ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

სოზარ სუბარი: დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების და განვითარების ერთადერთი გზა

„ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან ევროპაში გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ვინც იცავს ჩვენს სიმართლეს“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, რომც მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს არის მხოლოდ 9-თვიანი პროცედურა და ამ თვეების გასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალები მოდიან, რომლებისთვისაც იგივე ღირებულებებია მთავარი, რაც აქვს საქართველოს.

„ისეც რომ მოხდეს, რომ ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა მფარველებმა მიზანს მიაღწიონ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მაინც დროებითი, 9-თვიანი პროცედურაა, ამ შეჩერების გაგრძელება კი გაცილებით ძნელი იქნება, რადგან ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრ ქვეყანაში კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობებს ერთადერთი მიზანი აქვს – გამოიწვიონ მასობრივი სახალხო პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართული საზოგადოება მარტივი არჩევანის წინაშე დგას: სასწორის ერთ პინაზე დევს ვიზალიბერალიზაციის 9 თვით შეჩერების საფრთხე, ხოლო მეორეზე – ომში ჩართვის საფრთხე; ერთი მხრივ გვემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის ცხრათვიანი შეჩერებით და, მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, რაც მოხდა სირიაში, ლიბიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად. ამ თავიდან თითქოს „მშვიდობიან სამოქალაქო ამბოხებებს“ შედეგად მოჰყვა ასეულობით ათასი ადამიანის სიკვდილი, მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა, ამ ქვეყნების ეკონომიკების განადგურება და სახელმწიფოებრიობის რღვევა.

ევრობიუროკრატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა და ეს თემა თითქოს ჩვენი გამოვიგონეთ. დავუშვათ, ჩვენ რაღაცას ვიგონებდით და ვაბრალებდით ჩვენს დასავლელ თუ უკრაინელ მეგობრებს, თითქოს მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურდათ, მაგრამ რას უპასუხებენ პოლონეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც სულ რაღაც 3 კვირის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო უამრავი მცდელობა და ძალიან დიდი ზეწოლა პოლონეთზე, რომ ისიც ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში. ანუ, ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, რომლის მშპ-მ ერთ ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და 40 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს, იყო ზეწოლა და ვინმეს უკვირს, რომ საქართველოზეც იყო მსგავსი ზეწოლა სხვადასხვა ძალების მხრიდან?

თანაც, პოლონეთი არც კი ესაზღვრება რუსეთს, საქართველოს კი ყველაზე დიდი საზღვარი სწორედ რუსეთთან აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თან გეოგრაფიულად ორ სხვადასხვა ადგილას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან ადვილად გასაწირი ქვეყანა ვიყავით. როდესაც მსოფლიოში არსებული წესრიგი ფაქტობრივად მორღვეულია და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს, დიდი სახელმწიფოები ნაკლებად ფიქრობენ პატარა ქვეყნების ბედზე და ადვილად სწირავენ მათ თავიანთი ინტერესებისთვის.

ჩვენ კარგად გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებები, რომლებმაც კრიტიკის პასუხად – თუ რატომ უნდა იხარჯებოდეს აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის დასახმარებლად, პირდაპირ განაცხადეს – ამ ფულს ისევ ამერიკის თავდაცვის მრეწველობაში ვხარჯავთ და ამერიკის ეკონომიკას ვაძლიერებთ, სამაგიეროდ, ამით ჩვენს მტერს, რუსეთს ვასუსტებთ და უკრაინელები კვდებიანო. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების სიცოცხლისა და იმ სახელმწიფოს ბედის მიმართ, რომელიც ამერიკის ერთგული მოკავშირეა.

სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც. მართალია, ერთი მხრივ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მშვიდობის დამყარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ჯერჯერობით ეს არ გამოსდის, ის პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ომი გრძელდება, ამერიკამ ფული უნდა გააკეთოს: რადგან ომი არის ევროპის კონტინენტზე, შესაბამისად, მისი დაფინანსება თავის თავზე სწორედ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ – ჩვენ იარაღს მივყიდით და უკრაინელებმა იომონო.

როდესაც ადამიანების სიცოცხლისა და სახელმწიფოების მომავლის მიმართ არსებობს ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, რატომ უკვირს ვინმეს, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა, რომ ომში ჩავრთულიყავით? ეს საფრთხე არსებობდა და ავიცილეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ომი გრძელდება, საფრთხე ბოლომდე აცილებული არ არის. ამიტომ, მთელი ერი უნდა ვიყოთ ფხიზლად, შევკავშირდეთ და არჩევნებზე ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მშვიდობის პოლიტიკას საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები