ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

სერგეი ლავროვი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული. ამის შესახებ ლავროვმა ირანში ვიზიტისას აღნიშნა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში და მის გარშემო არსებული სიტუაცია. მადლობა გადავუხადე ირანელ კოლეგებს მათი დაბალანსებული პოზიციისთვის, რომელიც ეფუძნება ამ კრიზისის ძირეული მიზეზების, რუსეთის პოზიციისა და შეშფოთების გააზრებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის რეზოლუცია „მშვიდობისკენ გზა“, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოდის. დოკუმენტში რუსეთი არ არის მოხსენიებული აგრესორად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან მგალობლიშვილი – დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ქვეყანაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.ლევან მგალობლიშვილის დავალებით და მისივე ხელმძღვანელობით, მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან. სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.„ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობისა და აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე, 143-ზე შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე, მოვიწვიე მთავრობის საგანგებო სხდომა. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გავდივართ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში – იქ სადაც ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი სამუშაო ჯგუფი.ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების უსაფრთხოება და პრობლემების ოპერატიული მოგვარება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

„მგზავრთა საყურადღებოდ!“ – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.„დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როდიდან ვიწყებთ ეფრემ ასურის ძლიერი ლოცვის კითხვას

მართლმადიდებლები და მორწმუნენი, ეფრემ ასურის ლოცვის იგივე სინანულის კანონის კითხვას ორშაბათიდან იწყებენ. ეს ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინა ლოცვების შემდეგ იკითხება.ლოცვის კითხვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან ვიწყებთ და ვკითხულობთ პარასკევის დილის ჩათვლით, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან ისევ ვაგრძელებთ და მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვკითხულობთ ვნების კვირის ოთხშაბათის დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე.ლოცვა ეფრემ ასურისა უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).***ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ, მსგავსი გარეგნობა, ერთნაირი სახელი და გვარი – ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

იშვიათი მოვლენა მოხდა ლონდონიდან ბანგკოკში ფრენის დროს, სადაც „კლონირებული“ მგზავრები ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და აღმოაჩინეს თითქმის წარმოუდგენელი დამთხვევების სერია, რომელმაც უკიდურესობამდე მიაღწია.ამ ისტორიის მთავარი გმირი არის მარკ გარლანდი კვადრატში. რეალურად ორი მთავარი გმირია და ორივეს მარკ გარლანდი ჰქვია. როგორც მედია იტყობინება, თვითმფრინავში ასვლამდე შემოწმების დროს მოხდა გაუგებრობა, როდესაც ოპერატორებმა ჰკითხეს ერთ-ერთს, მარკ გარლანდს, რატომ გადიოდა განმეორებით რეგიოსტრაციას. კაცმა უპასუხა, რომ ის პირველად დარეგისტრირდა და ოპერატორებმა, უფრო საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ბორტზე ორი მარკ გარლანდი იყო.ჯერჯერობით უცნაური არაფერია, ეს იყო სახელისა და გვარის დამთხვევა თვითმფრინავის ბორტზე, რაც ხშირად შეიძლება მოხდეს. თუმცა, ბედმა მათ სასაცილო ხუმრობა მოუმზადა, რადგან ორი მარკ გარლანდი ერთმანეთის გვერდით მოხვდა.ორივემ აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, არამედ, როცა ერთმანეთს  აკვირდებოდნენ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს სარკეში იყურებოდნენ, რადგან წარმოუდგენლად მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდათ, დაწყებული „მელოტი თავით“. მათ გვერდიგვერდ იმოგზაურეს 11 საათის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისგან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე ცხოვრობდნენ და რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები. ორი მარკიდან ერთი ფაქტობრივად არის ავტობუსის მძღოლი, რომლითაც მეორე მარკი ხშირად მგზავრობს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, მათ აღმოაჩინეს, რომ ორივეს ოთხი შვილი ჰყავდა.მოგზაურობის დასასრულს, ორი მარკი მართლაც განუყოფელი გახდა იმ დონემდე, რომ უმცროსმა თქვა, რომ მოგზაურობის დროს მარკს თავი მის მხარზე ედო. - წერს უცხოური მედია

ბოლო სიახლეები