კვირა, მარტი 8, 2026

სოზარ სუბარი ოპოზიციონერების სუსში გამოკითხვაზე: თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, მიაწოდონ შესაბამის უწყებას. ხოლო თუ არ აქვთ, მაშინ უნდა განმარტონ, რატომ აბრალებენ ჩვენს ქვეყანას იმას, რაც არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ შეიძლება დამღუპველიც კი იყოს საქართველოსთვის

„ნამდვილად არ ვიცი, ვინაა დამკვეთი ქვეყანა ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა ასეთი ბრალდებები მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს იძენს, ცხადია, რომ ეს არაა შემთხვევით, ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ კამპანიის ავტორები უნდა გამოიკითხონ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები აუცილებლად უნდა იქნეს ბოლომდე გამოძიებული, რადგან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის ქვეყნის მტრობა, რომლის უკანაც სხვა სახელმწიფოთა ინტერესი იკვეთება.

„ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში ხდება ტერორისტების მომზადება და მათი რეკრუტირება. ეს არის განცხადება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. ეს რომ სიმართლე იყოს, ისინი დიდი ხნის წინ უნდა მისულიყვნენ შესაბამის ორგანოებში და განეცხადებინათ ამის შესახებ. მაგრამ, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ამ განცხადების უკან ფაქტები არ დგას, შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები არის ქვეყნის მტრობა, რომლის უკანაც სხვა სახელმწიფოთა ინტერესი იკვეთება.

ნამდვილად არ ვიცი, ვინაა დამკვეთი ქვეყანა ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა ასეთი ბრალდებები მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს იძენს, ცხადია, რომ ეს არაა შემთხვევით, ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ კამპანიის ავტორები უნდა გამოიკითხონ და, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, მიაწოდონ შესაბამის უწყებას. ხოლო თუ ინფორმაცია არ აქვთ, მაშინ უნდა განუმარტონ გამოძიებას და საზოგადოებასაც, რატომ აბრალებენ ჩვენს ქვეყანას იმას, რაც არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ შეიძლება დამღუპველიც კი იყოს იმ ვითარებაში, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება – როდესაც სამხრეთით ომის ქარცეცხლშია გახვეული მთელი სამეზობლო, ხოლო ჩრდილოეთით უკვე მეოთხე წელია გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც რადიკალები ლაპარაკობენ – ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსგავსი უნივერსიტეტი არ არსებობს, თუმცა არის ორგანიზაცია, რომელიც, როგორც საჯარო წყაროებში იძებნება, 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაფუძნებულა და მაშინაც არსებობდა, როდესაც თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი იყო. რა გამოდის, ეს ორგანიზაცია მაშინ არ იყო პრობლემა და დღეს იქცა საფრთხედ? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია, მისი საქმიანობა და მისი თითოეული წევრი ჩვენს სპეცსამსახურებს კარგად ეყოლებათ შესწავლილი და საფრთხეს რომ ხედავდნენ, შესაბამისი რეაგირებაც მომხდარი იქნება. ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მახსენდება, ეს არის ფრანკლინის კლუბი, სადაც ახალგაზრდებს ატრენინგებდნენ თუ როგორ უნდა მიეტანათ შტურმი პარლამენტის შენობაზე, როგორ დაემზადებინათ ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ , როგორ მოეწყოთ პროვოკაციები რადიკალური საპროტესტო აქციების დროს და როგორ შესულიყვნენ კონფლიქტში სამართალდამცავებთან და ამ ყველაფერს ევროკავშირი აფინანსებდა. საქართველოში მე სხვა ტერორისტული ორგანიზაცია არ მეგულება

 

კიდევ ერთი ბრალდება, რაც ამ დღეებში გაისმა, ისაა, თითქოს საქართველო არის ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ესეც საქართველოს შიდა თუ გარე მტრების კარგად ნაცნობი ხელწერაა – 4 წელია ჩვენს ქვეყანას აბრალებენ, თითქოს საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, თუმცა, ამ წლების განმავლობაში ამის დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს. მეტიც, სანქციების შემსწავლელმა საერთაშოროსო კომისიამ პირდაპირ დაადასტურა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ამ სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებს.

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ირანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ შეზღუდულია და 150-200 მილიონ დოლარს შორის მერყეობს, მაშინ როცა ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლების ვაჭრობა ირანთან 4-5-ჯერ აღემატება ჩვენს სავაჭრო ბრუნვას. მაგალითად, სომხეთის ვაჭრობა ირანთან აღწევს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანისა კი – დაახლოებით 700 მილიონს. ამის მიუხედავად, არ მახსენდება და არც მგონია, რომ გამოსულიყო რომელიმე აზერბაიჯანელი ან სომეხი ოპოზიციონერი და, როგორც ჩვენი რადიკალები ამბობენ, „ტერორისტულ ქვეყანასთან“ თანამშრომლობა დაებრალებინათ საკუთარი ხელისუფლებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დაპირისპირებულნი არიან საკუთარ ხელისუფლებასთან და არა საკუთარ ქვეყანასთან და არ ასრულებენ უცხო ქვეყნების დაკვეთებს.

ხოლო როდესაც მსგავსი ბრალდებები კეთდება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს არის აბსოლუტურად შეგნებული მტრობა ქვეყნის წინააღმდეგ და გაცხადებული პოლიტიკა, რომ აისრულონ ის ნატვრა, რაც ნინო ლომჯარიამ ყველაზე მკაფიოდ განაცხადა, როდესაც საქართველოში „ცხელი ბომბების წვიმა“ ინატრა. იგივეს ამბობდნენ გიგაურები და სხვებიც – როცა ამბობდნენ,  რომ გაიხსნა „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა საქართველომ დაძრას ჯარები რუსეთის წინააღმდეგ, როცა ღია ეთერებიდან გაჰყვიროდნენ – „დიახ, ომი გვინდაო“. ახლა, როგორც ჩანს, უნდათ, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ ომშიც აღმოჩნდეს ჩართული,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

ისრაელის სამხედროები აპირებენ დაარტყან ხამენეის მემკვიდრეს და ლიდერის შერჩევის პროცესში ჩართული პირებს. ამის შესახებ კვირას გავრცელებულ გაფრთხილებაშია ნათქვამი, იუწყება CNN-ი."ტირან ხამენეის დამხობის შემდეგ, ირანის ტერორისტული რეჟიმი ცდილობს გადაჯგუფებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები."გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს მემკვიდრის და ყველა იმ პირის დევნას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მემკვიდრის შერჩევის შეხვედრაზე დამსწრე პირებიც გააფრთხილა: "ჩვენ, უყოყმანოდ, თქვენც ამოგიღებთ სამიზნეში. ჩათვალეთ, რომ გაფრთხილებული ხართ", - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ახლოსაა უზენაესი ლიდერის არჩევასთან.

ირანული მედია – ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უნდა შეცვალოს აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უნდა შეცვალოს უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც გასულ კვირას  აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ირანული მედია ირანის მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. ექსპერტთა ასამბლეა 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შედგება. მათ ხამენეის შემცვლელის შერჩევა ევალებათ. მედიის ინფორმაციით,  აიათოლა მოჰამედ მეჰდი მირბაგერიმ განაცხადა, რომ „უმრავლესობამ  გადაწყვეტილებას“ მიაღწია,  თუმცა ზოგიერთი პროცედურული დაბრკოლების მოგვარებაა საჭირო.

დონალდ ტრამპი და პიტ ჰეგსეტი ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანს ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპმა და პიტ ჰეგსეტმა ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანი დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა ,,ჰილი” წერს. „იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, ეს ირანმა გააკეთა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლა ირანმა დაბომბა. დარტყმა ძალიან არაზუსტი იყო, როგორც იცით. მათ არანაირი სიზუსტე არ აქვთ. ეს ირანმა განახორციელა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. „ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, ირანია“, – განაცხადა ჰეგსეტმა. მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერს, ქეროლაინ ლევიტს ჟურნალისტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჰკითხეს, კერძოდ, განახორციელა თუ არა სკოლაზე დარტყმა აშშ-მა, რაზეც ლევიტმა უპასუხა,რომ მისთვის უცნობია. ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 165-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

ირანის ელჩი ალი მოჯანი-ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას

,,დონალდ ტრამპის მიერ განმეორებული გროტესკული ბრალდებები, თითქოს ირანელები „ბავშვებს თავს კვეთენ“ ან „ქალებს შუაზე ჭრიან“, პოლიტიკა არ არის — ეს არის შიშზე აგებული წაქეზება და დეჰუმანიზაცია. ირანის ხალხი არის ღირსების, კულტურისა და ჰუმანიზმის მქონე ცივილიზაციის მემკვიდრე. ისინი, ვინც ასეთი ბრალდებებს ბავშვებზე ასე მარტივად ავრცელებენ, პირველ რიგში უნდა დაფიქრდნენ ჯეფრი ეპსტაინის გარშემო დარჩენილ უპასუხო კითხვებზე და იმაზე, რაც მსოფლიომ გაიგო Little Saint James-ის შესახებ. ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია რეალურია და წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ...

Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.„ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“.რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინივიატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო ძალიან დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე ჩვენ გვქონდა ფინანსურ მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები