კვირა, სექტემბერი 27, 2026

საქართველო-ლიტვის მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ფეხბურთელებმა ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვდებიან.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც დაასრულა თავისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადის შესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვუჩიჩის გადადგომა, რომელიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე ხდება, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია - „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) - ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თბილისში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში, რომლის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მცირემხედველთა შორის, J2 კატეგორიის ფინალში, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი გუნდი 4:2 დაამარცხეს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მედია მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფდა. მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის, 312-მა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

ხანძარი თბილისში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარი იყო.ცეცხლი გიორგი ვენეცკის ქუჩაზე, ერთსართულიანი, ხის კონსტრუქციის სახლს გაუჩნდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში, ხანძარი ლიკვიდირებულია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტუ-ის რექტორი – არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი, არ უნდა დავივიწყოთ დაღუპულები და ვეტერანები, არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი

„თავსმოხვეულმა კონფლიქტმა და აფხაზეთში წარმოებულმა ომმა ქვეყანას უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა - ადამიანური დანაკარგი, განადგურებული ოჯახები, დევნილობა, დაკარგული სახლები, დაობლებული შვილები, ტრავმა, რომელიც თაობებს გადაეცემა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 300 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო. ამ ციფრების მიღმა კი თითოეული ადამიანის სიცოცხლე დგას, ამიტომ ჩვენ არ უნდა შევხედოთ ომს მხოლოდ სტატისტიკის თვალით. ომი არის დედის ცრემლი, შვილის მონატრება, მამის არდაბრუნება, დაცარიელებული სახლი, დაკარგული ბავშვობა და წართმეული მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივგების ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი, ასევე საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.როგორც სტუ-ის რექტორმა განაცხადა, 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, 27 სექტემბერს შეიარაღებულ კონფლიქტს მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი იძულებით გადაადგილება მოჰყვა. ჟიული შარტავა, რომელიც იმ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, და სოხუმის მერი გურამ გაბისკირია სოხუმის დაცემის დროს დაიღუპნენ. ორივეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.„1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავამ, გურამ გაბისკირიამ და მათმა თანამებრძოლებმა სოხუმის დატოვებაზე უარი თქვეს. ისინი ბოლომდე დარჩნენ იმ ადამიანებთან, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული. იმ დღეს ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს. ასევე, მინდა განსაკუთრებული პატივისცემით გავიხსენო ყველა ის გმირი, რომელთა სახელებიც ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილია - გენო ადამია, მამია ალასანია, რაულ ეშბა, ალექსანდრე ბერულავა. მამა ანდრია (ანდრია ყურაშვილი), იური (გიორგი) ანუა და ყველა ის ადამიანი, ვინც აფხაზეთის მიწაზე საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ადამიანური ღირსება და სამშობლო.ბაბუშერას ტრაგედია, გუმისთის ბრძოლები, ტამიშის ბრძოლა, კამანის ტრაგედია და სოხუმის უკანასკნელი დღეები ჩვენი ისტორიის ის ფურცლებია, რომელთა დავიწყების უფლება არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ ომი არ არის რუკაზე გავლებული ფრონტის ხაზი. ომი არის ადამიანის სიცოცხლე. ომი ანგრევს ეკონომიკას, განათლებას, კულტურას, ოჯახებს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი. არ უნდა დავივიწყოთ იქ დაღუპულები. არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი. მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ თაობებს ომის ნაცვლად მშვიდობიანი განვითარების, განათლების, შრომისა და ერთიანობის ქვეყანა დავუტოვოთ.ნათელი და მარადიული ხსოვნა აფხაზეთში დაღუპულ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. ღმერთმა მშვიდობა და კეთილდღეობა მისცეს საქართველოს და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

კახა კალაძე – მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული, აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო

27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის“,- ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.„33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული.ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა – დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი – საკუთარ სახლში დაბრუნების.მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული.ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში. 

ბოლო სიახლეები