ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

„სიენენი“: დემოკრატების ნაწილი კამალა ჰარისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას, ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აბრალებს

დემოკრატების ნაწილი კამალა ჰარისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას, ქვეყნის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აბრალებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ბაიდენს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში და სიმართლე რომ გითხრათ, ასეც არის”, – თქვა ჰარისის საარჩევნო შტაბის თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვით.

დემოკრატები ბევრ ნაწილში ადანაშაულებენ ბაიდენს, თუმცა ერთ-ერთი არის მისი გადაწყვეტილება, რომ მეორე ვადით ეყარა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც „სიენენი“ წერს, უმეტესობა ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბაიდენი არ დააყენებდა თავის კანდიდატურას დემოკრატების მხრიდან, მაშინ მათ ექნებოდათ დრო ახალი კანდიდატის მოსაძებნად და მათ შორის კამპანიის ჩასატარებლად. გამოცემის ცნობით, ბაიდენის გადაწყვეტილებებმა ჰარისს არ დაუტოვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ძალიან მოკლე დროში წარემართა საკუთარი კამპანია. დემოკრატების აზრით, პარტიამ ასევე ვერ მიიღო შესაძლებლობა, გადაეწყვიტა იყო თუ არა კამალა ჰარისი სინამდვილეში ძლიერი კანდიდატი, რომელიც უნდა წარედგინათ ტრამპის წინააღმდეგ.

„ეს იყო ბაიდენის კამპანია ახალი პლაკატებით“,- ასე შეაფასა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით ჰარისის ბოლო რამდენიმე თვიანი კამპანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საგარეო უწყება – ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა

ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკომისიის აღნიშული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.„მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია ხუთი პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.„შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან. აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება. საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას“,- აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.„უწმინდესი და უნეტარესი გულითადად მიესალმა აკადემიის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიისა და მეცნიერების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სულიერი და ინტელექტუალური ძალისხმევით.თავის მხრივ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკადემიკოსების სახელით მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აკადემიის საქმიანობით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის.შეხვედრაზე განხილულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის პროცესი, მისი ისტორიული მისია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დღემდე მიღწეული სამეცნიერო-კვლევითი შედეგები. აკადემიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვა და სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას, ისე ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ხელშეწყობას.საუბარი ასევე შეეხო ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის აუცილებლობასა და გელათის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტრადიციების თანამედროვე აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჰუმანიტარიის მეთოდების განვითარებას, ციფრული არქივების შექმნასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას; იმსჯელეს აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.ხაზგასმით აღნიშნეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებული მისია ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში, ეროვნული მეხსიერების დაცვასა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. აღინიშნა, რომ აკადემია მოწოდებულია, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, განაგრძოს იმ სულიერი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტრადიციის განვითარება, რომელიც საუკუნეების წინ გელათის აკადემიამ დაამკვიდრა.შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრთა ერთსულოვანი შუამდგომლობითა და გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად“,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კაია კალასსა და აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ განახლებული თავდასხმები მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირანის საგარეო მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.კალასის თქმით, რეგიონში სამხედრო მოქმედებების განახლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.„სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განახლებული თავდასხმები მიუღებელია. სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება მთელ რეგიონს უზარმაზარი ფასი დაუჯდება. ამ ომიდან გამოსვლის საუკეთესო გზა კვლავ დიპლომატიური პროცესია”, – აღნიშნა კალასმა.თავის მხრივ, არაღჩიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს დაგმო აშშ-ის მიერ განხორციელებული ქმედებები.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კალასს განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლო იერიშები „საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“ და მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „არაეფექტური“ გახადეს.

დონალდ ტრამპი – ირანთან განხილვები უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე არის მიყვანილი და დამტკიცებული, ვაუქმებ ირანის წინააღმდეგ დღეს დაგეგმილ დარტყმებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ დამტკიცებულია.როგორც ტრამპმა აღნიშნა, დღეს ღამით ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიში გაუქმებულია.ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან განხილვები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე არის მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანის წინააღმდეგ დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები.დისკუსიები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის, ისე დეტალური შინაარსის დონეზე, დამტკიცებულია პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მიერ.საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება, ვიდრე ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება. ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შესაცვლელად ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შეცვლის მცდელობის ფარგლებში ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა. თუმცა, ტრამპის თქმით, ამ პროცესში რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსზე“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.ტრამპის განცხადებით, აშშ-მა იარაღი ქურთებს გადასცა, რათა ირანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებისთვის მიეწოდებინათ, თუმცა, მისი ვარაუდით, ქურთებმა ეს შეიარაღება დაიტოვეს.„ქურთებმა იმედები გაგვიცრუეს, მაგრამ ამას დავიმახსოვრებ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი დიდი ხნის სურვილია, აშშ-მა კონტროლი მოიპოვოს ხარგის კუნძულზე და საბოლოოდ ირანის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე.აშშ-ის პრეზიდენტმა ეს შესაძლო ნაბიჯი შეადარა ვენესუელასთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკას და თქვა, რომ ასეთი სცენარი მისთვის კვლავ სასურველ ვარიანტად რჩება.ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი, უფრო მასშტაბური ავიადარტყმების განხორციელებას გეგმავს.მისი თქმით, დღევანდელი დარტყმები უფრო ძლიერი და მასშტაბური იქნება. თუმცა ტრამპის განმარტებით, ურჩევნია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ხიდები და ელექტროსადგურები, სამიზნე არ გახდეს.ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ამერიკული მედიის ნაწილი ირანთან ომის გაშუქების გამო და განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებიც კი გაკვირვებული არიან, რამდენად დადებითადაა მათი მდგომარეობა ზოგიერთ მედიასაშუალებაში წარმოჩენილი.ამ ფონზე ტრამპმა განსაკუთრებით შეაქო „ფოქს ნიუსის“ კორესპონდენტის, ტრეი ინგსტის მუშაობა და მისი რეპორტაჟები კონფლიქტის ზონიდან.

ბოლო სიახლეები