სამშაბათი, მაისი 19, 2026

სეზონის გახსნამდე, გადამფრენ ფრინველებზე მონადირე 500-700 ლარით დაჯარიმდება

სეზონის გახსნამდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. კანონის დამრღვევი 500-დან 700 ლარამდე დაჯარიმდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

კანონის თანახმად, კანონდამრღვევს ასევე ჩამოერთმევა მოკლული ფრინველი. ამასთან, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.

თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1 მარტიდან აიკრძალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანელი პარლამენტარი – ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება ირანის მფლობელობასა და მართვაში

ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება თეირანის მფლობელობასა და მართვაში, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი აცხადებს.სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტია.ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა თეირანის მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, სადაც ირანი, ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, აშშ-ისგან სანქციების მოხსნასა და ქვეყნის საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითხოვს.ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, სადაც მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის. ამ დროისათვის ენერგორესურსებით დატვირთული გემების უმეტესობა სრუტეში გავლას ვერ ახერხებს.

თბილისის მერია – საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე

თბილისის მერიის ინფორმაცით, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე.მათივე ცნობით, „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის.ბარათის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ბარათი მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის.„ჩვენ გასულ წელს აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ახლა კი გადავდივართ დაპირების უშუალო აღსრულებაზე – ქართველი ახალგაზრდები ამიერიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათებით“ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი საქართველოს 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე და მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის – ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, თბილისის მერია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის წამახალისებელ და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს.„გვაქვს სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულების პროგრამები, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდაა ჩართული. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყველა პროგრამა გავაფართოოთ და უფრო მეტ მოქალაქეს მივცეთ მათში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედია.  მიხარია, რომ თბილისის მერია ამჯერადაც მოწინავე პოზიციაზეა და მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპელი ახალგაზრდების რიგებს შეუერთდებიან. მათ სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს, რადგან მათთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ახალგაზრდული ბარათი“ უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში.„მადლობა მინდა, გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი ჩართულობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მადლობა ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, ასევე, თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას, უწყების ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის საქმედ ქცევაში.ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, ყოველთვის მოგისმენთ და შევეცდებით, განვახორციელოთ ახალგაზრდების მხარდამჭერი იდეები, რათა ჩვენი სიტყვა ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბევრია დამოკიდებული ახალგაზრდულ ენერგიაზე. დარწმუნებული ვარ, ის სიყვარული, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ ჩვენი სამშობლოს მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ შესახებ დამატებითი დეტალები საზოგადოებას თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.მისი თქმით, აღნიშნული ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.„საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში წარმოდგენილი ბარათის სარეგისტრაციო პროცესი ძალიან მარტივია, ერთჯერადად 10 ლარის გადახდით კი მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პროდუქტი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოვადგინეთ. ის არ არის ტიპური ბარათი, რომლითაც გადარიცხვებია შესაძლებელი, თუმცა „საქართველოს ბაკთან“ ერთად ის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, რომლებიც ბარათის მფლობელები გახდებიან. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ მნიშვნელოვან შემაჯამებელ ღონისძიებას გავმართვთ“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.ბარათის მფლობელები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათით სარგებლობენ. „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მიღება შეუძლია საქართველოს 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეთავაზების სანახავად ხელმისაწვდომია ოფიციალური ვებგვერდი.ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, რაიონული გამგეობებისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები.თბილისის მერიის ცნობით, პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.

ლაშა ფარულავა – საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში აქტივისტური ღონისძიებები არის საჯარო, ვრცელდება სოციალურ მედიაში, აქ გრანდიოზულს ვერაფერ იპოვით, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი

ალიანსის ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად არის ჩართული კამპანიაში 26 მაისისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საჯარო აქტივობა არის საჯარო, მათ შორის მედიისთვის.„ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ცხადია, ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად არის ჩართული კამპანიაში 26 მაისისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლოდ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია. სწორედ ამას ეფუძნება ის აქციაც. ცხადია, მეტროებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში აქტივისტური ღონისძიებები არის საჯარო, საჯაროდ შუქდება, საჯაროდ ვრცელდება სოციალურ მედიაში. აქ ვერაფერ გრანდიოზულს ვერ იპოვით, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი.ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა. სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის – ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა, ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა. საწვავის მაღალი ფასი, დენის გაზრდილი ტარიფი, სოფელს სჭირდება დახმარება. ეს არის ჩვენი გეგმა, ამ გეგმასთან დაკავშირებით ჩვენ მოქალაქეებს ვაწვდით საინფორმაციო ბუკლეტს და ჩვენს მოთხოვნებს ვაცნობთ.  ცხადია მათ შორის ვეპატიჟებით 26 მაისის აქციაზე, ჩვენ ეს კამპანია ბევრად ადრე დავიწყეთ, არაერთ მოქალაქეს შევხვდით თბილისში, მათ შორის რეგიონებში. ამას გავაგრძელებთ 26 მაისამდეც, შემდეგაც, რადგან ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება.შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საჯარო აქტივობა არის საჯარო, მათ შორის მედიისთვის. ეს პირდაპირ ჩვენს ინტერესში შედის, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მედიას რატომ არ ეძახით, ყველგან ვეძახით, ყველგან გვაქვს სურვილი, რომ გააშუქონ მოვლენები იმ რეალობით, რა რეალობითაც  შეწუხებული არიან ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ ეს არის რაღაც, ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. დარწმუნებული ვარ, იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საჯარო აქტივობასთან დაკავშირებით ალიანსის წევრებს“, – განაცხადა ფარულავამ.

დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მედიასთან ისაუბრა იმერეთში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს როგორც ადგილობრივების პრობლემები, ასევე ზოგადი პოლიტიკური საკითხებიც. ამასთან, იმსჯელეს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც:„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“, - განაცხადა ხუნდაძემ.დეპუტატმა აღნიშნა, რომ გეგმავენ ოფისების გახსნას ჯერ ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტში.„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ რეგიონულ ცენტრებში, შემდგომ კი უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ოფისების გახსნას. რა თქმა უნდა ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეებია, რომელთაც პერსპექტივა არ აქვთ, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ...

გადახედეთ ლიდერებს – „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურ აქცენტს გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, ვინაიდან ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში.„ყველას გვახსენდება 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბრამდე წარმართული მოვლენები. ასევე იგივე ხდებოდა სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით, აანონსებენ, მაღლა წევენ მოლოდინებს და შემდეგ თვითონვე უცრუებენ საკუთარ მხარდამჭერებს იმედებს. ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, დღითიდღე, სწორედ ამის შედეგია. ისინი აძლევენ ცრუ დაპირებებს საკუთარ მხარდაჭერებს და შემდეგ იმედებს უცრუებენ მათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ჯერ მარტო გადახედეთ ლიდერებს – „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენთვის მხოლოდ მომგებიანია პროცესების ასე განვითარება სუბიექტური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნისთვის არ არის ეს მომგებიანი, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს. ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია, მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში. შესაბამისად, სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულნი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები