პარასკევი, ივლისი 18, 2025

სექსზე უცნაური რჩევები, ბრიტანეთში აუქციონზე 1720 წელს დაბეჭდილ წიგნსყიდიან

ბრიტანული აუქციონის სახლი Hansons-ი გეორგიანული ეპოქის წიგნის გაყიდვას გეგმავს, რომელშიც არის რჩევები სექსუალური ეტიკეტის და ცოლქმრული ურთიერთობების შესახებ.

წიგნში ისეთი რეკომენდაციებია, როგორებიცაა მაგალითად, ის თუ რომელ მხარეს უნდა დაწვეს ქალი იმისთვის, რომ ვაჟი გაუჩნდეს; რას უნდა უყუროს დედამ, რომ ლამაზი შვილი გააჩინოს; როგორი დამღუპველია ცხოველთან სექსის შედეგები და სხვა.

300 წლის ხელნაწერი, რომელსაც ჰქვია “არისტოტელეს სრული შედევრი ორ ნაწილად: ნაწილი პირველი, რეპროდუქციის საიდუმლოებები”, ლონდონში 1720 წელს დაიბეჭდა (წიგნი ძველბერძენ ფილოსოფოს არისტოტელესთან არაფერ კავშირშია).

წიგნში ქალებს ცხოველებთან სექსის წინააღმდეგ აფრთხილებენ. ავტორების აზრით ასეთ დროს ქალმა შეიძლება გააჩინოს არსება, რომელიც ერთდროულად ატარებს ადამიანის და ცხოველის ნიშნებს. წიგნის შემქნელები ამტკიცებენ, რომ 1512 წელს “გარყვნილმა” ქალმა ფრინველისგან შვილი გააჩინა.

წიგნში ამტკიცებენ, რომ ბავშვის გარეგნობა მთლიანად დედის წარმოსახვით ყალიბდება. გზამკვლევში არის რჩევა, რომ სექსის დროს დედამ ყურადღებით უნდა უყუროს კაცს და გონებით მთლიანად მასზე უნდა კონცენტრირდეს; რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვი მამას დაემსგავსება. სექსუალური ფუნქციის აღსადგენად კაცებს კვერცხების, ბეღურების, შავი ან ჩვეულებრივი შაშვების, გნოლების, მტრედების, ჯანჯაფილის და ბოლოკის ჭამას ურჩევენ.

გოგოს გასაჩენად ქალს სექსის შემდეგ მარცხენა მხარეს დაწოლას ურჩევენ, ბიჭისთვის – მარჯვენა მხარეს. გარდა ამის, ბიჭების ჩასახვისთვის საუკეთესო დრო მაშინაა, როდესაც მზე ლომის თანავარსკვლავედშია, ხოლო მთვარე – ქალწულის, მორიელის ან მერწულის. გოგოს დაბადებისთვის კი საუკეთესო დროა, როდესაც ჩამავალი მთვარე სასწორის ან მერწყულის თანავარსკვლავედშია.

1960-იან წლებამდე წიგნი ფაქტობრივად აკრძალული იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ წიგნში არის “მონსტრების” ქსილოგრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც ქალის ცხოველთან არაბუნებრივი კავშირის შედეგად დაბადებულ არსებებს განასახირებს. წიგნში ბევრი რჩევაა ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაახანგრძლივო ურთიერთობა ან ქორწინება, რომელსაც ავტორები ორი ადამიანის უმაღლეს ბედნიერებად მიიჩნევენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი: „ახლები“ და ძველები – ნაცები ხომ ამბობებნ, რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ ცესკოში რეგისტრაციაზე

,,ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები - ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ცესკო-ს ინფორმაციას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებას ეხება.„ლელო“ და გახარია სულ რაღაც ორი თვის წინ ამბობდნენ ენის ჩლექვით, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ დაფიქრდებოდნენ და ასე შემდეგ. დღეს ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას, შეიძლება ერთი კვირის მერე თქვან, რომ აღარ მიიღებენ. „ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები - ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში. როგორც დაალაგებენ ამ 4 პარტიას, ისე იქნება, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა

რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს - მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება. ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება.კანონპროექტი 216 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც მცირდება, გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, მაგალითად, დაავადებების, ომის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს. ასევე, მცირდება 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო.ახლა კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.„წარმომადგენელთა პალატამ ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხარჯების, სადაც წელიწადში მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. რესპუბლიკელებიამას 40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეს დიდი ამბავია!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო: palitravideo.ge

ტემი ბრუსი აცხადებს, რომ აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.„ამერიკის შეერთებული შტატები ნათლად გმობს ძალადობას. ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს და ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას მოიტანს“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას.„ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ძალისხმევას რეალური დეესკალაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“,- განაცდადა ბრუსმა.ბრუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებულია ყველა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.„ეს მოითხოვს ყველა მხარისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით მათგან“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ისრაელის დარტყმებს.

ბოლო სიახლეები