ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ირაკლი რუხაძის მოსმენის დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ტელევიზიის მისაკუთრების ფაქტები გაიხსენა.

„როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძველი ჰქონდათ “იმედში” შეჭრის (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა გაეფორმებინათ), აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინეს მთელმა რიგმა სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, პროკურატურამ, სასამართლომ… ძველი თარიღებით ხდებოდა მთელი რიგი გადაწყვეტილებების გაფორმება, რათა ასეთი ყალბი დოკუმენტებით გაემართლებინათ ტკ „იმედში“ შეჭრა და დარბევა,“- განაცხადა დეპუტატმა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული, ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებული აზრი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას სურდა, საქართველოს რკინიგზა, რომლის ღირებულება იმ დროისთვის 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატებოდა, გაეცვალა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ზარალიანი კომპანია იყო.

„თუ რამდენად სურდა სააკაშვილის მთელი სატელევიზიო სივრცის კონტროლი, კარგად ჩანს იქიდან, რომ ის ცდილობდა, საქართველოს უმსხვილესი აქტივი – საქართველოს რკინიგზა – ბადრი პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანია იმედში გაეცვალა. მატერიალური თვალსაზრისით, საქართველოს რკინიგზაზე ღირებული აქტივი ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. შესაბამისად, ადვილად გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული აზრი. სწორედ მაშინ, ამ შეთავაზების პასუხად, გაჟღერდა ბადრი პატარაშვილის ცნობილი ფრაზა – „იმედი არ იყიდება!“ ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ფიზიკური ძალით გადაწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ განადგურება და საბოლოო დარტყმა „იმედზე“ 7 ნოემბერს მიიტანეს.

სხვათა შორის, ამ დღეს იქ ვიყავი, ტელეკომპანიასთან მივედი და ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მომცა. მოგვიანებით, როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძვლით მოხდა (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა არსებულიყო?!) იმედში შეჭრის, აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელიც იყო დიმიტრი ქიტოშვილი. ძველი თარიღებით ხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების გაფორმება არა მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში, არამედ პროკურატურასა და სასამართლოშიც. ეს ყველაფერი დეტალურად წერია სახალხო დამცველის მაშინდელ ანგარიშში და ეს უნდა გამოვიყენოთ კომისიის საბოლოო დასკვნაში, როცა შევეხებით მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობის არ არსებობას ნაცრეჟიმის დროს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ალექსი დავითაშვილმა და ბადრი ბედიანაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მედლის მოპოვება შეძლო.ევროპის ჩემპიონები ალექსი დავითაშვილი და ბადრი ბედიანაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი გიგლა წიფიანი, ვანო გიგილაშვილი და მერაბ კუპატაძე დაეუფლნენ.

მეუფე შიო – მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას, სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს...

სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან... მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება - წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, „წმინდა ნიკოლოზს უნდა ვევედროთ, რომ ვნებებთან ბრძოლის გზაზე გაგვაძლიეროს”.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - ნიკოლოზობას, ღირსი შიო მღვიმელისა და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.როდესაც ვეცნობით ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია, რადგან, საერთოდ, ყოველი ადამიანი განუმეორებელია; ზოგადად, სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარეტი. ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ ჰგავს სხვისას. ქრისტიანული ცხოვრება და ღვაწლი არ შეიძლება იყოს სხვანაირი, რადგან სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და ჩვენში ღვთის ხატების გახსნა. ეს არის მიზანი. ამიტომ უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი, მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებულად.რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ?„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე". ე.ი. ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე. ეს ის სიმდაბლე და სიმშვიდეა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში, საღამოს ლოცვებსა თუ სხვადასხვა ლოცვებში.ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? - იმიტომ, რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები; მხოლოდ ამ კანონებისა და სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდესა და სულიერებას.ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონი სიმდაბლის შესახებ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან და, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს სიმშვიდეც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.მაშ, რა გვაკლია? - სიმდაბლეც გვაკლია და სიმშვიდეც, მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია, სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა, მაგრამ გავიხსენოთ დღეს წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი“(მთ. 10, 38). ამდენად, ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი, მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვები კი შედეგია იმისა, რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ვნებებს; განსაკუთრებით, არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. ამ დროს კი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამ თვისებებზე გადის.წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ეს ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ვნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთან, არაწმინდებასთან, სხვადასხვა ვნებასთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, ჩვენი განმამტკიცებელი ამ გზაზე.ასევე შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არს (ღმერთზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორიც ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული ვართ, მივბაძოთ მათ და ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ. წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი, სამღვდელოება ამ ტაძრისა; მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.ქრისტე აღდგა!”, - განაცხადა მეუფე შიომ თბილისის (ჩუღურეთის) წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

სალომე ზურაბიშვილი – ზურაბ ჯაფარიძის საქმე სუფთა პოლიტიკურია, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე

ზურაბ ჯაფარიძის საქმე სუფთა პოლიტიკურია, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არ აქვს.„დღეს კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე დადგა „ქართული ოცნებისთვის“. სამარცხვინოა, ის, რაც მოაწყვეს – პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად, არავის შეშვება, სხდომის გადატანა პატარა დარბაზში, ყველაფერი ის, რაც დღეს სცადეს, რათა დამთავრებულიყო იმით, რაც წინასწარ ყველამ იცოდა, ზურაბ ჯაფარიძე გადაეცა წინასწარ პატიმრობაში. ამას არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს. სუფთა პოლიტიკური საქმეა, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე. ერთი მხრივ, გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებიც ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ეს ასევე შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებს. საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო არა იმისთვის, რომ გამოიძიოს რაღაც წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, დაინახონ ციხეში. ეს სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, რომ აღარ იციან, საით და სადამდე წაიყვანონ რეპრესიები. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს, თვითონ არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.პუტინის თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ახორციელებენ.„მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრების გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ამ ამოცანას უმკლავდებიან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზე. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ რეგიონებში უნდა აღდგეს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

ბოლო სიახლეები