პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, CERN/IPPOG და ATLAS კოლაბორაციის მონაწილეობით, ვორკშოფი – „PMBC-2023“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „PMBC-2023“ გაიხსნა. ვორკშოფში სტუ-ის
ბირთვული ინჟინერიის ცენტრისა და მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის –
CERN/IPPOG და ATLAS ექსპერიმენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ
ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საინჟინრო
განხრით, წარმატებული კოლაბორაცია აკავშირებს ბირთვული კვლევების ევროპულ
ორგანიზაციასთან (CERN). ამჟამად, ამ მიმართულებით ორი მსხვილი კოლაბორაცია –
CERN-IPPOG (International Particle Physics Outreach Group) და TAI (Technical Associate Institute)
ATLAS ექსპერიმენტთან ერთად მიმდინარეობს. IPPOG აერთიანებს – 39, ხოლო ATLAS – 42
ქვეყნის უნივერსიტეტებს. კოლაბორაცია ასეთ მსხვილ სამეცნიერო პარტნიორებთან
გულისხმობს მათთან გაერთიანებულ საუნივერსიტეტო ჯგუფებთან ერთად საერთო
სამუშაო პაკეტების შესრულებას. PMBC ვორკშოფის მიზანია, პროექტებში მონაწილე
საუნივერსიტეტო ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე წარიმართოს დისკუსიები საერთო
სამუშაო პაკეტების ირგვლივ, შეფასდეს მათი სამუშაო სტატუსი, განხილულ იქნას
პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები და დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები.
„PMBC-2023“-ის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ატლასის კომპიუტინგის
კოორდინატორი, პროფესორი დარიო ბარბერისი და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის
ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი. საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტს „PMBC-2023“-ის ფარგლებში ეწვივნენ: ეირიკ გრამსტადი –
ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი
ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი; შონ რო – დოქტორი, ცერნის სინიორ-ფიზიკოსი, CERN-
ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი; დარენ
პრაისი – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის
დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; დილია მარია პორტილო ქუინტერო –
ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; ოლეგ
სოლოვიანოვი – CERN-ATLAS სინიორ-ფიზიკოსი, პროფესორი, ATLAS-ის კალორიმეტრების
სპოკსპერსონი. ჰანს-პიტერ ბექი – ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის
ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG
კოლაბორაციის დამფუძნებელი; პედრო აბრუ – ლისაბონის უნივერსიტეტის
პროფესორი, CERN-IPPOG კოლაბორაციის სპოკსპერსონი, პორტუგალიის ფიზიკოსთა
ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ის ფიზიკოსი.

სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოფის ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ
გასიტაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტებში
მონაწილეობს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი. თუმცა, ვორკშოფის მიზანია, ასევე
მოხდეს სხვა ჯგუფების იდენტიფიცირება როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე მის
გარეთ და განხორციელდეს მათი პოტენციური ჩართულობა ამ მაღალი პრესტიჟის მქონე
სამეცნიერო კოლაბორაციაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ორ
უმსხვილეს კოლაბორაციასთან. რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა დაიწყო
კოგნიტურ პროგრამული აპლიკაციების უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავება,
რომლის ბაზაზე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)
მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნა. ეს არის საქართველოს
მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების
სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.  აღსანიშნავია, რომ ორმხრივი
გადაწყვეტილება  2021 წელს მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის
IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და
პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს
ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება, ხოლო მათ
ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან
დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში ვრცელდება. ეს არის
ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრების დიდი წარმატება. ვორკშოფი მეცნიერული
დატვირთვის გარდა, შემაჯამებელ ხასიათს ატარებს. კოლაბორაციულ პროექტებში
მონაწილე ცერნის პარტნიორები, ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ სტატუსი
როგორ მიმდინარეობს პროექტები. შეხვდნენ უშუალო შემსრულებლებს, ბირთვული
ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა,
სადაც პარტნიორები შეაფსებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაწეულ
სამუშაოს. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში
ზურაბ გასიტაშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, „PMBC-2023“
მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც სტუ-ის აკადემიური პერსონალის გარდა
ჩართულნი არიან დოქტორანტურის სტუდენტები.
„კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
პარტნიორები ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ პროექტების მიმდინარეობა.
ჩვენი სტუდენტები,
ორი კოლაბორაციის პირველი პირებიდან გაიგებენ რა სახის სამეცნიერო-კვლევითი
სამუშაოები მიმდინარეობს CERN-ში, რა არის ყველაზე თანამედროვე საინფორმაციო

ტექნოლოგიების კუთხით, ეს მათ მისცემს საშუალებას დაფიქრდნენ კარიერაზე,
რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ, სად შეიძლება ყველაზე კარგად
გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს სტუ-ში. ისინი პირისპირ შეხვდებიან იმ
ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ მათი სამეცნიერო
ხელმძღვანელები, ან მათთან ერთად იმუშაონ, იმ კვლევით თემატიკებზე, რასაც დღეს
ამუშავებენ. ამდენად, ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ
მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოფი „PMBC-2023“ ოთხ დღეს გასტანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილის მიერ დედამისისთვის ერთ ლარად გადაცემული ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების საკითხს სჭირდება ახსნა-განმარტება

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედამისს ტექნიკური უნივერსიეტეტის შენობები, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, კომისიაზე დასმული საკითხები ახსნა-განმარტებას საჭიროებს.„ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო. მან ამომწურავად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედამისს ტექნიკური უნივერსიეტეტის შენობები. ბუნებრივია, რექტორი აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დასმული ეს საკითხები ახსნა-განმარტებას საჭიროებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო მა­შინ შე­იც­ვა­ლა, როცა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ, სამი დე­პუ­ტა­ტის შვი­ლი ვერ მოხ­ვდა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში-გიგი უგუ­ლა­ვა

,,რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო მა­შინ შე­იც­ვა­ლა, როცა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ, სამი დე­პუ­ტა­ტის შვი­ლი ვერ მოხ­ვდა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - ეს თა­ო­ბა ებ­რძვის დღეს საბ­ჭო­უ­რი ცე­ხა­ვი­კე­ბის, „გუ­ჩებ­ში“ გა­მოწ­კე­პილ, კო­ჭებ­გად­მოყ­რილ შთა­მო­მავ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს

ირაკლი კობახიძე – ვეტერანების დაფასება, მათი უნიკალური გამოცდილების გამოყენება ქვეყნის წინსვლისთვის, მათი სოციალური დაცვა, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.„განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომელთაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის.ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს – ვეტერანთა შვილებს – სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარია სტენერგარდი – საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ შეძლოს მოსახლეობამ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ზე ეუთო-ს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის პოსტს აზიარებს.მარია სტენერგარდი იზიარებს ელინა ვალტონენის პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.„მნიშვნელოვანი შეხსენება ჩემი კოლეგა ელინა ვალტონენისგან. საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისმა მოსახლეობამ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა შეძლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ღია დებატებისა და თავისუფალი პრესის გზით. შვედეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე – ჩვენთვის მთავარია, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩმა პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას

პიტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად ხელს უწყობს საზოგადბის გახლეჩის მცდელობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის განმარტებით, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩის მოვალეობაა, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციებისადმი პატივისცემა და პროტოკოლით განსაზღვრული წესების დაცვა.„პეტერ ფიშერის საქმიანობას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ის დიპლომატიური სამსახურის გარდა, ყველაფერს აკეთებს. არის მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფებისა  და ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობას, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისებას. კარგია, რომ გერმანიაშიც დაისვა კითხვები მასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, სხვადასხვა მისიაში მყოფებმა, ამ შემთხვევაში ელჩებმა, პატივი სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, კონსტიტუციას. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, რაც არის პროტოკოლით გაწერილი, შეასრულონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები