საქართველოში მცხოვრები 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია. მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობიდან 900 მოქალაქის ასაკი 10-დან 20 წლამდეა. საქსტატის ცნობით, წერა-კითხვის არმცოდნე მოსახლეობის მესამედი ეთნიკურად არაქართველია.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შედეგად ირკვევა, რომ წერა-კითხვა იცის, მაგრამ დაწყებითი განათლება არ აქვს 104 ათასზე მეტ მოქალაქეს. მოსახლეობის 8%-ს კი მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული.
საქსტატში ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არაა. პირიქით 2002 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ პროცესი გაუმჯობესებულია. წერა-კითხვის უნარებს კი უფრო მეტი მოქალაქე ფლობს.