სამშაბათი, იანვარი 20, 2026

სოზარ სუბარი – უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი

დიდი ხანია, ევროპელი ლიდერებისგან აღარ გაგვიგია განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრონ ევროპული ქვეყნების ლიდერები ვლადიმერ პუტინს, რომელიც მათ მიერვე დაფუძნებულმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა.

„რუსეთის დამარცხების იმედი ჰქონდა ევროკავშირს, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. დიდი ხანია, აღარ გაგვიგია ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს; მათთვის ზელენსკი უკვე აღარ არის გმირი, მას ისე აღარ ხვდებიან, როგორც ადრე. აღარ უფენენ წითელ ხალიჩებს, წარსულში დარჩა ოვაციები დასავლურ პარლამენტებში და დითირამბების ფრქვევა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ უკრაინა ვეღარ იმარჯვებს, ევროპელმა ლიდერებმა მას ზურგი აქციეს და გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი ინტერესებისთვის უკეთესია, თუ რუსეთთან დალაგდებიან და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი. მეორე მხრივ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინი კრიმინალად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა.

ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ელაპარაკონ მას იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც ეს სასამართლო დააფუძნეს? რას ეტყვიან: „შენი ნებით დაიდე ხელბორკილები და გამომყევი, რათა ჰააგის საპატიმროში ჩაგსვათ?“ რა თემაზე უნდა ელაპარაკონ? ალბათ მხოლოდ იმაზე, რომ იქნებ ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები, რადგან ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა ნადგურდება, ტრადიციული ინდუსტრიები სულს ღაფავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან მთავარი საწარმოები კი ზოგი ჩინეთში გადავიდა, ზოგიც – ამერიკაში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსული გაზი არ უნდა მოვიხმაროთ, რადგან თურმე ეს დანაშაულია, მაგრამ თუ აზერბაიჯანიდან მივიღებთ იმავე რუსულ გაზს ორმაგ ფასად, თურმე ეს სწორი პოლიტიკაა. ეს არის თვალთმაქცობა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკა, რომელზე დათანხმებაც დაუშვებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ.რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.

რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა – დეკანოზის განმარტება

რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა, – ამ საკითხთამ დაკავშირებით წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე საუბრობს.„რაც შეეხება წყლის თვისებას, მან სხვა დატვირთვა მიიღო მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩავიდა წყალში მოსანათლად. მოგეხსენებათ, უფალმა თავმდაბლობით ნათელ იღო იოანე ნათლისმცემლის მიერ, თუმცა მას ეს ნათლობა არ ესაჭიროებოდა, პირიქით, მაცხოვარი კი არ მონათლა იოანემ, არამედ მაცხოვრის წყალში ჩასვლით განიწმინდა და განინათლა ყოველივე ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ზუსტად ამ დროს ჩაინერგა წყალში ღვთიური მადლი, რის შედეგადაც ამდენ ხანს ეშმაკებით გავსებული წყალი სრულიად განიწმინდა. ასეთი განწმენდილი წყალი დაედო ზღვარად ძველსა და ახალ აღთქმას და სწორედ ამ წყლით მოხდა ძველი კაცის ბუნების განახლება – პირველქმნილი ადამის ცოდვისგან გამოხსნა.წყლის კურთხევის ორი ფორმა არსებობს: დიდი და მცირე. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა: ნათლისღებისა (19 იანვარი) და მის წინა დღეს, 18 იანვარს. ხოლო მცირე აიაზმის კურთხევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ დიდი აიაზმის წყალს, რომელიც მრავლდება მისი სხვა წყალში ზემოდან ჩამატებით. ნაკურთხ წყალს აქვს ადამიანის განახლების, ცოდვების მიტევების, ბოროტთა განსხმისა და კურნების ძალა, რაც მან უფლის მადლის ჩანერგვის შემდეგ მიიღო. ეს არის წყლის სულიერი თვისებები. ნაკურთხი წყლის ფიზიკური სტრუქტურაც იცვლება, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია სამეცნიერო კვლევებს და აუხსნელია ნებისმიერი დიდი მეცნიერებისათვის.ნაკურთხი წყლის მიღებას განსაკუთრებული მორიდება სჭირდება. ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. ნაკურთხი წყალი უნდა მივიღოთ, როგორც წამალი, საკურნებელი და არა როგორც წყურვილის მოსაკლავი. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს, ძილში დაცემის, ან სხვა შებილწვისას. ნაკურთხი წყლით აპკურებდნენ საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს და ა.შ. დღესაც ნაკურთხი წყალი ყველაფერსა და ყველა ადგილს უნდა ვაპკუროთ: ახალ ნაყიდ ნივთებს, საკვებს და სხვ. ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ ადგილზე, ანუ სამლოცველო კუთხეში უნდა ინახებოდეს, სუფთად და კრძალულებით. ქრისტეს ნათლისღებიდან მოყოლებული ნაკურთხი წყალი უამრავ სასწაულს ახდენს. ამის მაგალითი ბევრია… დღესაც შეიძლება ვიხილოთ სასწაული, როდესაც სულიერ თუ ხორციელ ავადმყოფს ასხურებენ ნაკურთხ წყალს და ისინი იკურნებიან. ეს გასაგებიცაა, რადგან ესაა უფლის უდიდესი, ჩვენთვის აუხსნელი საიდუმლო“, – საუბრობს დეკანოზი.

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.„ვალენტინო გარავანი დღეს რომში, საკუთარ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“, – წერს დიზაინერის ფონდი „ინსტაგრამზე“.გამოცემის ინფორმაციით, ვალენტინოს პარასკევს რომში დაკრძალავენ.

მოსალოდნელია ზვავსაშიშროება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე – ლიპყინული, მთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

„გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი…“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი თოვლიან დღეებში ბავშვების გარე აქტივობებს ეხმაურება და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები. ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, - წერს პედიატრი.

ბოლო სიახლეები