შაბათი, აპრილი 12, 2025

საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს – დავით ქართველიშვილი

გრძელდება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მთავარ დაუსწრებელ გმირებად სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ჩვენს უახლოეს ისტორიაში იმ შავ ლაქად ქცეული პერიოდის კრებსითი სახეები, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ჯალათების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ლაქიები და მათი სისხლიანი ფინანსური პირამიდის ტექნიკური შემქმნელები არიან.

„ფსიქოლოგიაში ხშირად გვხვდება იმის მაგალითები, თუ როგორ ითვისებენ შინაური ცხოველები (განსაკუთრებით − ძაღლები და კატები) საკუთარი პატრონების თვისებებს, ტემპერამენტს, გარეგნულ ნიშნებს (გადატანითი მნიშვნელობით). არსებობს ასეთი „ავატარული“ მიდრეკილება ნივთებთანაც, მაგალითად ავტომობილთან, სახლთან თუ სამუშაო მაგიდასთან. ახასიათებთ ასეთი მიმსგავსებითი ტენდენცია პირად მცველებს, ქვეშევრდომებს − პოლიტიკოსებთან, თავის ხელმძღვანელებთან: ისინი ხშირად საუბრით და ქცევითი მანერითაც ჰბაძავენ მათ.

გრძელდება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მთავარ დაუსწრებელ გმირებად სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ჩვენს უახლოეს ისტორიაში იმ შავ ლაქად ქცეული პერიოდის კრებსითი სახეები. თავისი პოლიტიკური ჯალათების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ლაქიები, მათი სისხლიანი ფინანსური პირამიდის ტექნიკური შემქმნელები და „გამპრავებლები“. მაგრამ ამ მონურ მორჩილებაშიც ისინი არ არიან „ავთენტურები“ − კომისიური მოსმენების დროს ხშირად გვიწევდა მსოფლიოს ასევე უახლოეს ისტორიასთან მეხსიერებითი დაბრუნება და საკუთარი თავის „დეჟა-ვუში“ გამოჭერა: რომ ოდესღაც ვიღაც ზუსტად ასე ემსახურებოდა რომელიღაც დიქტატორულ და ფაშისტურ რეჟიმს.

ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დროს ასევე არსებობდნენ ბანკირები, ფინანსისტები და მრეწველები, რომლებიც არა მხოლოდ უჭერდნენ მხარს ნაცისტურ რეჟიმს, არამედ აქტიურად იღებდნენ სარგებელს მისი კრიმინალური პოლიტიკიდან − მათ შორის ებრაელების ქონების ჩამორთმევიდან („არიზაციიდან“), იძულებითი შრომის გამოყენებიდან, სამხედრო შეკვეთებიდან, რეპრესიებიდან და საკონცენტრაციო ბანაკებიდანაც კი.

გავიხსენოთ მათი პერსონები, საქმიანობა და მსხვერპლნი მათი:

ჰიალმარ შახტი (Hjalmar Schacht). თანამდებობა: რაიხსბანკის პრეზიდენტი (1933-1939), ეკონომიკის მინისტრი (1934-1937). შახტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1930-იანი წლების გერმანიის ეკონომიკურ აღმავლობაში და შეიარაღების დაფინანსებაში. მან შექმნა რეჟიმის გამდიდრების სპეციალური სქემა, ე.წ. MEFO-ს ვექსელების ფარული დაფინანსების სისტემა. ის თითქოს არ იყო ერთგული ნაცისტი, მაგრამ აქტიურად თანამშრომლობდა ჰიტლერთან. მისი საქმიანობის კრიმინალური შედეგები: შახტის ფინანსურმა პოლიტიკამ განამტკიცა რეჟიმი, რომელმაც დაიწყო ომი და ჰოლოკოსტი. მართალია, ნიურნბერგის პროცესზე ის გამართლდა, თუმცა მისი როლი ნაცისტურ გერმანიაში საკვანძო იყო.

ფრიც ტისენი (Fritz Thyssen) − უმსხვილესი მრეწველი, ფოლადის იმპერიის Thyssen AG ხელმძღვანელი. აქტიურად აფინანსებდა ნაცისტებს 1930-იან წლებში. 1933 წელს მოაწერა ხელი ცნობილ „მრეწველთა წერილს“, რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ ჰიტლერის კანცლერად დანიშვნას. მისი კომპანია იყენებდა სამხედრო ტყვეთა იძულებით შრომას, მონაწილეობას იღებდა და სარგებლობდა ებრაელების ქონების ჩამორთმევის პროცესებში.

ემილ კრუპი და კომპანია Krupp − იარაღის მაგნატი, უმსხვილესი სამხედრო საწარმოს მმართველი. აწარმოებდა იარაღს, ტანკებსა და არტილერიას. ათასობით სამხედრო ტყვესა და მუშახელს იძულებით იყენებდა თავის უამრავ საწარმოში. აქტიურად მონაწილეობდა ებრაელთა ქონების ექსპროპრიაციაში და მასზე აფუძნებდა თავის ფინანსურ პირამიდას. ნიურნბერგის პროცესზე ემილ კრუპი გასამართლებულ იქნა.

სამრეწველო მაგნატი IG Farben − ქიმიური გიგანტი, „ციკლონ ბ“-ის მწარმოებელი (გაზი, რომელიც გამოიყენებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში), ამარაგებდა ნაცისტურ არმიას, მონაწილეობდა ებრაელთა ქონების ექსპროპრიაციაში. ააგო თავისი ქარხნები საკონცენტრაციო ბანაკ „აუშვიცის“ მახლობლად და იყენებდა იძულებით შრომას − ათიათასობით სამხედრო ტყვე გარდაიცვალა მძიმე შრომითა და არაადამიანური ექსპერიმენტებით. ნიურნბერგის პროცესზე IG Farben-ის ხელმძღვანელები გასამართლებულ იქნენ.

Deutsche Bank, Dresdner Bank და სხვა ბანკები მონაწილეობდნენ ებრაული კომპანიების იძულებით გაყიდვაში, აფინანსებდნენ კომპანიებს, რომლებიც იყენებდნენ სამხედრო ტყვეების იძულებით შრომას. Deutsche Bank-მა მაგალითად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა IG Farben-ის მონაწილეობაში ე.წ. „არიზაციის” პროცესების დროს.

ასე რომ, სააკაშვილის ჯიბის ბანკირებს რაიმე განსაკუთრებული განსხვავება თავისი გერმანელი ფაშისტ-კოლეგებისგან ნამდვილად არ გააჩნიათ. არ იყო „არიზაციის“, სამაგიეროდ იყო „ნაციზაციის“ პროცესები და ასობით-ათასობით გაუბედურებული ჩვენი ბიზნესმენი და მათი ოჯახის წევრი. ერთ რამეშიც გვინდა დავინახოთ მსგავსება − 80 წლის წინ გერმანიაში აღდგენილ სამართლიანობასთან. ამისთვის კი საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, “ნაცების” მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს –...

მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, "ნაცების" მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, მართლმსაჯულება საკადრის ადგილს მიუჩენს საქართველოს გმირებს უკან უბინძურესი სპეკულაციებით ამოფარებულ არაკაცებს."მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, "ნაცების" მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ასეც იქნება, პარლამენტარები მეტ ნაცგარეწარს ამხელენ, ხოლო მართლმსაჯულება საკადრის ადგილს მიუჩენს საქართველოს გმირებს უკან უბინძურესი სპეკულაციებით ამოფარებულ არაკაცებს. აგენტოკრატიის მიერ მხარდაჭერილი უსამშობლო ავაზაკების თავისუფალ სივრცეში ყოფნის დრო იწურება და მათი ტრაგიკომიკური კონვულსიები ამით აიხსნება", - წერს გია აბაშიძე.

შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. - ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს.პოლიციამ შ.ყ. ბათუმში, ხოლო მ.ზ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს დატოვების მცდელობისას დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა მცდელობა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე ახალ არჩევნებზე ისაუბროს-გიორგი ბუტიკაშვილი

"ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა მცდელობა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე ახალ არჩევნებზე ისაუბროს", - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ეუთოს წევრი 37 ქვეყნის განცხადებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ამხელს.მისი შეფასებით, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სანქციებით ცდილობს "ოცნება" დიალოგის მაგიდასთან მიიყვანონ.ეს განცხადება ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში იმის გამო, რომ  გერმანელმა ელჩმა წაიკითხა, რომლის ტექსტიც შეთანხმებული იყო 37 დანარჩენ სახელმწიფოსთან. ბრიტანეთის მთავრობასაც გადაზიარებული ჰქონდა. ანუ, ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესებში არის ჩართული, რასაც სანქციები ჰქვია არის ძალიან აქტიური და ცდილობს, რომ "ქართული ოცნება", როგორმე დიალოგის მაგიდასთან მიიყვანოს და დანიშნონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ანუ, ყველა მათი მცდელობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების არის მიმართული ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე იქნებ შეძლოს და ისაუბროს ახალ არჩევნებზე", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

პაატა მანჯგალაძე – ვეუბნები „ქართულ ოცნებას”: დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ...

ვეუბნები „ქართულ ოცნებას": დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა, რუსული პროექტია.„გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა! და მართლა მაინტერესებს, რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, დღეს კი „ქოცები“ ახორციელებენ.უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი, მაგრამ ეს არ გამოვა, ეს ყველაფერი დროებითია. მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!ვეუბნები „ქართულ ოცნებას", დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები! გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები