კვირა, მარტი 1, 2026

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად – არჩილ გორდულაძე

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე. მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად და ამასთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად.

“საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. სიცრუის გამავრცელებლები რატომ მალავენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზურად. დეპარტამენტის უფროსი როგორ დაინიშნება თუ ქართული არ იცის? როგორ შეძლებს საქმე აწარმოოს? ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად. საჯარო მოხელისთვის სახელმწიფო ენის მოთხოვნის გაუქმება ისეთივე მართალია, როგორც 300 000 ხმის გაყალბება და ევროპული კურსიდან გადახვევა”, – წერს არჩილ გორდულაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა

ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა.როგორც სახელმწიფო სატელევიზიო არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მაუწყებლის კომპლექსის ნაწილზე თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.„მაუწყებლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება და ჩვენი კოლეგები შესაძლო დაზიანებებს აფასებენ“, – განაცხადა წამყვანმა.ისრაელმა თეირანში მდებარე ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა გასული წლის ივნისშიც დაბომბა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის ხალხს

მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის.„თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ“, – აღნიშნავს ერდოღანი.

აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს – „გარიგება ხელმოსაწერად მზად იყო, მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, მიზანს...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს.„გარიგება ხელის მოსაწერად მზად იყო. ჟენევიდან იმ გაგებით წავედით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ხელს მოვაწერდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, მიზანს მიაღწიეს“, – აცხადებს აბას არაღჩი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან გასცა „მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის ბრძანება“.ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესით „კმაყოფილი არ იყო“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გავანადგურეთ ტირანი ხამენეი და ჩაგვრის რეჟიმის ათობით უმაღლესი თანამდებობის პირი, ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულს ურტყამენ და ეს მომავალ დღეებში...

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელების ბრძანება გასცა.„ჩვენ გუშინ გავანადგურეთ ტირანი ხამენეი. მასთან ერთად გავანადგურეთ ჩაგვრის რეჟიმის ათობით უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულს მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს მომავალ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ამასთან, როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი სამხედრო ოპერაციაში თავდაცვის ძალების უპრეცედენტო პოტენციალს იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლის დასაცავად. მისი თქმით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს აშშ-თან პარტნიორობა,  პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკული სამხედრო ძალების მხარდაჭერა.„ძალების ეს კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მინდოდა დიდი ხანია, 40 წლის განმავლობაში,  გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რაც რისი პირობაც დავდე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.როგორც პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, – აღნიშნავს პრემიერი. 

ბოლო სიახლეები