ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

პოლონეთის ქალაქ გროდზისკში გამართულ ტურნირზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას ანგარიშით 69:12 მოუგეს, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.

ფინალში ზედიზედ მეოთხედ საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც წინა სამი ფინალი წააგო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა ფინალი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში ძლიერი მეტოქესთან ანგარიშით 5:3 დაწინაურდა.

ფრანგებმა მეორე ნახევარში მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მატჩის მიწურულს ლაშა ლომიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა – 8:3.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – საქართველომ პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. 2015-ში 57:0 წავაგეთ ფრანგებთან, 2016-ში 42:0, შარშან კი –  36:1

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებაზე, დედამიწაზე კი არა კოსმოსშიც გაუშვებდა „ჩაკრულოსთან“ – ცოტნე ანანიძე

ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში გაუშვებდა, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ. მისივე განცხადებით, მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში. „ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში გაუშვებდა იმიტომ, რომ პრაქტიკულად საქართველოზე იყო მთელი ადმინისტრაცია გადმორთული ამ თვალსაზრისით. ამიტომ, მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში დღეს, აქვე, რომ პირველ რიგში, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია გაღიზიანებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით, რადგან ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას

ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომლებსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ უკვირს ოპოზიციის დუმილი, რადგან მათ უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა. „მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი აბსოლუტურად არ მიკვირს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ბევრი ფაქტორი კომპლექსურად უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით, მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ მაღალი დონე შევინარჩუნოთ

ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე ვიზიტორებისთვის. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მინდა, კონკრეტულად მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის. ბევრი ფაქტორია, ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას. ბევრი ფაქტორი ერთად, კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით. მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი

სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, კორუფციის უფრო მეტად შემცირება არის ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა. „რაც შეეხება კორუფციის მეტად შემცირებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რაზეც არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არა მარტო მისაუბრია, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის თებერვლიდან დღემდე. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კონკრეტული ზომები იქნა მიღებული, რათა შემცირებულიყო ქვეყანაში კორუფციის დონე და კორუფციასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. სადაც არის პოლიტიკური ნება, იქ შედეგი არის მიღწევადი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთის ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ალიევი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო ოთხ წელიწადში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო გაუარესდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ცვლილებები ევროპაშიც მოსალოდნელია. „გვახსოვს დრო, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო შეერთებული შტატების სათავეში და მაშინ ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომის გამო კი ისინი უკიდურესად გაუარესდა. პრეზიდენტთან ჩვენი წინა მუშაობის გამოცდილება ძალიან დადებითი იყო. ველით, რომ ის ოთხი წელი რომელსაც ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევ, ისტორიას ჩაბარდება, და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ევროპელ ლიდერებს შორის ბევრი გაურკვევლობაა. მიზეზი მარტივია, ყველამ ვიცით როგორ ეპყრობოდნენ დონალდ ტრამპს როდესაც ის პრეზიდენტი არ იყო, ყველამ ვიცით ვის უჭერდა მხარს მათი უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებისას, და თუ ჩვენ ეს ვიცით, პრეზიდენტი ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობს“, - თქვა ალიევმა.

ბოლო სიახლეები