვიდობა

სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამომშვიდობების ამსახველი ბევრი ემოციური ფოტო გავრცელდა. მათ შორის იყო მოხუცი ქალბატონის ფოტო, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ემშვიდობება ილია მეორეს.ფოტოზე გამოსახული ქალბატონი სულიკო ღვინჯილია, ის 86 წლისა და როგორც „ამბები გე-ს“ უყვება, პატრიარქ ილია მეორე-ს პირადად იცნობდა და ხშირად ესწრებოდა წირვებს. ქალბატონი ეკლესიის მრევლია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შვილებსაც ამ სარწმუნოებით ზრდიდა.მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა — კოვიდის შედეგად ერთდროულად დაკარგა მეუღლე და 43 წლის ვაჟი.როგორც სულიკო ღვინჯილია ამბობს, ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, ამიტომ გარეთ, სამხედროებთან იდგა და როცა პატრიარქის ცხედარი გამოასვენეს, დაჩოქილი დაემშვიდობა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ 20 გემს დაუშვებს, ეს მისასალმებელია და დაფასებას იმსახურებს

ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარიმ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს.„ეს ირანის მხრიდან მისასალმებელი, კონსტრუქციული ჟესტია და დაფასებას იმსახურებს. ეს მშვიდობის მაუწყებელია, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს და მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებს. დიალოგი, დიპლომატია და მსგავსი ნდობის გამაძლიერებელი ზომები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის“, – წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

შალვა პაპუაშვილი – ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ბოლო 22 წელია, ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანია და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშან-თვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა“.„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილი ახალგაზრდა 28 წლის ირაკლი მელქაძეა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს. რა სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს,როგორი ტრაგედია დატრიალდა",- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.

ბოლო სიახლეები