ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიაში, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გადის, ფინეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.

რამაზ სვანაძის გუნდის პირველი მეტოქეც ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ფინეთმა თამაში უკეთ დაიწყო და 24-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ლუკა ჰურულაინენის გოლით დაწინაურდა.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. 34-ე წუთზე ირაკლი ეგოიანისა და ლაშა ოდიშარიას გათამაშებული კონტრშეტევის დაგვირგვინებას გაბრიელ სიგუა ცდილობდა, მაგრამ მცველმა ბურთი ჩაჭრა და მდგომარეობა განმუხტა. ეფექტური ინდივიდუალური ქმედებით ანგარიშის გათანაბრებას საბა მამაცაშვილიც შეეცადა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმში რამაზ სვანაძემ შემადგენლობა შეცვალა და შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ტყუპი ძმები – ოთარ და გიზი მამაგეიშვილები, ასევე გიორგი აბუაშვილი შეუშვა. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გაამართლა და თამაშის სურათი სწრაფად  შეიცვალა.

50-ე წუთზე ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, საბა ხვადაგიანმა ანგარიში გაათანაბრა. ექვს წუთში კი მეკარე ბურთს თანაგუნდელს აწვდიდა, გადაცემა გიზი მამაგეიშვილმა ჩაჭრა და ბურთი კარში გაუშვა. 60-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია, მას კალე ვალიუსი შეეხო და ანგარიში 3:1 გახდა.

მალე ფინელთა მხრიდან თავი შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშემ გამოიჩინა – კონტრშეტევაზე იუჰო ტალვიტიენმა მცველი ჩამოიშორა, დარტყმაც უმარტივესად შეასრულა და სხვაობა შეამცირა. თუმცა 88-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და საბოლოო ანგარიში – 4:2 დააფიქსირა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და ამით მოსამზადებელ შეკრებას დაასრულებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს

კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.კრემლში აცხადებენ, რომ დაწესებულია „ენერგოსისტემაზე დროებითი მორატორიუმი“, რომლის დაცვაც როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოეთხოვება.შეთანხმებული სიის მიხედვით, მორატორიუმი ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე: ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები; ნავთობ და გაზსადენები; საცავები; მათ შორის სატუმბი სადგურები; ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა – ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები;  ატომური ელექტროსადგურები; ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.როგორც რუსული მხარე აცხადებს, „დროებითი მორატორიუმი“ 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს.„ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს თავისუფლად მისი შესრულების ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მგრძნობიარე დღეებს გავდივართ, არ დავუშვებთ პროვოკაციებს, წაქეზებას, არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც საკუთარი სიბინძურის დასაფარად ახალგაზრდობის უკან იმალებიან

ჩვენ გავდივართ ძალიან მგრძნობიარე დღეებს, სადაც აუცილებელია მოთმინებით, სიმშვიდით და გონივრულად მოქმედება. ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, არ დავუშვებთ წაქეზებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციების მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.„არასოდეს არ წავალთ გზებზე, რომელთაც შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდობის უკან იმალებიან, რათა დაფარონ საკუთარი სიბინძურე“, – აღნიშნა ერდოღანმა.პარალელურად, სტამბოლში ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა, გრძელდება. სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა .ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.

დონალდ ტრამპმა ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა.ტრამპის თქმით, არჩერს არასამართლიანად მოექცნენ და ის „დაზარალდა“.„ბევრმა მთხოვა ამის გაკეთება, ვფიქრობ, მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ. გადავხედე, შევისწავლე ჩანაწერები და ის იყო დანაშაულის მსხვერპლი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დევონ არჩერი ფინანსურ თაღლითობის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2022 წელს დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიესაჯა.2023 წელს იგი კონგრესის მოსმენებზე მოწმის სახით გამოიძახეს, სადაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ჰანტერ ბაიდენი არაერთხელ ქმნიდა შთაბეჭდილებას ბიზნესპარტნიორებზე, რომ მას ჰქონდა საქმიანი კავშირი მამასთან, ვიდრე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ოფიციალურად ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს რაიმე კავშირი ჰქონდა ვაჟის საქმიანობასთან.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება მას მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

ახალგაზრდა ქალს, თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკიGE04BG0000000594641293  მიმღები - ცირა მუსელიანითიბისი ბანკიGE47TB7413345068100038 მიმღები - თეონა მუსელიანი

ბოლო სიახლეები