სამშაბათი, ივნისი 17, 2025

სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება და თანაც სევდა ყოფილა, ადამიანად დაბადება-ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელიდან

,,ორივე ბებია რაჭველი მყავდა, ლამარა და მაყვალა, თუმცა ცა და დედამიწასავით კი იყვნენ. “ლამარა” გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებს ერქვა, რომელშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამბოხი და ბრძოლა იყო ჩაქსოვილი. ჩემმა დიდმა პაპამ, ნიკოლოზ მუსერიძემ, რომელიც თან “შევარდენის” წევრი იყო, შვილს სახელი ამ ნაწარმოების და მისი სულისკვეთების გამო დაარქვა.

ზაფხულს ლამარა ბებოსთან და ოთარი პაპასთან, მათ თბილისურ სახლში, ვატარებდი. ჯერ პაპა იძინებდა, შემდგომ ბებო სინათლეს გამორთავდა და ერთ ნათურას დერეფანში დამიტოვებდა, საპირფარეშოში რომ გავსულიყავი.
ძილის წინ კუთხესთან მივიდოდა, სადაც ბებიამისი ეფროსინე იაშვილის დატოვებული ხატი ეკიდა. პირჯვარს სამჯერ გადაიწერდა და თან ოჯახის ყველა წევრის სახელს ჩამოთვლიდა. მისი “კარგად მიმყოფე” ახლაც ყურებში ჩამესმის.
სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება და თანაც სევდა ყოფილა, ადამიანად დაბადება.
ძილი ნებისა. ამ სტატუსის ყველა წამკითხველის თავი კარგად მიმყოფე, გამჩენო! ❤ עם ישראל חי!-წერს ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელიდან.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამუკა ხაზარაძე – კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში – მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ!

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!“- წერს ხაზარაძე.ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 30 ივნისს, 10:30 საათზე, „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ ახსნა -განმარტების მისაცემადაა დაბარებული.ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად, 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ევროპული საბჭო – მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმი გაუმჯობესდება იმგვარად, რომ შეეხოს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს

ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ, განახლებული წესებით, ევროკავშირი უფრო ეფექტურად შეძლებს რეაგირებას ისეთ სიტუაციაზე, როდესაც „უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს“.„ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. თუმცა მესამე ქვეყნების მოქალაქეები თუ ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ საფუძვლებზე, რომლებიც შეიძლება გახდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მიზეზი.მათ შორის დასახელებულია:1. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა;2. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდებისა ან ინვესტიციის სანაცვლოდ;3. ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტები უსაფრთხოების პროცედურების კუთხით, კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები;4. საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაერო-ს ქარტიის სერიოზულ დარღვევებს;როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, ეს ახალი მიზეზები დაემატება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეების განაცხადების აღიარების დონე დაბალია, ან იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა, რომელთაც უარს ეუბნებიან შესვლაზე, ან დარღვეული აქვთ ევროკავშირში დარჩენის ვადები.ამასთან, პრესრელიზში წერია, რომ ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს სურთ, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 24 თვით, არსებული სისტემით განსაზღვრული 18 თვის ნაცვლად.ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის მოქმედების გახანგრძლივებული ვადები საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დაიწყოს დიალოგი მესამე ქვეყანასთან, რათა ამ ქვეყანამ აღმოფხვრას ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იყო შეჩერებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამასთან, პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირს შეუძლია, სამუდამოდ გააუქმოს უვიზო რეჟიმი, თუ მესამე ქვეყანა არ აღმოფხვრის იმ გარემოებებს, რომელთა გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, გააუმჯობესონ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმი იმგვარად, რომ ის ამოქმედდეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფუნდამენტური უფლებების და საგარეო ვალდებულებების დარღვევაზე.„მოქმედი სისტემით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეორე ფაზა ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს არაპროპორციული იმ შემთხვევაში, თუ შექმნილ სიტუაციაზე მკაფიო პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის დამატებით 24 თვით შეზღუდვა ავტომატურად არ შეეხება მესამე ქვეყნების მთელ მოსახლეობას. ამის ნაცვლად, ზემოთ ნახსენებ სიტუაციაში ევროკავშირს შეეძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოს მთავრობის ოფიციალურ პირებს და დიპლომატებს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

კანონპროექტით, პირები, ვისაც ზიანის ანაზღაურება დაევალათ, სასჯელის მოხდიდან 16 წელი ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ ქვეყანას

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა საზღვრის დატოვებას ნებართვის გარეშე აუკრძალავს პირებს, რომლებსაც სასჯელი მოხდილი აქვთ, თუმცა გამოტანილი აქვთ ამასთან ზიანის ანაზღაურების განაჩენი, თუმცა აღნიშნული ზიანი ანაზღაურებული არ აქვთ. მაქსიმალური ლიმიტი საზღვრის კვეთისთვის ნებართვის მოპოვებაზე 16 წელს შეადგენს. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ამარტივებს სასჯელმისჯილ პირთან დაკავშირებული პირებიდან თანხების ამოღებას ზიანის ანაზღაურების მიზნით.კანონპროექტის თანაავტორის, ოცნების დეპუტატის არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონი გავრცელდება გიორგი ბაჩიაშვილზეც. გორდულაძის თქმით, ბაჩიაშვილმა "კოლოსალური ზიანი მიაყენა" კონკრეტულ პირს და მას ზიანი უნდა აუნაზღაუროს. საუბარია ორ ურთიერთდაკავშირებულ განაჩენზე, კერძოდ კი 2025 წლის 10 მარტს, სასამართლომ ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ დავაში დაზარალებულის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს აქვს. კიდევ ერთი სასამართლო პროცესით, 2025 წლის 1 მაისს, სასამართლომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მიიღო განაჩენი და გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამ კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება ამჟამად 963 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ ამ 963 მილიონი დოლარის გადახდის ამოღების უზრუნველყოფისთვის ქართული ოცნების პარლამენტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პირებს, რომელთაც სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ სახელმწიფოს სამსახურების ნებართვის გარეშე 16 წელი უზღუდავს ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, თუკი ბაჩიაშვილი სასჯელს 11 წლის განმავლობაში მოიხდის, ის საპატიმრო დაწესებულებას 2036 წელს დატოვებს, ხოლო ახალი კანონპროექტით, მას საქართველოს დატოვება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე 2052 წლამდე აეკრძალება. ამ დროს ივანიშვილი 96 წლის იქნება.კანონპროექტის განმარტებითი ბარათი- "დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის.ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული-უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის- 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი. წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ხელს შეუწყობს დაზარალებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, რეგლამენტირებულ იქნება გამარტივებული აღსრულების მექანიზმი და დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ მიყენებული ზიანი,"- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება – უფლებამოსილებას მთავრობა გადაიბარებს

"ოცნების" მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო მისი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობას გადაეცემა. „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ცვლილებები შევა კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მმართველობის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აღმასრულებელ დონეზე ეფექტიანად მართვას. საბჭოს გაუქმების შემდეგ შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესს უზრუნველყოფს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს თავად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივები – მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლება – შესაბამის უწყებებს სალიკვიდაციო კომისიის მეშვეობით გადაეცემა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ცაგარელის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისში, ცაგარლის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული – მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა  ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა – რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები