ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა – სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა, ასოცირებულმა პროფესორებმა ანა ტაბატაძემ, ნინო ბახტაძემ და სპეციალისტმა ვიტალი ტყაბლაძემ ქალაქ ერევანში, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში (National University of Architecture and Construction of Armenia – NUACA) გამართულ სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – ICCEE 2025 (International Conference on Civil and Environmental Engineering) მონაწილეობა მიიღეს.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს – პროფესორ მანუკ ბარსეღიანსა და სომეხ მეცნიერებს, კონფერენციის დელეგატებს 14 ქვეყნის 25 უნივერსიტეტიდან, ასევე, დარგში მოქმედი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, წამყვან სპეციალისტებსა და ექსპერტებს ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.

„თანამედროვე მსოფლიოში – ამ დაჩქარებული ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნების ხანაში – სადაც მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ბალანსის დაცვა და ინფრასტრუქტურული პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული – გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზი და ამასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სპეციალისტთა, მკვლევართა და ექსპერტთა როლი. გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.

 

გვჯერა, ICCEE 2025-ი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მეტად განვითარებას. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ქმნის შესაძლებლობას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალურ რესურსების გამოყენებით ერთად შევიტანოთ წვლილი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროგრესში.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას კონფერენციის მასპინძელი უნივერსიტეტის, მისი რექტორის, პროფესორ მანუკ ბარსეღიანის, ამ სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორების, მისი მონაწილეების მიმართ და შეკრებილ საზოგადოებას ნაყოფიერი სამუშაო გარემოს ვუსურვებ“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა ვიდეომიმართვაში.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ICCEE 2025-ის სექციებზე მოხსენებით 56 მეცნიერი წარსდგა. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა წარმოადგინა ნაშრომი – „ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენება მეწყერსაშიშ ზონებში“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბახტაძემ – „ბეტონის სულფატომედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების და გამოყენების დანერგვა შავიზღვისპირეთში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის

უკვე ათი დღეა, რაც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას.„ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი – ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველებს.განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო“ არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.ამ კონტექსტში, პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო” – ლეგენდარული დენი დევიტო,რომელმაც კარიერა სტილისტად მუშაობით დაიწყო

ეს დენი დევიტოს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.  ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სისუსტე სიძლიერად აქცია და უამრავ ადამიანს დაკარგული რწმენა დაუბრუნა.დენიელ მაიკლ დევიტოს გზა ნიუ ჯერსიდან იწყება.  დევიტო მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით დაიბადა. ეს პათოლოგიაა, რომლის დროსაც სახსრისა და მისი  შემადგენელი ელემენტების განვითარება სათანადოდ ვერ ხდება. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 52 სანტიმეტრია.  განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისნაირები წარმატებას ვერასდროს აღწევდნენ.  იტალიურ-ალბანური წარმომავლობის ოჯახში გაზრდილი პატარა ბიჭუნა მაშინ  ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ცნობილი მსახიობი გახდებოდა - მის სახელს კი მსოფლიო ბევრჯერ გაიგონებდა.სკოლის დამთავრების შემდეგ,  ის დის სალონში, სტილისტად მუშაობდა. როგორც მსახიობმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, ეს საქმე ძალიან ართობდა - დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს უსმენდა, მათ ისტორიებს განიცდიდა და არც თანაგრძნობის გამოხატვა ავიწყდებოდა. დევიტოს თქმით, ეს გამოცდილება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოადგა.  სტილისტად მუშაობის პარალელურად, დევიტომ გადაწყვიტა მაკიაჟის ტექნიკას დაუფლებოდა, რათა უფრო მეტი შემოსავალი ჰქონოდა. ჟურნალ-გაზეთებში საჭირო ინფორმაციის ძებნის დროს კი ერთ-ერთ განცხადებას გადააწყდა - დრამატული ხელოვნების აკადემია სტუდენტებს იწვევდა.მონდომებული ახალგაზრდა აკადემიაში მალევე მიიღეს - ასე აღმოჩნდა თეატრის სცენაზე. შემდეგ ეკრანზეც  გადაინაცვლა - თავიდან პატარა როლებით დაიწყო.  მოგვიანებით კი, ერთ-ერთ სანაპიროზე სეირნობისას, მაიკლ დუგლასი გაიცნო. მაშინ დუგლასი ფილმის, სახელწოდებით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ პროდიუსერი იყო. აღმოჩნდა, რომ მაიკლს ის ამავე ნაწარმოების სასცენო დადგმაში უკვე ნანახი ჰყავდა.მის მიერ განსახიერებული მარტინის პერსონაჟი კი ძალიან მოსწონდა. ამიტომ, დუგლასმა დენის შესთავაზა, მარტინის როლი ფილმშიც ეთამაშა...  შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა, სწორედ ამ დროს გაიცნო ჯეკ ნიკოლსონიც, რომელიც დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია..  კინოსურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად - დევიტო კი ჰოლივუდის წამყვანმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს.შემდეგ იყო ფილმები - „ქვის რომანი“. „ტყუპები“, სადაც მან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად ითამაშა და იყო კინოსურათი, სახელწოდებით  „ტაქსი“, რომელმაც დევიტოს ოქროს გლობუსი და სატელევიზიო ჯილდო „ემი მოუტანა“.1991 წელს დევიტომ კომპანია „ჯერსი ფილმსი“ დააარსა, რომელმაც ისეთი საკულტო ფილმები გადაიღო, როგორებიც  „Reality Bites“ და „Pulp Fiction“ არიან.კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს დენი დევიტოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.დევიტოს ცხოვრების თანამგზავრი მსახიობი, რეა პერლმანია, რომელსაც პირველად ჯერ კიდევ 1971 წელს შეხვდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს:„ჩემს ცოლს ხშირად ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?  ბევრჯერ ეცადნენ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ვერცერთხელ ვერ გატეხეს“დღეს დენი დევიტო 81 წლისაა. ტკბება ცხოვრებით, ოჯახითა და  საყვარელი საქმით..  განსხვავებულობა, რომლის გამოც  ბავშვობაში თავს ხშირად დაბლა ხრიდა,  ახლა მისი სავიზიტო ბარათი და წარმატების მთავარი გასაღებია.. ის არის კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრებით სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა - რომ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ჯერ საკუთარი თავის თავად უნდა დაიჯეროთ... 

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს. სააგენტოს განმარტებით, ფაქტი რამდენიმე შესაბამის უწყებაში დაუდასტურეს.ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც.სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება, ის ასევე არის ჩვენი საკუთარი ინტერესიც“.„ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რათა რუსული გაყინული აქტივებიდან გამოვიყენოთ თანხა უკრაინის რეპარაციული სესხისთვის“, – ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების ერთობლივ წერილში.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება. როგორც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ახალი განყოფილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სტრუქტურას დაემატება და მისი მიზანი რუსეთის გავლენასთან ბრძოლა იქნება.აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ მიხედვით, კონგრესი დაავალდებულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შექმნას განყოფილება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გავლენას სხვა სუვერენულ ქვეყნებზე და რუსეთის სხვა „მავნებლურ ქმედებებს „იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან აშშ-ის მოკავშირეები ან პარტნიორები“.საუბარია ქმედებებზე, რომლებიც „ეხება, ემუქრება ან ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს“.პროექტის მიხედვით, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ომის მდივანი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი რეგულარულად გააგზავნიან კონგრესში ანგარიშს „რუსეთის და ჩინეთის მავნებლური ოპერაციებისა და კამპანიების შესახებ, რომლებსაც ისინი აწარმოებენ ბალკანეთის ქვეყნებში“.ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა შევიდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა უკვე შეათანხმეს და ის უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

ბოლო სიახლეები