ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

სინოპიკოსები უახლესი დღეების პროგნოზს ავრცელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უძლიერესი შემადგენლობით – ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში…

6-8 მარტს, ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოს გრანდ პრი გაიმართება.ძიუდოს ფედერაციამ კი ტურნირზე გამსვლელთა უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა:- 66 კილოგრამი -  ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური- 73 კილოგრამი - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი- 81 კილოგრამი - ზაურ დვალაშვილი- 90 კილოგრამი - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი - 100 კილოგრამი - ილია სულამანიძე + 100 კილოგრამი - ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი +78 კილოგრამი - სოფიო სომხიშვილიმოგეხსენებათ, წლის პირველ გრან სლემზე (პარიზში) საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა, როგორც ჩანს, აქცენტი ავსტრიულ და უზბეკურ ტურნეებზე გაკეთდა.

ემერიკ დუპონი – საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას აღვნიშნავთ

სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ემერიკ დუპონმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.„საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. ასევე, ჩვენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას აღვნიშნავთ. ხელისუფლების მიმართ ჩვენი მოლოდინები ნათლად დავაფიქსირეთ, რაც გულისხმობს დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, ასევე, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარებას. ასევე, ველით, რომ ევროკავშირისა და ელჩების წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყდება“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა.მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც საგარეო პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება“.„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე შემცირდა. ველით, რომ საქართველო ევროკავშირთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების თავიდან არიდება არ დაუშვას. ასევე, აღვნიშნავთ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ მზად ვართ საქართველოს დემოკრატიულ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს მხარი დავუჭიროთ“, - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა.

გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიხედვით, რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც, გახარიას მიმართ შეფარდებული მკაცრი ღონისძიება შეიცვლებოდა, არ გამოვლენილა.აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი განმარტებით, გახარიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და გახარიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ.ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი – ევროკავშირი რასაც ეძახის დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტის აღდგენაა, ხალხი ისმენს ომის გზავნილებს და ირჩევს მშვიდობას

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ქადაგებს და ასწავლის დემოკრატიას, თქვენ რასაც ეძახით დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა, – ამის შესახებ პოლონელმა დამოუკიდებელმა ევროპარლამენტარმა გჟეგოჟ ბრაუნმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი რეგრესია, მაგრამ შესაძლოა, გაჯანსაღებაა, როცა უფრო მეტ ადამიანს უბრუნდება საღი აზრი.„ისინი თვალს ადევნებენ მოვლენებს, უსმენენ, ხედავენ და აცნობიერებენ, როგორი ცუდია ევროპული პროექტი. ენერგიაზე ფასები მატულობს, მათ ესმით ომის წაქეზებისკენ გზავნილები და ხალხი ამ დროს უბრალოდ ირჩევს მშვიდობასა და სუვერენიტეტს. საერთოდ როდიდან არის „ბიბისი“ ქიმიური იარაღის საკითხებში ექსპერტი? შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ისინი აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ სადამ ჰუსეინს აქვს ქიმიური იარაღი?“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გიორგი ვოლსკი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის...

გიორგი ვოლსკი გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რეზოლუციისადმი მიერთებით საქართველომ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.„როდესაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ავურიოთ იმ პოლიტიკურ განზომილებაში, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ომთან დაკავშირებით, საქართველოს გადარჩენის თემასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მთელი რიგი ჩამონათვალია რეზოლუციების, ოფიციალური დოკუმენტების, სადაც მყარი პოლიტიკური პოზიცია გამოვავლინეთ“, - აცხადებს ვოლსკი.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ მიიღო, რომელსაც მხარი 107- მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს.

ბოლო სიახლეები