საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პროგრამის ბენეფიციარები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში სწავლობენ და ისწავლინ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამის დახმარებით, დაფინანსებას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის უცხოელი სტუდენტები.
პროგრამა ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.