ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიება – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო-ინტელექტუალური ღონისძიება – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა, რომლის მიზანი მკვლევარ ქალთა როლის, მიღწევებისა და ინოვაციური იდეების წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული-კვლევითი ქსელების გაძლიერებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებამ გააერთიანა გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევითი შედეგები და სამეცნიერო ხედვები წარმოადგინეს.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე მეცნიერმა ქალებმა, რომელთა შორის ახალგაზრდა მკვლევრებიც არიან, იმსჯელეს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გამოტანილ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებასა და კვლევაში, დიდი მონაცემების ანალიზი, კოგნიტური სერვისების განვითარება, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება და რისკების მართვა, სტოქასტური მოდელირება, განახლებადი ენერგიების როლი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ასევე გ ანიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები.

„დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში. ჩვენი დიდი სურვილია „ქალის ხმა მეცნიერებაში“ იქცეს ერთგვარ საუნივერსიტეტო პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თაობის მკვლევარ ქალებს, დააინტერესებს სტუდენტებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო იდეების გაცვლა-გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას და ახალგაზრდა მეცნიერთათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უშუალოდ მოისმინონ გამოცდილ მეცნიერეთა აზრი და ხედვები, რაც მათ მნიშვნელოვან მოტივაციას მისცემს. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრებით ხელს შევუწყობთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციური იდეები სამომავლო რეალურ კვლევით პროექტებად ჩამოყალიბდება“, – ამბობს ლილი პეტრიაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-ინტელექტუალურ ღონისძიებაზე – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ირინა ხომერიკი, თემით – „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ISTC – 30 წლიანი გამოცდილება, უსაფრთხოება, მდგრადობა“; თამარ ბერბერაშვილი, თემით – „გზა ევროპული კოლაბორაციისკენ“; მზია კიკნაძე, თემით – „სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება“; ლილი პეტრიაშვილი, თემით – „სტოქასტურ მოდელირებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მრავალსენსორული სისტემა (DSS) პროგნოზირებასა და მართვაში“; ნონა ოთხოზორია, თემით – „ინფორმაციული სისტემების რისკების ანალიზის და კონტროლის მეთოდების კვლევა ISO/IEC 17025 -ით აკრედიტებულ ლაბორატორიებში“; ნინო თოფურია, თემით – „კოგნიტური სერვისები და ხელოვნური ინტელექტი ფერმერის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის დაპროექტებისთვის“; მარიამ ჩხაიძე, თემით – „AI-ის გამოყენება განათლების მეცნიერებების კვლევებში: ინკლუზიური პერსპექტივა“. ასოცოცირებული პროფესორები: მარიამ ბერიაშვილი, თემით – „აქსიომები, მოდელები და ღია კითხვები“; ლოლიტა ბეჟანიშვილი, თემით – „დიდი მონაცემები და მათი განვითარების პერსპექტივები“; თამარ იაშვილი, თემით – „გზა მეცნიერებაში“; მარეხ მაზანაშვილი – „სამეცნიერო ხედვა, ინოვაცია, აკადემიური მიღწევები“; მკვლევარი მარიკა მოდებაძე, თემით – „განახლებადი ენერგიების როლი ციფრულ ეპოქაში“; დოქტორანტი ანა ფალავანდიშვილი, თემით – „საერთაშორისო ურთიერთობების მოძიების გზები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“ და მაგისტრი თამარ ზარდიაშვილი, თემით – „ნეიროინფორმაციის მიმღები და მამოძრავებელი ეგზო-ჩონჩხი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 10 დამნაღმველი გემი, წინ კიდევ ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ათი დამნაღმველი გემი გაანადგურა.„სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრია“, – წერს ტრამპი.

„სიენენი“ – ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში

ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ „ვიწრო წერტილში“, რომელიც ნედლი ნავთობის დაახლოებით ერთ მეხუთედს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, დანაღმვა მასშტაბური არ ყოფილა, ბოლო დღეებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა.„სიენენის“ ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საკმარის შესაძლებლობებს ფლობს, წყლებში ასობით ნაღმისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ნავების განსათავსებლად.„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად აკონტროლებს სრუტეს ირანის საზღვაო ფლოტთან ერთად, მანამდე დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს თავს დაესხმებოდა და არხი ომის დაწყების დღიდან ფაქტობრივად დაკეტილია.

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში – რაც შეეხება სამხედროების შესვლას, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს

პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.“როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების პოზიციაშია, ის არ ამბობს, რომ ირანული რეჟიმი თავად გამოვა და იტყვის ამას. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანის საფრთხეებს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი.შემიძლია ცარიელი მუქარა გავაჟღერო, მაგრამ თუ ქმედებებით არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარაა.ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდესაც აღარ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ და პირდაპირ საფრთხეს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისადმი”, - განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ირანში ამერიკელი სამხედროების შესვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპი ამ ვარიანტს არ გამორიცხავს.“რაც შეეხება სამხედროების შესვლას, პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე. ბრძნულად, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც ჩვენი მთავარსარდალი”, - განაცხადა ლევიტმა.

ცოტნე კობერიძე – ადამიანებს სიტყვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს, უბრალოდ, ამის იქით სხვა...

ზიანის პრინციპის დადგენა ძალიან რთულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვაზე და გამოხატვაზე, რადგან გარდა გამომხატველისა, მნიშვნელოვანია, ვისაც ის მიემართება, რას აღიქვამს შენი სიტყვიდან, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, „არის თუ არა მისთვის მისაღები გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ფორმით და სიძულვილის ენა შესაძლებელია თუ არა, გამოყენებული იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.შეკითხვაზე, „რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაგალითად, ადამიანისთვის მონის დაძახება“, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ეს სასამართლოში დამტკიცდა.„მე პირადად, ბიძინას მონა დავუძახე ღარიბაშვილს, ბათუმში, რამდენიმე წლის წინ და სასამართლომ გამამართლა. ანუ, სიტყვის თავისუფლების სტანდარტში ეს ჯდებოდა. ახლა რაღაცები შეიცვალა კანონში ცვლილების მიღმაც, მაგრამ აქ ყველაფერი მაინც ხელისუფლების ნებაზეა, იმ დროს რა როგორ უნდა. მკაფიოდ ამოვდივარ მაინც ზიანის პრინციპზე, რომ სადღაც კონკრეტული შემთხვევა მოხდა და შემდეგ ამით შეგიძლია, ახსნა, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდო. ისე, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდა შეუძლებელი კონცეპტია.დღეს მეც რომ შემეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ვთქვათ, უზრდელი სიტყვების თქმა, ხვალ მოვიდე გადაცემაში და ჩემი ოპონენტი, რომელსაც შეიძლება, ვერ ვიტანდე, ვაქო, იხაროს შენმა გამზრდელმა, იხაროს დედაშენმა, რა მაგარი კაცი ხარ-თქო, ხომ ყველა მიხვდება, რომ ჩემში სხვა მოტივია ჩადებული და სხვა რაღაც ხდება?“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.შეკითხვაზე, „ვინ ადგენს და როგორ დგინდება ზიანის მასშტაბი“, – ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ როცა არსებობს სასამართლო და ენდობი, ის ადგენს, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შენმა ნათქვამმა გამოიწვია თუ არა ზიანი.ცოტნე კობერიძის განცხადებით, მეტროში ჩასვლისას ვიღაც ადამიანმა მას ქვეყნის გამყიდველი უწოდა.„ქვეყნის გამყიდველი დამიძახა მეტროში. ვფიქრობდი, ასეთი რა გავყიდე ეს ქვეყანა-თქო? მეტი საშუალება არ მაქვს, მაგრამ იმ ადამიანის პოზიცია იყო. შეიძლება, ჩემზე მეტად ვერავინ იხეიროს, ასეთი კანონი რომ არსებობდეს, მაგრამ რა ვუთხარი იმ პოლიტიკოსს, რომელიც მაგ შიშის გამო სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. არ მინდა, ვინმეს კანონის შიშის გამო მოვწონდე, ვუყვარდე, ასე გამოხატავდეს და სულ სხვანაირად ცხოვრობდეს. ეგ იყო საბჭოთა კავშირში, როცა ორნაირი მორალი არსებობს, ერთი საგარეო მორალი, კინო, თეატრი, რაშიც იმყოფები და მეორე იმის მიღმა რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ იმის მიღმა ერთმანეთისადმი სიძულვილი არსებობს. ნანახი გვაქვს პლაკატები პოლიტიკოსების, სისხლიანი ბანერები არსებობს, მთელი თბილისი იყო ასე და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყველაზე კარგი პოლიციელი ამ შემთხვევაში არის საკუთარი სინდისის ხმა. საკუთარი სინდისის ხმა არის პოლიცია, რომელიც ყველგან დაგყვება. შენ იმ ხმის თუ არ გჯერა და ასეთი კულტურა ჩვენ არ გვაქვს, რომ საკუთარი სინდისის ხმა გვაკავებს, ეს პოლიციელი გავხადოთ სახელმწიფო – მივიღებთ ბევრად ცუდ შედეგებს. უბრალოდ, ვერც შედეგს ვერ მივიღებთ და ეს ბერკეტი გამოყენებული იქნება მაშინ, როცა ვიღაც შენ არ მოგეწონება“, – განაცხადა კობერიძემ.მისივე თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის ადამიანებს ბოლო საუკუნეში არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში.„სამწუხაროდ, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ძალიან პოპულარული ხდება, რადგან ბევრი ადამიანია „ფეისბუქით“ ნაწყენი. უბრალოდ, ამის იქით კიდევ უფრო სხვა პრობლემები გამოჩნდება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

„საქართველოშიც გმართებთ ყურადღება… შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, მეტროებთან” – გოგა მანია

გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„09.03.2026 ახალი ჩანაწერი.ევროპის არცერთი ქვეყანა არ არის დაცული!! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, სალოცავებთან და ქვედანაყოფ ბაზებთან, მეტროებთან.ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას ( საქართველოშიც გმართებთ ყურადღება.. მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. ამერიკაში იქნება არაერთი აფეთქება!! გააზიარეთ 2028 წლამდე მსოფლიო მასშტაბით დავკარგავთ სულ ცოტა 12% ამას დაემატება ვულკანური ამოფრქვევებიც !!! საქართველო ყველაზე მეტად არის დაცული, თუმცა ახლა დიდი ყურადღება გმართებთ !!! ჩემი ჩანაწერებიდან რომელიც ყველაზე დაცულ ადგილას ვინახავთ! სანამ თქვენამდე მოვიტან ინფორმაციას მერწუნეთ უდიდესი ტკივილის ქვეშ მიწევს ყოფნა!!! მეტად დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!!!! გააზიარეთ !!!",- წერს გოგა მანია. 

ბოლო სიახლეები