პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

სახელმწიფო და „დელტა“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დაიწყებენ

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და „დელტას“ თანამშრომლობით კერძო კომპანია დაფუძნდა, რომელიც დრონების მწარმოებელი იქნება.

“ჩვენ დავასრულეთ ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან, რომლის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა. კომპანია “დელტასთან” ერთად კერძო საწარმო დავაფუძნეთ და წლის ბოლომდე დავიწყებთ საფრენი აპარატების გამოშვებას”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩიბურდანიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს – მადლობა პრემიერს და განათლების მინისტრს ამ საუკეთესო ცვლილებებისთვის

ვინც გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმას უსმენდა, ალბათ, ჩვენსავით იტყოდა ერთ სიტყვას - „ვეღირსეთ!“. დიახ, ეს ნამდვილად არის საუკეთესო სიახლე უმაღლესი განათლების სისტემისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.მისი თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს.„ყველა ის საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო საუნივერსიტეტო სფეროში, გათვალისწინებულია ახალ რეფორმაში, თუმცა, შესაძლოა იყოს საკითხები, რომელიც მოითხოვს კიდევ უფრო მეტ დამუშავებას ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. პრემიერის განცხადებით, ეს კომუნიკაცია აუცილებლად შედგება.წარდგენისას ჩანდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეხება რეფორმა, სიღრმისეულად იყო შესწავლილი. საუბარია უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხზე, პროფესორების ანაზღაურებაზე, სწავლების ვადებზე, სამეცნიერო კვლევების ბიუჯეტის გაზრდაზე და მათ ჩართულობაზე დარგობრივი პოლიტიკების შემუშავებისას. ამ საკითხებზე მთავრობის მხრიდან მანამდეც ხდებოდა აპელირება, მაგრამ, საინტერესო იყო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება განათლების რეფორმაში.საქმე ეხება შიდა და გარე მიგრაციას, დემოგრაფიულად აქტიური თაობის გამოდინებას რეგიონებიდან და გადინებას უცხოეთში. ცნობილია, რომ მიგრაციული თაობის დიდი ნაწილი მიგრაციაში რჩება, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. სწორედ ამ უდიდესი პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზები შემოგვთავაზა მთავრობამ. სწავლების ხარისხის გაზრდა და რეგიონული გადანაწილება ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებშიც და ქვეყანაშიც.მაგალითისთვის, მსურს მოვიყვანო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მის კურსდამთავრებულებზე ერთგვარი ნადირობაა გამოცხადებული საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებიდან. ამ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ ნეპოტიზმი და ვინმეს დახმარება, თავად ეძებენ დამსაქმებლები. ეს კი შედეგია იმ მაღალხარისხიანი სწავლებისა, რასაც ეს უნივერსიტეტი იძლევა.როგორი განხილვებიც არ უნდა წარიმართოს უმაღლესი განათლების რეფორმაზე, მჯერა, დემოგრაფიული პოლიტიკის გათვალისწინებას არავინ შეეხება.უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს. მადლობა პრემიერს და განათლების მინისტრს ამ საუკეთესო ცვლილებებისთვის. ველით ასეთივე რევოლუციურ ცვლილებებს სასკოლო განათლების სფეროშიც, რომელიც არის განათლების საძირკველი. სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, ესეც გადაგვიგვარეს და გაგვინადგურეს.არ გავიმეორებ ბანალურ სიტყვებს, რომელიც შეიძლება ვიღაცას ყურს სჭრიდეს. საქართველოს ექნება არა მხოლოდ ევროპული დონის განათლების სისტემა ყველა საფეხურზე, არამედ ქართული, რომელიც მოიცავს ჩვენს საუკუნოვან გამოცდილებას განათლებაში და ასევე მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის სიმძლავრემ 2.3 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

სალომე ზურაბიშვილი – კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება – ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება.„კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! 3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 -ის სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება. ეს ნიშნავს ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას... აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში, შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!“, - წერს ზურაბიშვილი.

მძიმე ავარია კავთისხევის გზაზე – დაღუპულია სამი ადამიანი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და მეცნიერ-მკვლევრები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის საინჟინრო მიმართულებების მეცნიერ-მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს, პროფესორ როჯერ ვ. გონსალესს შეხვდნენ და მასთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროს განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში როჯერ ვ. გონსალესმა, ქართველი კოლეგების უშუალო ჩართულობით, გამართა სემინარი თემაზე - „თანამედროვე გამოწვევები საინჟინრო განათლებაში“.სტუ-ს ცნობით, შეკრებილ საზოგადოებას ამერიკელი მეცნიერი და ექსპერტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა წარუდგინა. თამარ ლომინაძემ როჯერ გონსალესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მიღწევები გააცნო. ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან - მათ შორის: შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკაში FERMILAB-თან - მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ; მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების, მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო კვლევითი პრიორიტეტების შესახებ.სემინარის ფარგლებში სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: საინჟინრო განათლების გლობალური განვითარების მიმართულებები სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობა და თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მათი მოყვანა; საინჟინრო კომპეტენციასთან ერთად ლიდერობისა და პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობა; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების შედარებითი ანალიზი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მაგალითზე.სემინარის დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, პროფესორ როჯერ გონსალესთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ამერიკელი მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს თავიანთი ხედვები გაუზიარეს.ცნობისათვის, როჯერ ვ. გონსალესი (Roger V. Gonzalez - PhD, PE, F.ASME, F.AIMBE) ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) ელ-პასოს ფაკულტეტის წევრი, საინჟინრო ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და საინჟინრო განათლებისა და ლიდერობის დეპარტამენტის პირველი თავმჯდომარეა; არის ბიომედიცინისა და მექანიკური ინჟინერიის ექსპერტი და ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) მოქმედი ექსპერტი; ხელმძღვანელობს მაიკ ლოიას სახელობის ინჟინერიის ენდოუნდ-კათედრას და ინტეგრირებული საინჟინრო ალიანსის (A4IE.org) თავმჯდომარეა. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა აღიარებულია არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი; არის ამერიკის მექანიკური ინჟინერების საზოგადოების (ASME) და ამერიკის სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ინსტიტუტის (AIMBE) ფელოუ; მისი დაფუძნებულია გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია LIMBS International-ი, რომელიც დაბალფასიან პროთეზულ მოწყობილობებს ქმნის და ამით დახმარებას უწევს განვითარებადი ქვეყნების მოწყვლად მოქალაქეებს.

ბოლო სიახლეები