ირანული წყაროების ცნობით, აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორშაბათს პაკისტანში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით განაცხადეს, რომ შეხვედრა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება. მათივე ცნობით, მხარეები ისლამაბადში კვირას ჩავლენ.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს პაკისტანში გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

