ხუთშაბათი, მაისი 21, 2026

საქართველოში 10 222 წყვილი განქორწინდა

საქართველოში 2017 წელს ქორწინების რაოდენობა 5,6 პროცენტით შემცირდა, განქორწინებების მაჩვენებელი კი –  7,2 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით,  5.6 პროცენტით იკლო და 23 684-ია. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი დაფიქსირდა.

რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებულთა რაოდენობა 10 222 -ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.

ქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა  – 6 984 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები  – 1 514 კი, შიდა ქართლში. თბილისი განქორწინებების სტატისტიკითაც ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლში – 651.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ამ თაობისთვის, ვინც წელს დაამთავრა სკოლა, სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი შეუდგებიან საკუთარ პროფესიულ საქმიანობას

ამ თაობის როლი იქნება განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა შედის განვითარების ძალიან საინტერესო ფაზაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ თაობისთვის, ვინც წელს დაამთავრა სკოლა, სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი შეუდგებიან საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.„ამ თაობის როლი იქნება განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა შედის განვითარების ძალიან საინტერესო ფაზაში. რომ გავიხსენო ჩემი სტუდენტობის დრო, იყო 90-იანი წლები, უმძიმესი პერიოდი და მას შემდეგაც ათწლეულების მანძილზე ძალიან რთულად განვითარდა პროცესები, გამოვიარეთ 90-იანი წლები, შემდეგ – 2000-იანი წლები, თავისი ეკონომიკური პრობლემებით, დემოკრატიული უკუსვლით და ა.შ.ვფიქრობ, რომ ამ თაობისთვის, ვინც ახლა აბარებს უნივერსიტეტებში, ვინც წელს დაამთავრა სკოლა, სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი შეუდგებიან საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, დაიწყებენ საკუთარი კარიერის განვითარებას. მთავარია, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, რაც არის უზრუნველყოფილი ბოლო წლების განმავლობაში.ჩვენ ვზრუნავთ ასევე უშუალოდ განათლების სისტემის გაჯანსაღებაზე. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ თაობას არ მოუსწრებს ეს, იმიტომ, რომ ძირითადი შედეგები უნდა დადგეს 3-4 წელიწადში, სწორედ მას შემდეგ, რაც ეს თაობა დაამთავრებს სწავლას უნივერსიტეტში. თუმცა, ვფიქრობ, ამ დროის ინტერვალშიც უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგები იქნება, რითაც ეს სტუდენტები, წლევანდელი კურსდამთავრებულები ისარგებლებენ.რაც მთავარია, ვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ამ ტენდენციების შენარჩუნებით პერსპექტივები იქნება ბევრად უფრო ფართო ამ თაობისთვის 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, ვიდრე შეიძლებოდა, ეს სხვაგვარი განვითარების პირობებში ყოფილიყო.რაც მთავარია, ყველა უნდა იყოს მოტივირებული იმისათვის, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საკუთარი ქვეყნისთვის და სწორედ საკუთარ ქვეყანას მოახმაროს ის ცოდნა, რომელსაც მიიღებს. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე – კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც

კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმუlი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და სჭარბობს ემოციები.„ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც, იმიტომ, რომ სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სჭარბობს ხოლმე ემოციები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისთვის ვერ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ. შეუძლებელია, ბავშვის მშობელი გაამტყუნო თუნდაც ჭარბი ემოციებისთვის, როდესაც საუბრობენ ასეთ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რაციონალური მსჯელობის გაგრძელება ამ საკითხზე. ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელიც მთავრობამ კონკრეტული ფორმით გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 30 მილიონი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ისეთ რამეში, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ იოლი გამოსავალი ენახა მთავრობას, არ მიეღო ზედმეტი პიარული ტვირთი საკუთარ თავზე, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადასახადის გადამხდელს დაუჯდა 30 მილიონი ლარი. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იქნეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიღებული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჯანსაღი დისკუსია ამ თემაზე.ჩვენ მზად ვართ საპატრიარქოსთანაც მსჯელობისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო იქნება სრულად ჩართული დისკუსიებში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ მიღებული იქნეს რაციონალური გადაწყვეტილება. მე ასევე საზოგადოებას ვთხოვდი, რომ მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს ამ საკითხს. მარტივი მესიჯია, რომ ბავშვს უნდა წამალი და მივცეთ წამალი. როგორც კი კითხვა დავუსვი კონკრეტულ ადამიანს, იცით თუ არა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი იწვევს განკურნებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, ეტლში ჩაჯდომის გადავადებას და ა.შ., არცერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, იქნებ მართლა ვცდებით, იქნებ არ ვცდებით, მაგრამ როდესაც მოქალაქე გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ მანამდე ჩაუღრმავდნენ თითოეულ დეტალს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული დისკუსიის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ ყველამ ერთად რაციონალური გადაწყვეტილებები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისგან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი და სადაც ჭარბი ემოციებიც კი შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ, მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკო უილიამსი ახლო მეგობარია, ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა – გავი

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ გავის გამორჩეული ფლანგის შემტევების შედარება სთხოვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი ბლიც-ინტერვიუ „მუნდო დეპორტივოსში“ გამოყვეყნდა.თუცა, საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების ქართველ შემტევზე წინ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა.– ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ლუის დიასი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?– ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ასე რომ კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?– ჰმ… კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი საოცარია, კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.– კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ დეზირე დუე?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?– დემბელე.– დემბელე თუ ლამინ იამალი?– ვერ ვარჩევ – ორივეს.

რა ხდება ამ წუთებში საპატრიარქოს ეზოში, სადაც ავტომობილი შევარდა

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.„თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა“.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

ბექა ძამაშვილი: იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები

იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან.„იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები და აღნიშნა, რომ ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას და მიზანშეწონილიცაა, რომ ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, რადგან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების დაცვა. კონკრეტულ შემთხვევაში აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც მიმართულია სხვისი შეურაცხყოფისკენ, დამცირებასა და აგრესიის გამოხატვისკენ, უნდა იყოს შეზღუდული. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“, - აღნიშნა ძამაშვილმა.სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის - 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.

ბოლო სიახლეები