კვირა, ოქტომბერი 4, 2026

საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა. მისი მიზანი  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სხვა მფლობელების უფლებების, შემსრულებლების, ქართველი ავტორებისა და ფონოგრამის მწარმოებლების უფლებების დაცვაა. ორგანიზაციის მართვას სათავეში უდგას და-ძმა: ალექსანდრე და თამარ გვარიშვილები. აღსანიშნავია, რომ მათი ოჯახის მეგობრების წრეში ძალიან ბევრი ხელოვანია. სწორედ მათი სათანადო დაფასება გახდა და-ძმის მიერ ასოციაციის შექმნის ინსპირაცია. 

ასოციაციის ამჟამინდელი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიის – „Rozum-b2b” ფლეიერის დანერგვა. მასში ჩატვირთულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ნაწარმოებები, რომლებზეც ექსკლუზიური უფლება ისეთი ცნობილი ხმისჩამწერი ბრენდებისგან აქვთ, როგორებიცაა: Sony და Warner Music. ეს მოწყობილობა გასართობი სივრცეების მუსიკალურად გაფორმებისთვის გამოიყენება და ამავდროულად აღრიცხავს მსოფლიოს რომელ ნაწილში, რა დროს რა მუსიკა უკრავს. ერთი სიტყვით, ფლეიერი საშუალებას იძლევა, მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირება და შემოქმედი ადამიანის შრომის სათანადოდ, ობიექტურად და მაქსიმალურად სწრაფად ანაზღაურება. ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად კი იქმნება ვებ პლატფორმა Rozum.ge.

პლატფორმისა და ზოგადად მოწყობილობის შესახებ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი გაგვესაუბრა:

“Rozum.ge-ზე დარეგისტრირება შეეძლებათ ფლეიერის მომხმარებლებსა და ნაწარმოებების ავტორებს. მომხმარებელის დარეგისტრირებისას, მან უნდა აირჩიოს, სად უნდა დაუკრას ფლეიერმა – რესტორანში, კაფეში, სპორტული დარბაზსა თუ სხვა ნებისმიერ ადგილას.. ვებგვერდზე შესული ადამიანი ნახავს სპეციალურად შექმნილ ფლეილისტებს. ასევე, მას თავად შეუძლია, გააკეთოს ფლეილისტი. შესაძლებელია ასევე ერთ თვიანი ფლეილისტის გაკეთებაც, შემდეგ კი მასში მუსიკის ცვლა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

რაც შეეხება ავტორს, მას ექნება თავისი კაბინეტი და იქ დეტალურად დაინახავს, რომელ ქვეყანაში რომელ ობიექტზე როდის გაიჟღერებს მისი ნაწარმოები. აღირიცხება ამ ნაწარმოების გაჟღერების სიხშირეც და შემდეგ გამოყოფილი ფული ავტომატურად დაირიცხება მის ანგარიშზე.”

M: კონკრეტულად, როგორ ნაწილდება თანხა?

კომპანიას მიაქვს თავისი პროცენტი, დანარჩენი კი 4-ად ნაწილდება: სიმღერის ავტორი, ტექსტის ავტორი, შემსრულებელი და არანჟირება. მათ თვეში ერთხელ შეუძლიათ დაგროვილი თანხის გამოტანა.

როგორც ალექსანდრე გვარიშვილი ამბობს, ფლეიერის საქართველოში შემოტანას 2 ფაქტი უძღოდა წინ: პირველ რიგში, ხედავდა თავისი შემოქმედებითი სამეგობროდან, მსგავს პროდუქტზე რამხელა მოთხოვნილება იყო. და რომ დღესდღეობით საავტორო უფლებები მკაცრად არ კონტროლდება. ქვეყანაში არ არის დანერგილი მუსიკის კანონიერად გამოყენების კულტურა. გარდა ამისა, მან გაიცნო ის ადამიანები, რომელთაც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც სურდათ ამ ინოვაციის დანერგვა, შემდეგ კი – ალექსანდრე გვარიშვილი ამ იდეის განმახორციელებელი აღმოჩნდა.

“ჩვენ შევთავაზეთ ამ ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში უკვე არსებულ ასოციაციას, თუმცა, წინააღმდეგობას წავაწყდით. ჩემი შემოქმედებითი სამეგობროდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება. უარის შემდეგ გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა ასოციაცია. მისი შექმნიდან მალევე ავტორთა დიდი ნაწილი შემოგვიერთდა და მათი რიცხვი დღითი-დღე უფრო იზრდება.”

გარდა იმისა, რომ ფლეიერით მასში ჩატვირთული სიმღერების პირდაპირი გაჟღერება შეიძლება, მას ასევე აქვს ინტელექტუალური საკუთრების ამომცნობი ფუნქციაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც გასართობ სივრცეში ლაივ-შესრულება იქნება, იგი ამ მუსიკას ამოიცნობს. ე.ი იმოქმედებს ისევე, როგორც შაზამი.

M: გარდა იმისა, რომ ფლეიერის მეშვეობით კონკრეტული ავტორების შრომა დაფასდება, კიდევ რა მხრივაა იგი სასარგებლო ამ ხალხისთვის?

კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ სასტუმროში სპეციფიკური მუსიკა უკრავს. ეს პროგრამა აძლევს იმის საშუალებას ჩვენს ავტორს, მიხვდეს ზუსტად, როგორ მუსიკას მოიხმარს თუნდაც კონკრეტულად სასტუმრო ევროპასა ან აზიაში, ნებისმიერ ადგილას.. შემდეგ შექმნას მსგავსი მუსიკა და გაყიდოს. იმავენაირად იყიდება იქ ქართული მუსიკა, როგორც ადგილობრივი, რადგანაც ყველა მუსიკა ერთ ტექნოლოგიაშია თავმოყრილი. ამდენად, უფრო მარტივად დაინახავს, მის საკუთარ მუსიკაზე რა მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, სამიზნე ადგილებში კონცერტებიც შეიძლება გამართოს. ერთი სიტყვით, აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით იგი უფრო მობილიზებული იქნება. და თუკი აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სცოდნოდათ, რომელ ქვეყანაში აინტერესებთ მათი შემოქმედება, ახლა ყველაფერ ამის კონტროლი ტელეფონითაც კი შეიძლება.

M: როგორ ფიქრობთ, მომავალში როგორი განვითარება ექნება აღნიშნულ ინოვაციას?

უკვე ვამჩნევთ კარგ გამოხმაურებას როგორც ავტორების, ისე რესტორნების მხრიდან – მათ აკმაყოფილებთ არსებული შეთავაზება, ვფიქრობთ, რომ ეს მოწყობილობა ძალიან პერსპექტიულია და ჩვენს ქვეყანაში დადებით შედეგს გამოიღებს.

M: და ბოლოს, ზოგადად რომ შევეხოთ, რა ეტაპზეა დღეს ასოციაციის საქმიანობა?

ასოციაციის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნა rozum-ი. გარდა ამისა, შეიქმნა კიდევ ერთი ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც სულ მალე ამოქმედდება. გავაკეთეთ კულტურის განვითარების ფონდიც, რომელიც დამწყებ ხელოვანებს დაეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში (გამოფენის გაკეთება, ალბომის გამოშვება, პირველი წიგნის გამოცემა..). შევქმენით ვებ პლატფორმა Allart.ge, რომელიც როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ხელოვნებას მიმოიხილავს. ასევე, ვგეგმავთ, მხოლოდ კულტურის განხრით ტელევიზიის გაკეთებასაც. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ ბიზნესი იყოს, არამედ, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ქართულ კულტურას

marketer.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მომსვლელებს უკვე ახალი საფლავი დახვდათ – უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია” – როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის საფ­ლა­ვი სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში თუ აქამ­დე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით­ვე ახ­ლდე­ბო­და, ამ­ჟა­მად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. საფ­ლა­ვი შე­იც­ვა­ლა და და­უ­ახ­ლოვ­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, რა­საც ის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე მი­ი­ღებს.  

ქალმა ყოფილ შეყვარებულს დააჯერა, რომ მასთან ორი შვილი გაუჩნდა და 40 000 დოლარი გამოსძალა, თუმცა გაირკვა, რომ ბავშვები სინამდვილეში არ არსებობდნენ

ქალ­მა ყო­ფილ პარტნი­ორს და­ა­ჯე­რა, რომ მას­თან ორი შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­დნენ. ქალი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­მა­კაცს ორ­სუ­ლო­ბი­სა და ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ატყუ­ებ­და, უგ­ზავ­ნი­და ფო­ტო­ებ­სა და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ამის გამო მის­გან თან­ხა­საც იღებ­და. მო­სა­მარ­თლემ მომ­ხდარს "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვა და "მო­ტყუ­ე­ბის დახ­ვე­წი­ლი კამ­პა­ნია“ უწო­და. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო­ში ჯო­ნის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ორი შვი­ლი ჰყავ­და. 2022 წლის ბო­ლოს მის­მა მა­შინ­დელ­მა პარტნი­ორ­მა, ჯე­ინ­მა უთხრა, რომ ორ­სუ­ლად იყო. ჯონს სჯე­რო­და, რომ მალე მამა გახ­დე­ბო­და და ქალს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და. სა­სა­მარ­თლომ მო­ის­მი­ნა, რომ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ჯე­ინს და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ფუნ­ტი (და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 დო­ლა­რი) გა­და­უ­ხა­და. ამ პე­რი­ოდ­ში მა­მა­კა­ცი ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­საც იღებ­და. 2023 წლის მა­ის­ში, "პირ­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე" ცოტა ხნით ადრე, ჯე­ინ­მა პო­ლი­ცი­ას და­უ­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჯონ­მა მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ ქალ­მა ჯო­ნის მა­მი­ნაც­ვალს მის­წე­რა და უთხრა, რომ ბავ­შვი და­ი­ბა­და და ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბიც გა­უგ­ზავ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჯო­ნის დე­დას შუ­ა­ღა­მი­სას ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა ის­მო­და. ამის შემ­დეგ ჯე­ინ­მა ჯონს უთხრა, რომ კვლავ ორ­სუ­ლად იყო და მე­ო­რე ბავ­შვს 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ა­ჩენ­და. თუმ­ცა, მშო­ბი­ა­რო­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღამ­დე წყვი­ლი და­შორ­და და აღარ შე­რი­გე­ბუ­ლა. მო­სა­მარ­თლემ სა­ბო­ლო­ოდ და­ას­კვნა, რომ ბავ­შვე­ბის რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. მისი თქმით, ჯონი "მუდ­მი­ვი და დახ­ვე­წი­ლი მო­ტყუ­ე­ბის კამ­პა­ნი­ის“ მსხვერ­პლი გახ­და, რო­მელ­მაც მხო­ლოდ მას­ზე კი არა, მის დე­და­სა და ახლო მე­გო­ბარ­ზეც იმოქ­მე­და. მო­სა­მარ­თლემ ქა­ლის საქ­ცი­ე­ლის ზუს­ტი მო­ტი­ვი ვერ და­ად­გი­ნა. თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი შე­საძ­ლო მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. მან ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხა, რომ ქა­ლის ქცე­ვა­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­საც გარ­კვე­უ­ლი როლი ეთა­მა­შა.

ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო… – ეკა კუპატაძემ საქმიდან ახალ დეტალებზე ისაუბრა

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქმიდან რამდენიმე ახალ დეტალზე ისაუბრა.„იცით, რომ ერთი მესიჯიც არ არის, სადაც ვინმე წუხდეს რომ გიგა მკვდარია. იცით რას ამბობს ანასტასია ბერუაშვილი? ვერ დაველოდები მე ალექსანდრე რიკაძეს, ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო. თავის თავს დარდობს. ნია იმნაძემ დამტოვა მარტო და ახლა იყოს მარტო თავადაცო. თავის თავს დარდობენ“ - ამბობს გადაცემაში ეკა კუპატაძე.

გიორგი კალანდარიშვილი – ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა

არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც კალნადარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკო-ში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით.დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე. მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით: ახმეტის საარჩევნო ოლქში ლევან ითიურიძე („ქართული ოცნება“) ლიდერობს 115 ხმა (100%); დმანისში ვაჟა ნონიაშვილმა („ძლიერი საქართველო – ლელო“) 2 ხმა მიიღო (1.504%), ირაკლი სარსევანიძემ („ქართული ოცნება“) 131 ხმა (98.496%); წალკაში ზაზა შანთაძე („ძლიერი საქართველო-ლელო“) – 14 ხმა (3.263%); ნანული ხინიკაძემ („ქართული ოცნება”) – 415 ხმა (96.737%); ვანის საარჩევნო ოლქში ბექა კოპალაძემ („ძლიერი საქართველო-ლელო“) 57 ხმა (12.838%) მიიღო, ვაჟა ხელაძემ („ქართული ოცნება“) – 387 ხმა (87.162%).

ირაკლი კობახიძე – მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით

მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ერის ერთიანობას და გახლეჩვას, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს, ჩართული იყოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში, საკუთარი ქმედებები, მოქმედებები ააგოს სიმართლეზე. შეიძლება, არსებობდეს ცდუნება პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანებში, თქვან ტყუილი იმისათვის, რომ უკეთესად დააჯერონ საზოგადოება რაღაცაში, შეიძლება, ასეთი რამე სცადონ. მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი ვრცელდება და ეს უამრავი ტყუილი, სიცრუე, რასაც გამუდმებით თესავენ, სწორედ ეს არის ის, რაც იწვევს საზოგადოების გახლეჩვას. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათწუთიან ვიდეომიმართვას, რომელიც მან ჩაწერა მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რასაც ჰყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, რას უკეთებენ სლოვაკეთს და სლოვაკურ საზოგადოებას გარე ძალები, როგორ ახვევენ თავს სიძულვილს და ა.შ, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში.რაც შეეხება საზოგადოების გახლეჩვას, აქ მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები