სამშაბათი, იანვარი 27, 2026

სოზარ სუბარი: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად არ მოხდეს ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მოხდეს მისი ქვეყანაში შემოშვება.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი მოწოდებების გამო საქართველოში პერსონა ნონგრანტად უნდა გამოცხადდეს.

„როცა ლორა თორნტონი ამბობს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და ენჯეოებია, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ ენჯეოები არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც.

დავალებები, რომელსაც ლორა თორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა ხელისუფლებას ვერ შეცვლით“ – ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.დოკუმენტის თანახმად, მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ქოჩორაშვილის თაობაზე “სპორტინგი” შეთავაზებას ელოდება

"სპორტინგის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, 6-თვიანი იჯარით "ლევანტეში" დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ღამურებს" "სპორტინგისთვის" ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, გარიგების განსახორციელებლად კი 1 კვირა აქვთ. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პორტუგალიურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მოსალოდნელი ტრანსფერის გამო ქართველი ფეხბურთელი "სპორტინგის" ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა. გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

აშშ-ის საელჩო – საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად

საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში, Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა.ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.„საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს აშშ-ის საელჩო.ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 

ფრიდრიხ მერცი – აშშ-ში ძალადობის ამ დონეს, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ მივიჩნევ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკაში ძალადობის დონესთან დაკავშირებით და მინეაპოლისში იმიგრაციის სამსახურის აგენტების მიერ მოქალაქის მკვლელობის შემთხვევის გამოძიებას ითხოვს.„ველოდები, რომ ამერიკის ხელისუფლება ახლა საფუძვლიანად გამოიძიებს, აუცილებელი იყო თუ არა ამ შემთხვევაში სროლა, რეალურად არსებობდა თუ არა საფრთხე ოფიცრებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვთქვა, რომ შეერთებულ შტატებში ძალადობის ამ დონეს, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ მივიჩნევ“, – განაცხადა მერცმა.ცნობისთვის ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად გარდაიცვალა, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.

ბოლო სიახლეები