ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

სოზარ სუბარი: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია

„ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, თუ ევროკავშირში მიღებული იქნება FARA-ს კანონი, საზოგადოება ინფორმირებული იქნება, რა ინტერესები იმალება ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ ამა თუ იმ კანონის, ან პროექტის ლობირების უკან. „ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით.

უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით (ევროპული კანონის ფორმულირებები როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით ზუსტად), ქართული კანონი ითხოვდა ერთადერთ რამეს – ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ მედია, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, იყო ვალდებული წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებინათ ეს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. ხოლო თუ ამ ინფორმაციას არ მიაწოდებდა, მაშინ ამას გააკეთებდა იუსტიციის სამინისტრო თვითონ. მაშინ, როცა ამერიკაში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არ გამოაქვეყნებ, ან არასწორ მონაცემებს მიაწოდებ იუსტიციის დეპარტამენტს. აი ეს არის განსხვავება ქართულ და ამერიკულ კანონებს შორის. ქართული კანონი ამერიკულიდან არის გადმოღებული. ” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის ასეთი კანონის მიღება მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც. “რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ამ კანონს ევროკავშირი იღებს და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. უცებ აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ევროკომისიის თანამშრომლები იღებენ უამრავ ფულს, რომელიც არ არის დეკლარირებული და იღებენ ამ ფულს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის არაბული ქვეყნები, შესაძლოა, ჩინეთიდან და ლობირებენ ისეთ კანონებს და პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია და არაა მისაღები. ამის შესახებ არ იცის არავინ.

დღეს ექნებათ ვალდებულება ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი გამოაქვეყნონ. ჩვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი: გვახსოვს, მსოფლიო პრესაში რომ იბეჭდებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სტატიები, უცებ გავიგეთ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ მეშვეობით, რომ ეს ყველაფერი დაფინანსებული იყო საქართველოდან. გავიგეთ, რომ სააკაშვილის დედის მხრიდან ფინანსდებოდა მთელი რიგი აქტივობები ამერიკაში, იქიდან ფინანსდებოდა გარკვეულწილად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი აქტივობები სააკაშვილის გასათავისუფლებლად, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული ამ საქმიანობაში. როდესაც გვეცოდინება, რომ მსგავსი კანონი იქნება მიღებული ევროკავშირში, გვეცოდინება ის პარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებს იღებენ, რა დგას მათ უკან.

ერთ მაგალითს მოვიყვან, არის პოლონელი ევროპარლამენტარი ბატონი რადოსლავ სიკორსკი, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობს სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე (სხვათა შორის, მისი მეუღლეც). საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი აქვს გაკეთებული – საქართველოს სახელმწიფო სააკაშვილი გარეშე არ არსებობსო. სიკორსკი არის ის ადამიანი, ქართველი „ნაციონალები“ საქართველოს პარლამენტში რომ ხშირად იყენებენ, აი ხედავთ, რას ამბობენ ევროპარლამენტარებიო – ასე თქვა, მაგალითად, ქალბატონმა ბოკუჩავამ. ეს სიკორსკი ყოველთვიურად 100-ათას ევროს იღებს არაბული ქვეყნებიდან (მრავალი წლის განმავლობაში), გაურკვეველი საქმიანობისთვის, მიზნებისთვის და ეს არ არის დეკლარირებული და არსად არ ჩანს რისთვის და რატომ იღებს. როდესაც ევროკავშირში მიღებული იქნება ასეთი კანონი, კარგად გავიგებთ იმასაც, სიკორსკის თუ სხვათა განცხადებების უკან რა დგას და რა იმალება“, – განაცხადა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბა სხვიტარიძე – №6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია, პატიმარმა ვენები გადაიჭრა, გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს – ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში...

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია - გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.როგორც საბა სხვიტარიძის წერილშია აღნიშნული, პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, ხოლო ნაწილი დეესკალაციის ოთახშია გადაყვანილი.„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.პატიმარმა ვენები გადაიჭრაგუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.

არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი შავ ჭირთან დაკავშირებით – რას წერს გიორგი ფხაკაძე

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი, 28 წლის ქალი, შავი ჭირით გარდაიცვალა.როგორც ფხაკაძე „ფეისბუკში“ წერს, რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზეშავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიისპნევმონიას“ ასახელებს. მისივე თქმით, „ამჟამად ფართო ეპიდაფეთქებისმტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის“.„შავი ჭირი რუსეთში? – ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტი გარდაიცვალა მძიმე პნევმონიით. ის მუშაობდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში. მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ქალი Yersinia pestis-ით დაინფიცირდა. დაახლოებით 200 კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებს.ამჟამად ფართო ეპიდაფეთქების მტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.„ომის დეპარტამენტი მუდმივად ანაწილებს რესურსებს იქ, სადაც მათი არსებობა საჭიროა. ასევე ხდება რეგულარული როტაციები“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.მისივე განმარტებით, ტექნიკის სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება სწავლებებისა და ხელახალი განლაგების გამო უჩვეულო არ არის.„ეკიპაჟები მუდმივად იცვლებიან“, – განმარტავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.ჟურნალისტმა რუბიოს  ჰკითხა, კვლავ ენდობა თუ არა აშშ ბრიტანულ უსაფრთხოებას ამ ბაზაზე და, ასევე ზოგადად.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ენდობა თავისი ყველა ბაზის უსაფრთხოებას.„თეორიულად, ყველა ბაზას ნებისმიერ დროს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. სწორედ ამიტომ არის მათ გარშემო ასეთი ძლიერი უსაფრთხოების სისტემა“, – განაცხადა მარკო რუბიომ..ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე იყო განლაგებული. ისინი ბოლო დროს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენეს. გასულ კვირას ბაზის მახლობლად ხუთი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, მათ ტერორისტული აქტების მომზადებაში ედებათ ბრალი. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აღნიშნული ბაზა მანამდე სამიზნედ დაასახელეს.

გია ვოლსკი – 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართალიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის შეუმდგარი რევოლუცია აზანზარებდა საინფორმაციო სივრცეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.„ერთი ადეკვატური შეფასება არ გაგვიგია, რომ ეს იყო არა თუ მავნებლური არა მხოლოდ საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებისადმი, არამედ, ზოგადად, ძალიან ცუდი ინდიკატორი და ცუდი მაგალითი ისედაც ტურბულენტურ სამყაროში. არაერთი იყო ასეთი მცდელობა. დღეს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით 4 ოქტომბრის თემას და ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური ამოცანა, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა სამართალიანობა, როდესაც საკითხი გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვის მიზანს ეხება. შესაბამისი დასკვნებიც უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, უნდა დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელმაც დღემდე მოიტანა საქართველოს სტაბილურობა და ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გური ჟვანიამ.მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ აგრეთვე ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.გური ჟვანიას კი, სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები