პარასკევი, მარტი 6, 2026

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოსნია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო.

ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ნინო ბუხრიკიძემ, შეტევა კი გოლით კესო მეტონიძემ დააგვირგვინა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეებიდან უელსმა ლიეტუვა 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში 29 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 2 დეკემბერს – ლიეტუვას. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა

მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება. უმძიმესი მდგომარეობაა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გული შესტკივა უკრაინელ ხალხზე, თუმცა მისი უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვაა.„რა თქმა უნდა, ჩვენ გული შეგვტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ, პირველ რიგში, ვფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველო, ქვეყნის სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ინტერესი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანაში არ გვქონდეს ის ვითარება და მდგომარეობა, რაც დღეს უკრაინაშია, რისკენაც მოგვიწოდებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვავალდებულებდნენ, გვემუქრებოდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო და მივერთებოდით სანქციებს. ჩვენი სწორი პოლიტიკით, პრაგმატული ხედვით და გადადგმული ნაბიჯებით შევინარჩუნეთ მშვიდობა და დავიცავით ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი შარაშიძე – ქალბატონი სალომე სხვის ღალატზე ვიდრე საუბრობს, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბროს, ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია შეაფასებს

ღალატია ის, როდესაც ხალხს 64-ივე მუნიციპალიტეტში წარმომადგენლის გარეშე დატოვებ, ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები და ხალხს მოუწოდებ, არჩევნებზე არ მივიდნენ, რუსთაველზე მივიდნენ, სადაც მშვიდობიანი დამხობაა დაანონსებული და ამაზე პასუხისმგებლობას არ აიღებ. შემდეგ კი, საერთოდ არ ხსნი, რატომ მოიქეცი ასე, ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე „ოცნებას“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია კარგად შეაფასებს.„ვიდრე ჩვენს ღალატზე ისაუბრებს ქალბატონ სალომეს გადაეცით, რომ სწორედ ეს არის ღალატი. ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია კარგად შეაფასებს. ჩვენ ყოველ დღე პარლამენტში „ოცნების“ წინააღმდეგ მწვავე ოპინირებას ვეწევით. ეს არის პოლიტიკური პროცესი. არავინ არავის დაჰპირებია, რომ 12 მანდატით „ოცნების“ უმრავლესობის 89 დეპუტატს დავძლევდით. ოპოზიციიდან პარლამენტში 61 დეპუტატიც რომ ყოფილიყო, სამწუხაროდ, ეს მაინც ვერ მოხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი გაცილებით აქტიური იქნებოდა. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გასაკეთებელს 12 ადამიანი ვაკეთებთ. სხვის ღალატზე ვიდრე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბრონ, მათ შორის იმაზე, რა შედეგი დააყენეს ამ ქვეყანაში 4 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებსა და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში 140 დაშავებული გადაიყვანეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 140 დაშავებული გადაიყვანეს.მათივე ცნობით, საავადმყოფოებში მყოფთა შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 19-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 114-ის  – დამაკმაყოფილებელი.როგორც ისრაელის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ოთხ ადამიანს შფოთვის გამო – მკურნალობა, ორს კი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ან ამჟამად უტარდება.საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან საავადმყოფოებში სულ 1 619 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო. მათგან 87 ამჟამად საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მკურნალობა ჩაუტარდათ და გაწერეს. ამჟამად საავადმყოფოში მყოფი ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ორი მათგანი სარაკეტო დარტყმების შედეგად პირდაპირ არ დაშავებულა.

კახა კალაძე – ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი

ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, სადაც ის ევროკავშირში უკრაინის უფრო სწრაფად გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს.კალაძის თქმით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან, მსოფლიოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე.„ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო. ვიღაცები ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. ევროპა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, როგორი დაძაბულობაა. მოვისმინეთ განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდანაც. ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვრცელდება ვიდეო, როგორ ლოცულობს ტრამპი ამერიკელი სამხედროებისთვის რელიგიურ ლიდერებთან ერთად

ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ტრამპმა ამერიკელი პასტორები ოვალურ კაბინეტში სალოცავად მიიწვია. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება.„ვლოცულობ შენი მადლისა და მფარველობისთვის ჩვენი ჯარისკაცებისა და ყველა იმ მამაკაცისა თუ ქალისათვის, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ჩვენ უბრალოდ ვლოცულობთ, რომ კვლავაც მისცე ჩვენს პრეზიდენტს ის ძალა, რომელიც მას ჩვენი ერის წინამძღოლობისთვის სჭირდება, რათა კვლავ გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი ღვთის წინაშე“, - ამ სიტყვებით ლოცულობს პასტორი ოვალურ კაბინეტში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად.

ბოლო სიახლეები