ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„ოქროს გუმბათი დაიცავს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კანადამ გამოთქვა ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი.დონალდ ტრამპის თქმით, თავდაცვითი ფარი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი იქნება, უნდა ამოქმედდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – 2029 წლის იანვრამდე.„რონალდ რეიგანს ეს წლების წინ სურდა, მაგრამ მაშინ შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის ადმინისტრაციამ სამხედრო მაღალჩინოსნებს უბრძანა, უზრუნველყონ, რომ „ოქროს გუმბათის“ სამომავლო დაფინანსება აისახოს 2026-2030 წლების ახალ საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვაში.

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა

ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა, ეს უნდა გვესმოდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ყველა მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი პერფორმანსით არ წავა, მაშინ დადგება შედეგი.„როდის დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის? როცა ფიზიკურად ვიქნებით მზად. თუ ძალით ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი გამოვა და ეგ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ყველა რომ მიხვდება, რომ ბიძინა რაღაც პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. მე მზად ვარ, რამე დავუშავო იმ მწამებელ ხარებას და წავალ ამის გამო ციხეში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

🎥გაიცანით ბიჭი, რომელიც მის სკოლაში ერთადერთი მეთორმეტე კლასელი იყო

ერთადერთი მე-12 კლასელი ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლერი ნოზაძეა.„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიჭი მის განვლილ გზაზე საუბრობს. 

დიდუბეში, კაცს თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა

თბილისი - ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მამუკა ხაზარაძე – გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს."მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას!" - წერს ხაზარაძე.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს."საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

ბოლო სიახლეები