საქართველოში 2017 წელს ქორწინების რაოდენობა 5,6 პროცენტით შემცირდა, განქორწინებების მაჩვენებელი კი – 7,2 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით, 5.6 პროცენტით იკლო და 23 684-ია. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი დაფიქსირდა.
რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებულთა რაოდენობა 10 222 -ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.
ქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა – 6 984 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები – 1 514 კი, შიდა ქართლში. თბილისი განქორწინებების სტატისტიკითაც ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლში – 651.