შაბათი, ნოემბერი 1, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა, გლობალური CMS კოლაბორაციის ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა ფიზიკოსმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერმა, CERN/ CMS კოლაბორაციისა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – Fundamental Research is Good for Your Health („ფუნდამენტური კვლევა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის“) ჩაატარა.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო და სამედიცინო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ასევე ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

 

საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი წარუდგინა.

 

ვიცე-რექტორის თქმით, CERN-ში მიმდინარე გლობალური სამეცნიერო ექსპერიმენტების მაგალითზე პროფესორ კამპორეზის მრავალწლიანი სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამების სტუდენტებისთვის უდავოდ საინტერესო აღმოჩნდება. თამარ წერეთლის განცხადებით, ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს კვლევებშია ჩართული, ამასთან ერთად, ის წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრებთან.

 

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, კოლაბორაციის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერმა არაერთი საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო დღევანდელი საჯარო ლექციით ის მიმოიხილავს, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტების ფარგლებში ნაწილაკების ფიზიკასა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიაში განხორციელებული ინოვაციები, კერძოდ კი რადიაციასთან დაკავშირებული კვლევები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებისთვის.

 

პროფესორმა კამპორეზიმ საჯარო ლექცია მთავარი გზავნილით დაიწყო – რომ ფუნდამენტური მეცნიერება და მათ შორის ნაწილაკების ფიზიკა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნა, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საფუძველია. მეცნიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ნაწილაკების ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევები და სამეცნიერო მიღწევები ადამიანის ჯანმრთელობას და მედიცინის განვითარებას; ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგად იქმნება მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს უყრის საფუძველს.

 

ტიციანო კამპორეზის განმარტებით, რადიაცია, რომელიც ფუნდამენტური კვლევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, სიმსივნური უჯრედების განადგურების საშუალებას იძლევა.

 

CERN-ის მეცნიერმა ისაუბრა ამაჩქარებლების მეშვეობით რადიაციის კონტროლირებისა და იზოტოპების წარმოების პროცესებზე. მისი განმარტებით, ამაჩქარებელი, რომლითაც დამუხტული ნაწილაკების აჩქარება ხდება, ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნდამენტურ ფიზიკაში, ასევე სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის: იზოტოპების წარმოებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიაში; აღნიშნა, რომ რადიოგრაფია, ანგიოგრაფია, იზოტოპური კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) საშუალებას იძლევა არაინვაზიურად დავინახოთ ადამიანის შიდა ორგანოები და სისტემები, ხოლო კომბინირებული სისტემა PET/CT კი უზრუნველყოფს სხეულის ფუნქციური და ანატომიური მონაცემების ერთიანად მიღებას.

 

CERN-ის მეცნიერმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უჯრედის განადგურება ხდება მაშინ, როდესაც ის კარგავს გამრავლების უნარს – როცა რადიაცია მოქმედებს უჯრედის ბირთვზე და აზიანებს დნმ-ს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტონული თერაპია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რადგან პროტონები ენერგიას მიზნობრივად მიმართავს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს. მისი თქმით, მეცნიერები დღეს უკვე აქტიურად იკვლევენ მძიმე იონებით, მაგალითად ნახშირბადის იონებით მკურნალობის შესაძლებლობებს, რაც მომავალში შესაზლოა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ეფექტური მიმართულება გახდეს.

 

სტუ-­ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერი და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუ-ის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავსმოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავსმოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახძე – „იგლ ჰილსზე“ ოპოზიციის მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო ატეხილი ხმაურის მთავარი ხაზი არის, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.„იგლ ჰულსის“ პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მახსენდება რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული. დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები

ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილებაში თუ ვინმე შენიშნავს კორუფციის ნიშნებს, ის პირადად აგებს პასუხს.„რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა – ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას – კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ, ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ გერმანიის ელჩმა მისგან ბინა იქირავა, გერმანიის მთავრობა ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,...

გერმანიის მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ ბოლომდე რატომ ასაჯარობენ იმ ფაქტებს, ვის ჩაურიცხეს თანხა, რამდენი, რატომ ჩაურიცხეს და რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე არ იმალება.„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობლური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.ამასთან, 4 აგვისტოს  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული“.

ბოლო სიახლეები