ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

სკოლებში მანდატურად მუშაობას მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი შეძლებს

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდნენ.

ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება.

ცვლილების თანახმად, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი 21 წლამდე აიწევს.

ამასთან, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, ლიბანის, იემენისა და მეზობელი ირანის წინააღმდეგ“.რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებას, ერდოღანი აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ლეგიტიმურია.„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანი იცავს თავს ისრაელის ყაჩაღობისა და სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

დანილო დელა ვალე – ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ

საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. და ეს მზია ამაღლობელის კონტექსტში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ იყოს ცარიელი ლაპარაკი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„უნდა მივყვეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ამჟამად ვაშინგტონი ახორციელებს. დღეს დაახლოებით 300 ადამიანია დაკავებული ამერიკაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც აკავებენ, რადგან, მაგალითად, ამერიკაში არ სურთ ჯარში მსახურება. ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ. აქ განსაკუთრებით ვსაუბრობთ საქართველოზე – ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

პეტრ ბისტრონი – მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ

ევროპარლამენტი მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებასა და ენჯეოაქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ახლა დაპატიმრებულია. თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, რა ხდება ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპალრამენტარმა პეტრ ბისტრონმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც შვიდი თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას სძულს სიტყვის თავისუფლება; „იუთუბერი“ შტეინი, რომელიც ციხეში ცხრა თვით გაუშვეს. მას არ უცემია პოლიციელი, უბრალოდ მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლებას. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“,- განაცხადა ბისტრონმა.

გორში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი თვითდაზიანება მიიყენა

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.რა გახდა ახლად დაქორწინებულ ოჯახში დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

🎥სოფო ხორგუანის პასუხი კითხვაზე, – გიორგი გახარია თუ იყო გუნდური მოთამაშე, როგორ გახსნა საგუშაგო ისე, რომ საქმის კურსში არავინ არ ჩააყენა?

 ყველა იყო საქმის კურსში - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, სოფო ხორგუანმა კითხვის („გიორგი გახარია თუ იყო გუნდური მოთამაშე, როგორ გახსნა საგუშაგო ისე, რომ საქმის კურსში არავინ არ ჩააყენა?“) პასუხად განაცხადა. 

ბოლო სიახლეები