ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 460 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 398 081 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 370 565, გარდაიცვალა 5 656 პაციენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი

უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისაუბრა.​მერცის თქმით, რუსეთთან თავდაცვით ომში უკრაინა „იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“.„უკრაინა ევროპის ნაწილია. შორეულ პერსპექტივაში ის ევროკავშირის ნაწილიც გახდება“, — განაცხადა მერცმა.​კანცლერის შეფასებით, 2022 წლიდან უკრაინამ რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინ მან უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის იდეა წამოაყენა.ამ წინადადების მიხედვით, უკრაინა რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს სხდომებსა და მინისტრთა საბჭოების შეხვედრებში,  ეყოლება წარმომადგენელი ევროკომისიაში, თუმცა პორტფელისა და ხმის უფლების გარეშე, უკრაინელი დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის განხილვებში, თუმცა ხმის უფლების გარეშე.„ჩვენ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთავდით ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა მკაცრად რეფორმების კრიტერიუმებისა და წესების დაცვით. ეს სურთ უკრაინის მოქალაქეებს, ეს სურს ევროპას და სწორედ ამიტომ ამ გზას ერთად გავივლით“ ,- განაცხადა მერცმა.მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმი მერცის ეს ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის შეთავაზება უსამართლოა.გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული  ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, რუსეთი, ევროპა და აშშ.„ჩვენი მიზანი უკრაინისთვის კვლავაც სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობაა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებსაც გაითვალისწინებს. სწორედ ამისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს არის სიმართლე. ამას ვაკეთებთ დღეს და გავაკეთებთ ხვალაც, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“,- განაცხადა მერცმა.მისივე თქმით, „ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი უკრაინისთვის უკვე დამტკიცებულია“.„ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე. უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და ვიწყებთ მუშაობას სანქციების 21-ე პაკეტზე“, – თქვა მერცმა.​„ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს. ამავე დროს, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომ რუსეთის ეს აგრესიული ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროპის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შედეგად იქნება შესაძლებელი. სხვა გზა არ არსებობს“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცოლ-ქმარი – მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ დააკავა

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ დააკავა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.სტამბოლის პოლიციამ ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, ცოლ-ქმარი ბერენ საათი და ქენან დოღულუ, მსახიობი ენის არიქანი, მომღერალი ბერდან მარდინი და მუსიკოსი ოზან დოღულუ დააკავა.ცნობილი პირების დაკავების ოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ჩაატარა.მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები დაკითხვისთვის სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მანამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.ცნობისთვის, გასულ თვეში სტამბოლის პროკურატურამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ათეულობით ცნობილი პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ შორის იყო ცნობილი თურქი მსახიობი სერენაი სარიქაიაც. ორდერის გაცემისას სარიქაია თურქეთში არ იმყოფებოდა. მსახიობმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განყოფილებაში ჩვენება მისცა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. სარიქაიას ანალიზებში ნარკოტიკების კვალი არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მსახიობი გაათავისუფლეს.

თინა ბოკუჩავა – რა ხანია, ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, მივესალმები სააკაშვილის მზაობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს პროცესი დაიწყოს

დავასრულეთ ვიზიტი ლონდონში, სადაც შევხვდით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს. ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს და დავაბრუნებთ მას მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, თინა ბოკუჩავა პარტიის განახლებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.„რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განაცხადს „ნაციონალური მოძრაობის“ გახსნის, განახლებისა და რეფორმირების შესახებ, რა ხანია, ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ. მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება საქართველოს!“ – წერს თინა ბოკუჩავა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ზვიად შალამბერიძე – ევროკავშირს ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი, რომ შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ, ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ, ვფიქრობ, მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება

ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილიც შეიტანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.შალამბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება.„პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებაზე თუ გადადის, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები უკვე დაუწესდათ და ეს პასუხია. ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს? – ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანია. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე თუ ვსაუბრობთ, ერთგვარად, ამ გადმოსახედით თითქოს დაისაჯა, მაგრამ ამაში დასჯას ვერ ვხედავ. ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი სამსახურებრივად თუ გვიწევს, რა თქმა უნდა, ვიზას ვიღებთ, ვიზას გვიკეთებენ. აქედან გამომდინარე, შეფერხების გარეშე მივდივართ. ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯების გადადგმა მოხდა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილიც შეიტანეს. ვფიქრობ, საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება და უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავალთ, ვიდრე დღეს ვისმენთ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ანა წითლიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას

„ნაციონალურ მოძრაობას“ გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რა არის ერთობის ფასი რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.„ალიანსთან დაკავშირებით მე რა სათქმელიც მქონდა, ყველაფერი ვთქვი. რაც შეეხება „ალიანსში“ ვრჩებით თუ არ ვრჩებით, ჩვენ გაცხადებული პოზიცია გვაქვს, ვართ „ალიანსში“ და ჯერჯერობით არ ვაპირებთ არსად წასვლას, ვაგრძელებთ მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთობის მომხრე, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ საკითხში „ნაციონალური მოძრაობა“ არის მყარი და ყოველთვის ასე იქნება. ამ პრტიამ ზუსტად იცის, რა არის ერთობის ფასი რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ბოლო სიახლეები