შაბათი, იანვარი 18, 2025

სოზარ სუბარი: აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თქმით, ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია თითოეული მოქალაქის ტრაგედიაა. მისი თქმით, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია დამთავრდება.

“ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახის ტკივილი ყველაზე მეტია და კიდევ ერთხელ, მთელ საქართველოსთან ერთად, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ამავდროულად, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ აცოცხლებს მწარე რეალობას, რომელშიც ჩვენ ვართ, – ქვეყნის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია, როდესაც ჩვენი მოქალაქეების გატაცება ხდება ე.წ. საზღვრისპირა ხაზიდან, საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ეკლიანი მავთულხლართების გაბმა, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება”,- თქვა სოზარ სუბარმა.

დღეს წილკანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ჩავიდა. ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

VIDEO: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი -კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა, ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს

საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კატარელი ბიზნესმენი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. გარდა ამისა, იგი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტში ევროპის საკლუბო ასოციაციის წარმომადგენელი იყო.„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია, ფანტასტიკურად ნიჭიერი, ამავე დროს, მამაცი მოთამაშეა, რომელიც გუნდისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ხვიჩას დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა, ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად თავის ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ გუნდი ასეთი მოთამაშით გავაძლიერეთ და განვაგრძობთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბებას“.  

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ბოლო სიახლეები