გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ცივი, შედარებით ნოტიო მასებიდან წამოსულ ქვიშას უკავშირდება.
მისი თქმით, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი და შესაძლოა მღვრიე წვიმა დაფიქსირდეს.