კვირა, მაისი 25, 2025

საქმე გახსნილია! – ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს- ცნობილია დაკავებულის ვინაობა

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ მოკლული კაცის ოჯახის ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სულ ახლახანს დააკავეს ს. წივწივაძე.

დადასტურდა, რომ ს. წივწივაძე ფლობდა წარსულში იმ იარაღს, რომლითაც მოკლეს ლევან ჯანგველაძე. ანუ დადასტურდა ის, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით!

ახლა გამოსაძიებელია, თუ ვის მფლობელობაში გადავიდა ს. წივწივაძის იარაღი და როგორ აღმოჩნდა ის მკვლელის ხელში!!!“, – წერს ადვოკატი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მძიმე ავარია მოსკოვის გამზირზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსკოვის გამზირზე.ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თვითმხილველი წერს:„მანდ ჩავიარე მაგ დროს და ტიპს ჩვილი ბავშვი ეკავა ხელში... ყველა გადარჩა ღმერთს მადლობა და გაიზრეთ ის ფაქტი რომ მანქანაში შეიძლება თოთო ბავშვი იყოს სანამ ჩააჭერთ მაგ აქსელერატორს... რას დაგაზაობთ ქალაქში...“

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა ღამით უკრაინის ოლქებზე მასირებული იერიში მიიტანა რაკეტებითა და დრონებით. ხმელნიცკის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხმელნიცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ტიურინი ავრცელებს.დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მთლიანად დანგრეულია ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. ასევე დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაშავებულებიდან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.ნიკოლაევში დრონით დარტყმა ხუთსართულიან კორპუსზე განხორციელდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. შენობის ორი სართული მთლიანად დაინგრა.კიევის ოლქზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დარტყმებს ნგრევა მოჰყვა კიევის ოლქის ხუთ რაიონში.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჟიტომირის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია სამი ბავშვი. ასევე დაშავებულია 12 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები და სამეურნეო ნაგებობები.უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 298 დრონი და 70 რაკეტა გაუშვა. კერძოდ, საოკუპაციო ძალებმა განოიყენეს „ისკანდერის“ 9 რაკეტა, 56 ფრთოსანი რაკეტა და ოთხი მართვადი საავიაციო რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 45 ფრთოსანი რაკეტა და 139 დრონი ჩამოაგდეს. ორი რაკეტა და 127 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკაციურად დაიკარგა“. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, დარტყმები განხორციელდა 22 ადგილას.

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და კვარაცხელიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით პსჟ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა.„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.პარიზელთა მოგებით გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ საქმეც გააკეთა – მომავალ სეზონში ლიონელები კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

ჩინეთში მოულოდნელად ქართველი ჟურნალისტი ავთო ოთინაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“ დამფუძნებელი ავთანდილ ოთინაშვილი.გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.მათი ცნობით, ავთანდილ ოთინაშვილი იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს.

ვინ არიან ფეხბურთელი, რომლებიც არბიტრმა „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო წითელი ბარათით დასაჯა

„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა – შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.დაძაბული მატჩის მიუხედავად, შეხვედრის მთავარ არბიტრს თამაშის დროს წითელი ბარათი არ გამოუყენებია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.ყრუაშვილმა „დინამო თბილისის“ მხრიდან ხუთი ფეხბურთელი დასაჯა – თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია, ხოლო „ტორპედოდან“ წითელი ბარათები ლეგიონერებმა – ფელიპე პირესმა, ერიკ პიმენტელმა, ჟოუ კამარგომ და კისლე ზიტამ მიიღეს.

ბოლო სიახლეები