სამშაბათი, ივლისი 8, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნის, დოქტორ ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია – „შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობა“, გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო

ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე გიორგაძე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და მოწვეული პირები.

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართა. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართულ თვითმყოფადობას“ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ახალგაზრდებისათვის ჩვენი მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გააზრებაში. ასეთი ლექციების საშუალებით, სტუდენტები იღებენ უნიკალურ ცოდნას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების შესახებ, რაც აძლიერებს მათ ეროვნულ თვითშეგნებას. დოქტორ ნანა ბურჭულაძის ლექცია შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობის შესახებ უნიკალური შესაძლებლობა იყო, უკეთ გაგვეაზრებინა ჩვენი ხელოვნებისა და სულიერი ტრადიციების სიღრმე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც აღმოუჩინოს მხარდაჭერა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც, აკადემიური დიალოგის ფორმატში, ახალგაზრდა თაობაში გააღრმავებს როგორც კულტურულ ცნობიერებას, ასევე, ხელს შეუწყობს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების გააზრებას, რომელთაც ეროვნული ფასეულობები განსაზღვრეს“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების ქართული კულტურის, ხატწერისა და ოქრომქანდაკებლობის შესახებ დამატებითი ცნობები მიაწოდა.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უახლესი ცნობები კლინიკიდან-როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა - საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

ბოლო სიახლეები