ორშაბათი, თებერვალი 17, 2025

საქართველოში შობადობა, წინა წელთან შედარებით, 5,6%-ით შემცირდა

2017 წელს საქართველოში ბუნებრივი მატება, წინა წელთან შედარებით, 5,6 პროცენტით შემცირდა. ბუნებრივი მატების 5 471-ით შემცირების შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. ამის შესახებ on.ge წერს.

ბუნებრივი მატება ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის სხვაობაა. გასულ წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5,8 პროცენტით

შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა.

ასევე 2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 53 293-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8%-ით შემცირდა.

გასულ წელს 512 ერთ წლამდე ჩვილი გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია, ვიგრძენით, რომ უკვე არის სიტუაცია, საქართველოშიც ვეძიოთ სამართალი. აი, ეს იყო მთავარი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ...

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა და განიხილა რა იყო მთავარი მიზანი პროკურატურაში ამ სარჩელის შეტანის. „მას შემდეგ, რაც მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე აღიარა და თქვა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფონდები, როგორიც არის USAID -ი, NED-ი და EED - ი, აფინანსებდნენ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების გადატრიალებებს და იღებდნენ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში, ვიგრძენით, რომ უკვე არის იმის სიტუაცია, საქართველოშიც ვეძიოთ სამართალი. აი, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი პროკურატურაში. ოპოზიციური ძალები ფაქტობრივად იყენებდნენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც თავიანთ ყულაბას. თქვენ იცით, რომ კანონით აკრძალულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკის დაფინანსება გარე ძალების მიერ, ამიტომ ისინი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, როგორც თავის ყულაბას და ამ ორგანიზაციის დაფინანსების ხარჯზე ხდებოდა ასეთი მიტინგების ორგანიზება. ასევე, მაგალითად პოლიტიკურმა პარტია „დროამ“ შექმნა ზუსტად იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, რომელიც ქვეყნის გარედან იღებდა დაფინანსებას და ამ დაფინანსებას ის ახმარდა პირდაპირ რევოლუციურ სცენარებს, ანუ ქვეყნის ხელისუფლების გადატრიალების სცენარს. მთავარი არის, რომ ჩვენ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ შენობაში ჩატარდა ჩხრეკა, იქიდან ამოიღეს ის პიროტექნიკა, რომელიც გამოყენებული იყო მიტინგებზე და მანიფესტაციებზე პოლიციელების წინააღმდეგ ცეცხლის გაჩენის მიზნით, პარლამენტის შენობის ოთახების გადაწვის მიზნით. თქვენ იცით რომ 47-მდე ოთახი დამწვარია პარლამენტის შენობაში“, - განაცხადა ნანა კაკბაძემ.

ცნობილი ქართველი ტიკ ტოკერის ოჯახს თავს დაესხნენ

ტიკტოკში ცნობილ მრავალშვილიან წყვილს მარიამ მამარდაშვილსა და გიორგი შუკაკიძეს უცნობი პირები სახლთან მიუცვივდნენ და საცხოვრებელს ქვები დაუშინეს, ამის შესახებ ცოლ-ქმარი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. „ხუთბავშვიან ოჯახს წუხელ, ღამის ორის ნახევარზე, თავს დაგვესხნენ. სახლს ქვები ესროლეს და დააზიანეს გარე ფასადი. ჩემს მოსაკლავად იყვნენ მოსული —სამი ბიჭი. გადამეკიდნენ, რადგან დიდი აუდიტორია მყავს და ხალხი გვეხმარება,“ - ამბობს შუკაკიძე. ვრცლად ↓

ანა დოლიძე – ქვეყანა მიშვებულია, ავტოპილოტზეა

საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა - ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მისი თქმით, „ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა“. "საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა. რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ადამიანმა ოჯახები ამ დროს. ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს. ბიძინას სისტემა აკეთებს ამას. კორუფცია და სიხარბე, რომ არაფერი საჯარო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს, 10-15 ოჯახის კუჭის უსაფრთხოების გარდა. ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა. დანარჩენი ავტოპილოტზეა. ამას ეწირება ყველაფერი, ბავშვებიც" , - წერს ანა დოლიძე.  

დიმიტრი ხვთისიაშვილი: რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა?ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო...

„ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო ძმაო! რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა? რას გვერჩოდი? რატომ დაგვაბერე ასე უცებ?“-წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

მარკო რუბიო – მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ

მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიბიეს ნიუსთან“ განაცხადა. რუბიოს თქმით, პუტინმა გამოხატა მშვიდობისადმი ინტერესი ტრამპთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის და ბრძოლის დასასრულებლად, რუბიომ განაცხადა, რომ ზარს უნდა მოჰყვეს ქმედება. „ერთი სატელეფონო ზარი ვერ გადაწყვეტს ისეთ კომპლექსურ ომს, როგორიც ესაა, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი არის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ამ პროცესის დაწყება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რუბიომ განაცხადა, რომ ნახავენ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში. „მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი არ არის ერთი შეხვედრის საქმე. ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს რთულია, კომპლექსურია, ომი სისხლიანი იყო, ძვირი დაჯდა. ასე რომ, არ იქნება ადვილი ასეთი კონფლიქტის დასრულება და არიან სხვა მხარეებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები ამის შესახებ“, – ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ბოლო სიახლეები