სამშაბათი, მარტი 10, 2026

სახალხო დამცველი – 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი, მოვუწოდებ სახელმწიფოს, გადადგას სისტემური ნაბიჯები ქალთა უფლებების დასაცავად

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით, დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია. აღნიშნულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე.

ამასთანავე, კვლავ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კვლავ ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან თანასწორობის მიღწევის პროცესებში“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.„„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

რა გზავნილს უგზავნის მოჯთაბა ხამენეენის არჩევით ირანი მსოფლიოს-ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი მოჯთაბა ხამენეენი არჩევას ეხმიანებ

,,ერთი არჩევანის გეოპოლიტიკური შედეგებიირანის ახალი უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ხამენეის არჩევა ომის ფონზე, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ზეწოლის პირობებში, არ არის მხოლოდ შიდა მოვლენა. ეს მოვლენა სინამდვილეში მრავალშრიან გზავნილს შეიცავს მსოფლიოსთვის, რეგიონისა და ირანის შიდა საზოგადოებრივი აზრისათვის. ეს მოვლენა, უწინარეს ყოვლისა, არის ირანის ინსტიტუციური უწყვეტობისა და პოლიტიკური ერთიანობის გამოხატულება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ეს ხდება მაშინ, როცა ბევრი გარე დამკვირებელი არასტაბილურობას ან ძალაუფლების ვაკუუმს მოელის. ეს მოვლენა, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს:1) გზავნილი დიდ ძალებს ლიდერობის გადაცემა ასეთ პირობებში აჩვენებს, რომ ირანის პოლიტიკურ სტრუქტურას, მწვავე კრიზისის პირობებშიც კი, შეუძლია გააგრძელოს ქვეყნის მართვა და გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი ვაკუუმის ან რღვევის გარეშე. ეს რეალობა გავლენას ახდენს დიდი და ახალგამოჩენილი ძალების სტრატეგიულ გათვლებზე და, გარკვეული თვალსაზრისით, ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ შეკავებას საერთაშორისო გარემოში.2) გზავნილი რეგიონსა და მეზობლებს სპარსეთის ყურიდან დაწყებული კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჩათვლით, ირანის მეზობლები ამჟამად დგანან ისეთი ქვეყნის წინაშე, რომლის ძალაუფლების სტრუქტურა კვლავ სტაბილური და ეფექტურია. ეს ნიშნავს, რომ ირანი გააგრძელებს აქტიური როლის შესრულებას მის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ხოლო მისი თავდაცვითი და რეგიონული პოლიტიკა გაგრძელდება. ასეთ პირობებში ირანს კვლავ შეუძლია დარჩეს ეფექტურ მოთამაშედ რეგიონული ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში.3) შიდა გზავნილი და ეროვნული რწმენა უსაფრთხოების კრიზისის ფონზე ლიდერობის გადაცემა აჩვენებს, რომ ირანმა არა მხოლოდ ზეწოლასა და დაძაბულობას გაუძლო, არამედ ამ რთულ ვითარებაში ლიდერთა ახალი თაობის აღზრდაც შეუძლია. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს შიდა ნდობისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას და შექმნას კრიზისულ სიტუაციებში ძალაუფლების გადაცემის მართვის მნიშვნელოვანი მოდელი.დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: საერთო ჯამში, ეს მოვლენა არ არის ცვლილება მხოლოდ უზენაესი სულიერი ლიდერის დონეზე; ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ ირანი დარჩება ეფექტურ აქტორად რეგიონულ ბალანსში, ხოლო მომდევნო წლებში მისი როლი ახლო აღმოსავლეთსა და მის სამეზობლოში ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი იქნება''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

დონალდ ტრამპი – ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, ოცჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ, ვიდრე აქამდე

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, გარდა ამისა, ირანის მხრიდან ნავთობის ნაკადის შეჩერების მცდელობის შემთხვევაში, აშშ გაანადგურებს ისეთ სამიზნეებსაც, რომელთა განადგურებაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის ხელახლა, როგორც ერის აღდგენას.„ირანი რამეს თუ გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის ხელახლა, როგორც ერის აღდგენას – სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა მათზე დაისადგურებს – მაგრამ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდება! ეს არის საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩინეთისთვის და ყველა იმ ერისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ჰორმუზის სრუტეს. იმედია, ეს არის ჟესტი, რომელიც სათანადოდ დაფასდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

კაია კალასი – ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული

ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. კალასის თქმით, დიპლომატია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ლიბანი ქაოსში არ ჩაიძიროს. „ჰეზბოლას გადაწყვეტილება, დაესხას თავს ისრაელს ირანის მხარდასაჭერად, საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამავდროულად, ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო. მათი საპასუხო ქმედებები იწვევს მოსახლეობის მასობრივ იძულებით გადაადგილებას და ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს”,- განაცხადა კალასმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული.

გია ხუხაშვილი – ვფიქრობ, საფრთხე რეალურია, შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია

გადაცემაში ხუხაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო პირი.ექსპერტის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისი თქმით, მიმდინარე რეგიონული დაძაბულობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი დამატებით რისკებს ქმნის.„რამდენი ხანია საუბარია, რომ „ალ - მუსტაფას“ უნივერსიტეტში, რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში 3 ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან - რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ „ნაღმებია ჩადებული“, როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!თუკი საქართველოში ასეთი ჯგუფები არსებობდა, ისინი ხომ ფინანსდებოდნენ საიდანღაც. ფინანსდებოდა ზუსტად „რუხი სქემებიდან“. ინფორმაციაც გავრცელდა იმისთან დაკავშირებით, რომ ირანში რეკლამას უკეთებენ: „სანქციების გვერდის ავლა გინდა, ჩამოიტანე საქართველოში, წარმოშობის სერტიფიკატი ქართულზე შეუცვალე და გაიტანე ევროპაში“. ასეთ რეკლამას ტყუილად ხომ არ აკეთებენ? ეს საქმეები დალაგებულია. რა თქმა უნდა, ამ საქმეებს ჰყავთ ქართველი კურატორები, რომლებიც ამაზე ფულს შოულობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია, რადგან ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია ამ ტიპის სქემების დალაგება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს ხალხი ახლდეს ამ გამოძიების პროცესის საბოტირებას. სუს-ი ამას კი არ იძიებს, იმას იძიებს თინა ხიდაშელმა რა ილაპარაკა და რა იცის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ბოლო სიახლეები