ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ფაქტს ეხმაურება .

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის თბილისში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ცალკეული მედიის წარმომადგენლების არ დაშვების ფაქტს.

სახალხო დამცველს სხვადასხვა პერიოდში შეუფასებია, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის პრაქტიკა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა – გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჯორჯია მელონი – ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს, თუ ის არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ...

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღმიშნა მელონიმ.მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ თუ არ გინდა, დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ორჯერ ორი ოთხია, გინდა, მოვიდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია, მწამებლები,...

დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.მისივე თქმით, თუ ადამიანი არ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, გაუგებარია, რატომ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს.„თუ არ ხარ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, რატომ ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს. ორი შედეგი შეიძლება დაიდოს, ყველაფრის გათვალისწინებით, ორ თვეში რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები – ერთი არის ის, რომ ისევ იგებს „ქართული ოცნება“ და მეორე თეორიული ვარიანტია, რომ ეს ოთხი პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში. როცა შენ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვ, თან იმ ეგიდით, რომ არ გინდა „ქართული ოცნება“ დარჩეს, რანაირად არ ხარ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, ეს ხომ მათემატიკაა, ორჯერ ორი ოთხია. თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, ეს ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და ა.შ. რეკეტიორები. ყველაზე მთავარი პრობლემა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საშუალო ამომრჩევლის რა არის, იცის, რომ მკვლელს, მწამებელს, რეკეტიორს, ტელევიზიების მიმტაცებელს და ომის გამჩაღებელს აძლევს ხმას, ეს იცის. სხვათა შორის, როდესაც კომპანიას ვუკვეთავთ ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებს, იქ ტარდება ხოლმე ფოკუს ჯგუფებიც და საოცარი შედეგია, პირველად არ მჯეროდა. როცა მოდიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იციან, მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებიც არ მოსწრებიან, გადმოცემით იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა, ეს ყველაფერი იციან, შეუძლებელია არ იცოდე, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როგორ მიიტაცეს „იმედი“, „რუსთავი 2“ როგორ მიითვისეს, 150 კაცი ქუჩაში რომ მოკლეს, ციხეებში პატიმრებს რომ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ა.შ. 12-ჯერ რომ შემცირდა სიკვდილიანობა ციხეებში, ეს ხომ უნდა იცოდე. ომი რომ გააჩაღეს 2008 წელს და ხელი რომ მოაწერეს ჩვენ დავიწყეთ ომიო, როგორ შეიძლება ეს არ იცოდე და თან პოლიტიკაზე გქონდეს პრეტენზია. ეს ყველაფერი იციან და ამიტომ არ მოდის ის 10 კაციც დისკუსიაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ერთი მარტივი მისია, მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში

არის ერთი მარტივი მისია, რომელიც ევროკავშირმა უნდა შეასრულოს, მათ მხარი უნდა დაუჭირონ დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.„უნგრელებს კვლავ ძალიან მტკიცედ სჯერათ, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად, რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში, ძალიან ქრისტიანული მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვკარგავთ ათასობით სიცოცხლეს ყოველდღიურად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. მეორე, ეკონომიკურადაც, რადგან ომი ძალიან, ძალიან ძვირია“, – განაცხადა ორბანმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის გამო ფასები ყველაფერზეა გაზრდილი და უნგრეთმა დაკარგა ექსპორტის შესაძლებლობა რუსეთში.„ახლა, საბედნიეროდ, გვყავს ლიდერი, ვგულისხმობ, პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ წამოიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც გვჭირდება არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ მას“, – აღნიშნა ორბანმა.ორბანმა ასევე ისაუბრა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე და განაცხადა, რომ ამ ფაქტით მხოლოდ მოხარულია.„მე არ ვესწრებოდი სატელეფონო საუბარს. მე მხოლოდ მიხარია, როდესაც ლიდერები სხდებიან მაგიდასთან, რათა ისაუბრონ მშვიდობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი არ წყვეტს ომზე საუბარს“, – განაცხადა ორბანმა.

რა ერქვათ უძველეს ადამიანებს

როდის გამოჩნდა პირველი სახელი ისტორიაში? ადამიანებმა ერთმანეთის სახელის დარქმევა ასობით ათასი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, როგორ ჟღერდა ეს უძველესი სახელები, რადგან მაშინ არ არსებობდა დამწერლობა. პირადი სახელების პირველი ჩანაწერები მხოლოდ დაახლოებით 5 500 წლის წინ გაჩნდა, როდესაც შუმერებმა მესოპოტამიაში ლურსმული დამწერლობა გამოიგონეს. მათ ერთ-ერთი თიხის ფირფიტაზე, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 100 წლით, დაფიქსირდა ისტორიაში პირველი სახელი.ადამიანის პირველი სახელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველეს თიხის პატარა ტაბლეტზე, რომლის ზომებია სულ რაღაც 8 სანტიმეტრი. მასში აღირიცხება ტიპური საქმიანი გარიგება: ქერის მიყიდვა ლუდსახარშში. ცენტრში არის ქერის ღერო, გვერდით არის შენობა, სავარაუდოდ თავად ლუდსახარში, მარცხნივ კი ჭურჭელი იგივე ქერით, საიდანაც მოგვიანებით ლუდს ამზადებდნენ. ფირფიტაზე ასევე მითითებულია გადატანილი პროდუქტის რაოდენობა და ვადა – 37 თვე, რომელიც დაშიფრულია სპეციალური სიმბოლოების გამოყენებით. მაგრამ ეს არ არის მთავარი.ტაბლეტის ზედა მარცხენა კუთხეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ლურსმული ნიშნები, რომლებიც აღნიშნავს სახელს კუ-შიმ. როგორც ჩანს, ეს ის კაცი იყო, რომელმაც ქერი ლუდსახარშს მიაწოდა. უფრო მეტიც, ეს სახელი გვხვდება 18 სხვა მსგავს ტაბლეტზე, ყველა მათგანი დაკავშირებულია მარცვლეულის შენახვასთან, მოყვანასთან და რეალიზაციასთან. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია: კუშიმი შეიძლება ყოფილიყო არა სახელი, არამედ თანამდებობა, მაგალითად, ბუღალტერი ან თანამდებობის პირი, რომელიც მარცვლეულის ჩანაწერებს აწარმოებდა. სამწუხაროდ, ამის დარწმუნებით დადგენა შეუძლებელია - ლურსმული ნიშნები არ იძლევა საკმარის კონტექსტს. მაგრამ თუ კუშიმი მართლაც სახელი იყო, მაშინ ჩვენ გვაქვს პირველი ჩაწერილი სახელი კაცობრიობის ისტორიაში.რა ერქვა უძველეს ხალხსსახელი კუშიმი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მაგრამ მეცნიერებს კიდევ სამი პრეტენდენტი ჰყავთ ყველაზე უძველესის ტიტულისთვის. დაახლოებით იმავე პერიოდით დათარიღებული ტაბლეტი შუმერულ ქალაქ შურუპაკში აღმოაჩინეს. მასში მოხსენიებულია ორი მონა, ენ-პაპ X და სუკკალგირი, რომელთა პატრონი იყო კაცი თანაბრად უჩვეულო სახელით გალ-სალი. აქ უკვე აღარ არის ეჭვი: ეს სახელებია და არა თანამდებობები ან წოდებები.საინტერესოა, რომ ისტორიაში ყველაზე ადრეული ცნობილი სახელები არ ეკუთვნის მმართველებს ან გმირებს, არამედ უბრალო ადამიანებს: მონებს, მათ მფლობელს და შესაძლოა ბუღალტერს. საინტერესოა ისიც, რომ  უზბეკეთში ჯერ კიდევ გვხვდება გვარი კუშიმი, რაც მოულოდნელ კავშირს ქმნის თანამედროვეობასა და ძველ სამყაროს შორის.

ბოლო სიახლეები