პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

საქართველო ბრიტანელთათვის უსაფრთხო დასვენების ადგილად განიხილება – express.co.uk

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის“ იდეის ფარგლებში განიხილავს. ამის შესახებ საუბარია express.co.uk-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი, დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.
„ესპანეთმა და საფრანგეთმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების ხილვა სურთ დამსვენებელთა რანგში მომავალ წელს, ხოლო ბორის ჯონსონი „საჰაერო ხიდის“ იდეას იხილავს უსაფრთხო ქვეყნებში ბრიტანელთა დასვენების მიზნით. ამგვარ ქვეყანათა რიცხვში ახლახან საქართველოც მოხვდა, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მინიმალური მაჩვენებლები გააჩნია და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას მოახერხებს” – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან იქნება მზად.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომლის ქვეყანა ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას იმედოვნებს, აცხადებს, რომ „საჰაერო ხიდები“ უნდა გაიდოს უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც ინფიცირების უმნიშვნელო მაჩვენებელი ფიქსირდება. მის ქვეყანაში 12 ადამიანი დაიღუპა ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 700-ს ასცდა, ამჟამად კი ვირუსისგან თავისუფალია. ბატონი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან იქნება მზად“ – ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს 2019 წელს 9.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რითაც ის ყველაზე სწრაფად მზარდი დანიშნულება გახადა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ადგილობრივი და საერთაშორისო დამსვენებლებისთვის ქვეყანაში უსაფრთხო პირობების შექმნა ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში მთავრობის წარმატებული ძალისხმევის უახლეს ეტაპზე მოიაზრება. ბატონი გახარია ასევე აცხადებს, რომ „საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული ახალი კორონავირუსის პანდემიისადმი ჩვენი ქმედითი რეაგირების გამო. მსოფლიომ შეიძლება საქართველოს შესაძლებლობების ირწმუნოს, რადგან საერთაშორისო მოგზაურთათვის და სტრესის გარეშე დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე დახვდებათ ჩვენთან. მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას, რათა ზრუნვის უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნდეს და იმავდროულად ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილები და არსებობის პირობები იქნეს დაცული“- ციტირებს გამოცემა გიორგი გახარიას განცხადებას.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს „სიხარულით მივიღებთ კვლავ ბრიტანელ ტურისტებს, რათა საქართველოსა და შავი ზღვის სილამაზე იხილონ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში დაისვენონ“. ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა დარგის ამუშავების სამ-ეტაპიანი გეგმა. მთავარი აქცენტი კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული ჯანდაცვის რეგულაციების დაკმაყოფილების გზით უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, რაც სავალდებულოდ აღსასრულებელი იქნება დარგში მომუშავე ყველა სუბიექტისთვის (დაბინავების ობიექტები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და ტურისტული ტრანსპორტი). საერთაშორისო მითითებები დაინერგება ყველა აეროპორტსა და სახმელეთო საზღვარზე, რათა მაქსიმალური უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი ყველა საერთაშორისო მოგზაურისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ამ პროცესის შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან „უსაფრთხო კორიდორების“ შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გასაფორმებლად და დადებითი შედეგების უზრუნველსაყოფად. პროცესში ჩართულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ბაზარზე დაბრუნების სურვილი გამოხატა”- ნათქვამია სტატიაში.

https://www.express.co.uk/travel/articles/1289153/holidays-2020-uk-quarantine-rules-air-bridge?fbclid=IwAR0UFOs8X3Imw11jGJ4RUJIB5guZM0RFdQkqjFOxmoh0CdsPPoS2ASwdpEc

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავიაკატასროფას NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კაროლინაში NASCAR-ის (სერიული ავტომობილებით რბოლის ეროვნული ასოციაცია) მძღოლის კუთვნილი კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის - NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი, დაიღუპა, როდესაც კერძო თვითმფრინავი ჩრდილოეთ კაროლინას აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან ახლოს დაეშვა.ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) იტყობინება, რომ ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.ირედელის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა Daily Mail-ს განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მან ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.ახლო მეგობრის თქმით, ბიფლი საშინელი ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის იყო.ბიფლის სახელზე რეგისტრირებული კომპანია GB Aviation Leasing LLC თვითმფრინავის მფლობელია. გაურკვეველია, იმყოფებოდა თუ არა 55 წლის ბიფლი თვითმფრინავში.სურათებზე ჩანს თვითმფრინავის ცეცხლი, და ცაზე სქელი შავი კვამლი ამოდის.ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) Daily Mail-ს განუცხადა, რომ Cessna C550 დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.

ნიკოლ ფაშინიანი – იმედია, საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები ალტერნატიულ გზებს იპოვიან

იმედია, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ ასე არ მოხდება, მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანი საქონლის ტრანზიტისთვის ალტერნატიულ გზას იპოვიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კითხვები ტარიფებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მოგვარდება.„თუ საკითხი არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები იპოვიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

გთხოვთ გავავრცელოთ-მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი „რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზე…

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება.გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი, ოპერაციის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი. ის მძიმედ არის, რეანიმაციაშია ოპერაციის შემდეგ და მართვით სუნთქვაზეა ბათუმის საავადმყოფოში“, – წერენ სოციალურ ქსელში.

როგორ დაეხმარა წმინდა ნიკოლოზი მოხუც წყვილს… – „ხალხმა დაცინვა დაუწყო, შენს თავს ელაპარაკებიო“

წმინდა ნიკოლოზს არაერთი სასწაული უკავშირდება, მათ შორის, საქართველოშიც.მოხუცი წყვილი და წმინდა ნიკოლოზიერთი კონსტანტინოპოლელი პატიოსანი ხელოსანი წმინდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო გამსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში ის სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელ, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღის მოახლოებისას, მოხუცმა მეუღლეს უთხრა:– ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავადო.– შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი, გავყიდოთ და აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღე, – ურჩია ცოლმა.მოხუცმა ხალიჩა გასაყიდად წაიღო. გზად წმინდა ნიკოლოზი შემოხვდა დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:– საით მიდიხარ, მეგობარო?– ხალიჩა უნდა გავყიდო.– როგორ ყიდი? – ჰკითხა მოხუცმა.– ადრე 8 ოქრო მაინც ეღირებოდა. შენ კი, რაც გინდა, ის მიბოძე, – უთხრა ხელოსანმა.წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო: – შენ რა, საკუთარ თავს ელაპარაკებიო?!– ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა ჩემი ხალიჩა მოხუცმა?არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.ამასობაში წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ცოლთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა: შენს ქმარს დიდი ხანია ვიცნობ. გზაში შემხვდა და მთხოვა, ეს ხალიჩა შენთვის მომეტანა – შემინახოსო უთხრა და ქალს გაშორდა. ხელოსნის ცოლს ეგონა, ქმარს დაენანა ხალიჩის გაყიდვა და შინ დაბრუნებულს უსაყვედურა, წმინდა ნიკოლოზისთვის მიცემული აღთქმა როგორ დაარღვიეო.– ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? – ჰკითხა დაბნეულმა ცოლს. მანაც დაწვრილებით აღუწერა მოხუცი. ხელოსანმა სიხარულით შესძახა, – წმინდა ნიკოლოზს უყიდია ჩემგან ხალიჩაო. ორივემ მუხლმოდრეკით მადლობა შესწირა ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომელიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მის თაყვანისმცემლებს.

„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ლიდერები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდ ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24 ქვეყნის ერთობლივი სესხით, თუმცა გეგმის დამტკიცებას ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით.როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შეთანხმდნენ, გეგმა განხორციელდებოდა იმ პირობით, რომ მათზე ფინანსურად არ იმოქმედებდა.ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირში რუსული აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება 210 მილიარდ ევროს შეადგენს, გაყინული დარჩება ვიდრე მოსკოვი უკრაინას ომის რეპარაციებს არ გადაუხდის. მოსკოვი ოდესმე ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, უკრაინას შეუძლია, ეს თანხა სესხის დასაფარად გამოიყენოს.„ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავი რუსეთისთვის, ეს იყო ჩვენი განზრახვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

ბოლო სიახლეები