ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

„სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია” – რა ხდება აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ძლიერმა შტორმმა და წვიმამ, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სტიქიის შედეგად დატბორილია გზები და სახლები. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობის რამდენიმე გაფრთხილება მოქმედებდა გასული 24 საათის განმავლობაში კენტუკის, ტენესის, დასავლეთ ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში.

კენტუკიში, სადაც გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა ძლიერი წვიმის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა დაფიქსირდა.

“მთელი შტატი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე”, – განაცხადა ბეშირმა X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში. ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო, რამდენიმე შტატის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, მოხუცთა თავშესაფრებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია განეხორციელებინა.

ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა დასავლეთ ვირჯინიისა და სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის რამდენიმე ოლქში კვირა დღის, დილის 8 საათამდე გაახანგრძლივა. სააგენტომ აღნიშნულ წყალდიდობას “სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია” უწოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი – ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ აფრიკის, ევროპის, შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, მნიშვნელოვანია მათგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ როგორც აფრიკის, ევროპის, ასევე შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.„საპარლამენტო დიპლომატიას, როგორც მთავარ ინსტრუმენტს, ვიყენებთ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სასაუბროდ. ასევე, ჩვენი ეკონომიკური და შუა დერეფნის როლის გაძლიერებისთვის. სწორედ ეს იქნება ის ძირითადი საკითხები, რომლის თაობაზეც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებისას განვიხილავთ. ჩვენ ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ როგორც აფრიკის, ევროპის, ასევე შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია მათგან როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება, ასევე იმის ხაზგასმა, რომ გაერო-ს რეზოლუციებში მნიშვნელოვანია უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენს რეზოლუციებზე“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ირაკლი კობახიძე – კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დარწმუნებული ვარ, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა

კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერმა მაია ბითაძეს კულტურის მინისტრის პოზიციაზე წარმატებები უსურვა.„კულტურის მინისტრი მაია ბითაძე დღეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, მინდა ვუსურვო მას წარმატებები. კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა. იქნება თვისებრივი ცვლილებები კულტურის სფეროში. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას“, – განაცხადა კობახიძემ.

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონამდე დემონსტრანტი გამოვიდა.აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პარიზში, მარსელსა და სტრასბურგში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.სხვადასხვა დაზიანება მიიღო ასობით მოქალაქემ. ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.დემონსტრანტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და რეფორმას ითხოვენ. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა 900-მდე სკოლა.

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

ბოლო სიახლეები