ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ – გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – „შიდა კონტროლის სისტემები ეფექტიანი მმართველობისთვის“ – გაიმართა. ლექციის მიზანი სტუდენტებში პროფესიული ინტერესის გაღვივება და საჯარო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის თანამედროვე სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა და სტუდენტებს სპიკერები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები – ელეონორა ლომინეიშვილი და ასოცირებული პროფესორი ირმა გელანტია-ახვლედიანი, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო რევიშვილი წარუდგინა.

ვიცე-რექტორის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო ლექციები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-პროფესიული პლატფორმაა, რომელიც სტუდენტების აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებას უზრუნველყოფს. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მმართველობითი გარემოს პირობებში, სადაც შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემები ორგანიზაციული მდგრადობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საკვანძო მექანიზმად გვევლინება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ საჯარო სექტორის პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებსა და რისკებზე დაფუძნებული მართვის თანამედროვე მიდგომებს. აღნიშნული საჯარო ლექცია ნათლად წარმოაჩენს შიდა კონტროლის სისტემების როლს არა მხოლოდ ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვაში, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და კორუფციული რისკების პრევენციაში. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროების მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსებისგან სტუდენტებისთვის გაზიარებული როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ინტერესის გაღვივებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საჯარო ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის სისტემის არსს, მათ შორის კორუფციული რისკების იდენტიფიკაციისა და პრევენციის მექანიზმებს. მომხსენებლებმა განმარტეს, რომ შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი განკარგვის პროცესში. სპიკერებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს პრაქტიკასთან და იმ როლზე, რომელსაც შიდა აუდიტი ასრულებს მართვის პროცესების გაუმჯობესებაში. აღინიშნა, რომ შიდა კონტროლის მექანიზმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კონტროლით და მოიცავს ოპერაციული პროცესების ეფექტიანობას, შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შინაარსის აკადემიური და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კონკურენტუნარიანი, ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. დეკანის თქმით, მსგავსი მიდგომა სრულ თანხვედრაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიისა და განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ახალგაზრდებმა დასვეს არაერთი შეკითხვა და გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები შიდა კონტროლის სისტემების თანამედროვე მოდელების, მათი ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების, ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობისა და ორგანიზაციული შედეგიანობის უზრუნველყოფის გზების შესახებ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე 2025 წლის შედეგები შეაჯამა.მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორს დარგის ზრდის დინამიკა, მისი შემდგომი განვითარების ხედვა, ამ მიზნით არსებული გეგმები, პროგრამები და პროექტები გააცნო. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა ტურიზმის დარგის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორთან  დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში."ტურიზმის სექტორის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ეს არის განსაკუთრებით ინკლუზიური დარგი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მცირე და მიკრო მეწარმეობის, ასევე რეგიონების განვითარების პროცესში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო აღიარება, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა, მათ შორის ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მანამდე არ გვიცნობდნენ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +5.1%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი - 4.3 მილიონი, რაც +7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს – ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

"თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაოუაშვილო წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ."თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს. დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად - ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ", - წერს პაპუაშვილი.

ევროპარლამენტარი შტეფენ კოტრე: არ გვაქვს უფლება, დავამხოთ საქართველოს მთავრობა და ევროპელ გადამხდელთა მილიონები ვაგზავნოთ რეჟიმის შეცვლის ოპერაციის დასაფინანსებლად. ქართველებს აქვთ არჩევანის უფლება

მინდა შევახსენო კოლეგებს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არა ევროკავშირის კოლონია, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარმა შტეფენ კოტრემ.მისი თქმით, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენულ თანასწორობას.„ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია, იმიტომ, რომ სააკაშვილი დიქტატორი იყო და ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ კი საქართველო მშვიდობისა და განვითარებისკენ მიჰყავს. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენულ თანასწორობას. არ გვაქვს უფლება, დავამხოთ საქართველოს მთავრობა და ევროპელ გადამხდელთა მილიონები ვაგზავნოთ რეჟიმის შეცვლის ოპერაციის დასაფინანსებლად. ქართველებს აქვთ არჩევანის უფლება და ჩვენ საქართველო გვჭირდება როგორც პარტნიორი”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი განცხადებები.

„18 მშვენიერი და საოცარი წელი ერთად…“ – ანუკი არეშიძის ოჯახური კადრები

„18 მშვენიერი და საოცარი წელი ერთად...“ - წერს დიზაინერი ანუკი არეშიძე და მეუღლესთან, კახა კალაძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი კომენტარი მიიღო.

თეა წულუკიანი: ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე...

ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი.„ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს. ეს მათი უფლებაა, ეს არის ყველაზე დიდი უფლება ადამიანი არ გიყვარდეს. შესაბამისად, კი მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ცინიკოსი, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც სძულხარ იმიტომ, რომ ეს პრინციპია, მე შენ მძულხარ. მისაღებია, მაგრამ ჩემი სიძულვილი არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში.ეს ორი რამ არის ძალიან დიდი სხვადასხვა რამ. ადამიანის სიძულვილი არ შემიძლია იმიტომ, რომ ისიც ღმერთმა გააჩინა ჩვენსავით, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, ვინც ამ დასკვნაში არიან მავნებლებად, ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა. ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი. ეს არის შეთქმულებაში მონაწილეობა ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი შეთქმულებები ალბათ მომავალ წელსაც იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები