სამშაბათი, აპრილი 28, 2026

სინოპტიკოსები განმარტავენ, რამ გააყვითლა ცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ცივი, შედარებით ნოტიო მასებიდან წამოსულ ქვიშას უკავშირდება.

მისი თქმით, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი და შესაძლოა მღვრიე წვიმა დაფიქსირდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრას სთავაზობს

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პიტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრას სთავაზობს, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა და უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, პიტერ მადიარმა უკრაინული ქალაქ ბერეგოვოს მერი მიიღო საკუთარ ოფისში და მათ უკრაინულ ზაკარპატიეს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობაზე ისაუბრეს.„ჩემს კაბინეტში მივიღე ზოლტან ბაბიაკი, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია ტრანსკარპატიაში უნგრელების მდგომარეობისა და ომის საშინელებების შესახებ. შევთანხმდით, რომ ტრანსკარპატიაში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ვაპირებ. შეხვედრის მიზანია ტრანსკარპატიაში უნგრელების ყოფნის და სამშობლოში მათი დარჩენის ხელშეწყობა“, – წერს მადიარი.ცნობისთვის, უკრაინაში დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანებართვო პირობების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობების გაზრდას. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 20 000 ლარით.„სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 10 000 ლარით.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 10 000 ლარით.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა – 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 20 000 ლარით.კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი – ირანმა ახლახან გვაცნობა, რომ ისინი კოლაფსის მდგომარეობაში არიან

ირანმა ახლახან გვაცნობა, რომ ისინი „კოლაფსის მდგომარეობაში“ არიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.„ირანმა ახლახან გვაცნობა, რომ ისინი „კოლაფსის მდგომარეობაში“ არიან. მათ სურთ, რომ ჩვენ „ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გავხსნათ“, ვიდრე ისინი ცდილობენ, გაერკვიონ თავიანთი ხელძღვანელობასთან დაკავშირებულ სიტუაციაში (რასაც, მე მჯერა, შეძლებენ!)“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში. 

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა.პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.კენჭისყრამდე, დახურულ ფორმატში, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გეკა გელაძეს მოუსმინეს.პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუსფე მელქისედეკი.სინოდის სხდომა დასრულებულია.

ბოლო სიახლეები