კვირა, მაისი 4, 2025

სოზარ სუბარი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს

აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, ასეთი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოებაში შიშის დანერგვას.

„მურადი გორგოძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ ავტომატიდან მიუშვა ტყვია, საკონტროლო გასროლა. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ადამიანებზე, რომლებზეც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ოდესმე რაიმე დანაშაულში მონაწილეობა მიუღიათ“, – აღნიშნა სუბარმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

4 მაისის მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

საქართველოს უმეტეს ქალაქში 4 მაისს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +18 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +17 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +19 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +14 - უმეტესად ღრუბლიანიფოთი +15 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +16 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +17 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +17 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +20 - წვიმაბორჯომი +16 - წვიმაბაკურიანი +14 - წვიმაგორი +18 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +17 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +10 - წვიმაგუდაური +5 - წვიმათელავი +16 - წვიმარუსთავი +18 - წვიმათბილისი +17 - წვიმა

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის, სრული სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით

უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები,” - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამ მომენტის მდგომარეობით რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა შემდგომშიც გააგრძელოს ომი. “ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი… მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

პიტერ სიიარტო – უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით, ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გააკრიტიკა უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.სიიარტოს თქმით, ზელენსკი უნდა შეეგუოს იმას, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე.„ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით. ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი“, – დაწერა სიიარტომ.მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, ორბანი ბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროკავშირს.

წითელი ცირკულარით ძებნილი მამაკაცი, რომელიც საქართველოში დააკავეს 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრია

ქალაქ რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე ბინაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ჯავედ ხუდამოვი ცხოვრობდა. მეზობლები, "კურიერთან" საუბარში ყვებიან, რომ 41 წლის მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა. ის შვილებთან ერთად ჩაკეტილად ცხოვრობდა და კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა."კურიერმა" დღეს ის ადგილიც გადაიღო, სადაც ჯავედ ხუდამოვი დააკავეს. 41 წლის მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ხუდამოვი 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრია.ჯავედ ხუდამოვი ახლა წინასწარ პატიმრობაშია - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში თურქეთიდან, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩამოვიდა. რას საქმიანობდა ის - მოსამართლის კითხვებს, ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში უპასუხა.მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა და ჯავედ ხუდამოვს აღკეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ინტერპოლით ძებნილი 41 წლის მამაკაცი უდანაშაულოა.ვიდრე დამატებითი გარემოებები გაირკვევა, კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ჯავედ ხუდამოვი ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე და ასაფეთქებელი მოწყობილობების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი."აისისი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფების წევრი იყო წითელი ცირკულარით ძებნილი და საქართველოში დაკავებული ჯავედ ხუდამოვი.

ბოლო სიახლეები