კვირა, მარტი 23, 2025

სოზარ სუბარი ბესიკ ხარძიანის ადვოკატზე: აშკარად ჩანს, რომ ის იყო დანაშაულის თანამონაწილე და შეგნებულად იცრუა კომისიის წინაშე

აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და სრულიად შეგნებულად იცრუა დღეს კომისიის წინაშე, – განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ადვოკატ კვაჭანტირაძეს არ სცოდნოდა, რომ ბესიკ ხარძიანს ქონებას იძულების წესით ართმევდნენ.

კომისიის სხდომაზე მოუსმინეს ქონებრივ დავაში ბესიკ ხარძიანების ოჯახის ინტერესების დამცველს, ქალბატონ ლამარა კობალაძეს, რომლის მიმართაც ვიცე-სპიკერს ჰქონდა კითხვა:

„ჩვენ დღეს მოვუსმინეთ გიორგი უდესიანის ე.წ. ადვოკატს დავით კვაჭანტირაძეს, რომელმაც თქვა, რომ მაშინ როცა ის შევიდა საპატიმროში ბესიკ ხარძიანთან, მან საერთოდ არაფერი იცოდა ქონების იძულებით გადაფორმების შესახებ, ანუ არ იცოდა, თუ რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა ხორციელდებოდა ხარძიანზე. თქვენი ნათქვამიდან კი მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ ყველაფერი კარგად იცოდა და ისე იკვეთება, თითქოს დანაშაულის თანამონაწილეც კი იყო. იქნებ თქვენ დაგვიზუსტოთ, რა იკვეთება საქმის მასალებიდან,“ – მიმართა სოზარ სუბარმა ადვოკატ კობალაძეს.

ადვოკატმა ლამარა კობალაძემ სოზარ სუბარის კითხვის პასუხად მოიყვანა ამონარიდი ბესიკ ხარძიანის საქმიდან, საიდანაც ჩანს, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ წინასწარ იცოდა საქმის გარემოებები, იცოდა, რომ ხარძიანის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და წილის დათმობის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანს ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა. ამასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ კომისიის წევრები მოატყუა.

„აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და აშკარად შეგნებულად მოატყუა დღეს კომისია. გამორიცხულია, რომ მას ეს ყველაფერი არ ახსოვდეს, მით უმეტეს, რომ შემდგომ წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში,“ – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა

ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”. ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს - არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ „ევრონიუსი” წერს.ძლიერი წვიმის შედეგად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს” გამო, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო გადაადგილება შეიზღუდა.მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

მძიმე ავარია მარნეულში – დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა

მარნეულში, სოფელ სადახლოში მძიმე ავარია მოხდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

🎥ისტორია ზღაპარს ჰგავს! – თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა

თურქმა ექიმმა რომელმაც 16 წლის მარიამ კოხრეიძის ცხოვრება სრულიად შეცვალა, კიდევ ერთ ქართველს გაუკეთა ოპერაცია.ისტორია ზღაპარს ჰგავს. პატარა იოს თურქმა ექიმმა,  ალტან ვაროლმა ახალი სიცოცხლე აჩუქა.ექიმს არც ამ ოპერაციის შემთხვევაში არ აუღია ჰონორარი.ნახეთ ვიდეო ⇓ 

ბოლო სიახლეები