შაბათი, იანვარი 18, 2025

საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქმნება

ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევძლებთ რადიოაქტიური ნარჩენების სწორ და მდგრად მართვას. მოგეხსენებათ, მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია, რაც ამ თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ საკითხის კომპლექსურობას, არსებულ გამოწვევებს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და დონორების მხარდაჭერით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოსთვის ძალიან დროული პროექტია. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მოხარული ვარ, რომ აღნიშნული მიმართულებითაც გვიწევს თანამშრომლობა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლის, ლარს ვან დასენის განცხადებით, ამ პროექტის მიზანია საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების ერთად თავმოყრა და მათი უსაფრთხოების კონტროლი.

პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტსაც 1 200 000 ევრო შედგენს დაგეგმილია სიტუაციური ანალიზი, რადიაციული ნარჩენების საცავის მშენებლობის პროექტირება და მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მდგრად მართვას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

VIDEO: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი -კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა, ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს

საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კატარელი ბიზნესმენი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. გარდა ამისა, იგი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტში ევროპის საკლუბო ასოციაციის წარმომადგენელი იყო.„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია, ფანტასტიკურად ნიჭიერი, ამავე დროს, მამაცი მოთამაშეა, რომელიც გუნდისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ხვიჩას დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა, ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად თავის ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ გუნდი ასეთი მოთამაშით გავაძლიერეთ და განვაგრძობთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბებას“.  

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ბოლო სიახლეები