ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურს „სტუ სტარის“ გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის – „სტუ სტარი“ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელზეც გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარი“ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, გვანცა გიგაშვილი გახდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტი „სტუ სტარი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა.

მათივე ცნობით, პროექტის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: კომპანია „არემჯი“, პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ლუსსო“, ტრანსპორტის გაქირავების კომპანია „ვილი ბასი“ და კომპანია „ვანდერგრაუნდი“.

„კონკურსის დასკვნითი კონცერტი, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი, ზურაბ გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორებმა „სტუ სტარის“ დასკვნითი კონცერტი 1990-იან წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ლიდერს, გოგა გიორგობიანს მიუძღვნეს, რომელსაც კონკურსის ფინალის დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.

დასკვნითი კონცერტში მონაწილეობდა 5 ფინალისტი სტუდენტი – დეა ფაჩულია, გვანცა გიგაშვილი, ნუცა ხუჯაძე, ანა გიგაშვილი და ანამარია მუსელიანი. ფინალისტები, განსაკუთრებული მუსიკალურ-საესტრადო და საშემსრულებლო უნარების მიხედვით, ჟიურიმ – მუსიკოსების: ხათუნა ჟორდანიას, ქეთევან ოძელაშვილის, მომღერლების: გიორგი ძოწენიძის, ზურაბ ხაჩიძის, ზაზა მამალაძის და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, ლიანა თარგამაძის შემადგენლობით – კონკურსანტ სტუდენტებს შორის გამოავლინა.

ფინალისტები მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოურენოვანი ჰიტების სოლო შესრულებითა და დუეტებით წარსდგნენ. კონცერტმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. შემსრულებლებს თავიანთი ფაკულტეტებიდან გულშემატკივართა გუნდები ქომაგობდნენ.

ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა გიგაშვილი აღიარა და მას „სტუ სტარის“ ტიტული გადასცა. მეორე საკუნკურსო ადგილი ჟიურიმ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოცმეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ნუცა ხუჯაძეს მიაკუთვნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სტუ სტარს“ გამარჯვება მიულოცა და კონკურსანტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელებით უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული ტრადიციები გრძელდება.

„უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს – კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებს, გამარჯვებულ სტუდენტ გვანცა გიგაშვილს, რომელმაც წლევანდელი „სტუ სტარის“ ტიტული მოიპოვა. თქვენმა მონდომებამ, შრომამ, ნიჭიერებამ და მუსიკისადმი სიყვარულმა ეს კონკურსი ნამდვილ დღესასწაულად აქცია. მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევამ ხელი შეუწყო პროექტ „სტუ სტარის“ წარმატებით განხორციელებას. მადლობა – მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც ასე დაუღალავად ქომაგობდნენ თავიანთ ფავორიტ შემსრულებლებს.

კონკურსი „სტუ სტარი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემას, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ და სამეცნიერო წინსვლას, არამედ ახალგაზრდებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობას და მატებს თავდაჯერებულობას. მსგავსი პროექტებით ხდება სცენის ახალი ვარსკვლავების დაბადებაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწორედ ამგვარი ინიციატივებით აფრთიანებს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდებს. მსგავსი პროექტების განხორციელებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ განსაკუთრებული შემოქმედებითი, საშემსრულებლო თუ სპორტული უნარებითაც გამოირჩევიან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს, ვუსურვებ მათ, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც ცხოვრების გზაზე ეძლევათ. დარწმუნებული ვარ, კონკურსი “სტუ სტარი” მომავალშიც არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გაუხსნის გზას”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულს, მეორე ადგილის მფლობელსა და „სტუ სტარის“ ფინალისტებს კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. კომპანია „არემჯიმ“ კი „სტუ სტარის“ გამარჯვებულ სტუდენტ, გვანცა გიგაშვილს ფულადი ჯილდო – 2000 ლარი გადასცა.

ცნობისათვის, „სტუ სტარი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2013 წლიდან, ყოველწლიურად ხორციელდებოდა. კოვიდპანდემიის პერიოდში პროექტმა დროებითი წყვეტა განიცადა. მისი განახლება, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლიდან გახდა შესაძლებელი. წლევანდელი კონკურსი რამდენიმე ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ჰქონდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბაია პატარაია: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია.მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო."მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს - გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა.ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება.ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად.პრეზიდენტმა რომ პლათფორმა დაანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოვებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედისმომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც "უდავს" ეძახიან - მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი :))) არც ჩვენ ვართ ჯაბანნიბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა. ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა - სოლიდარობა.ხოდა, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით.და ხო, "დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!"საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!ბო ლო მდე !“ - წერს ბაია პატარაია.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებიული აქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, წარმატება ვუსუსრვო მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა კობახიძემ.ოხანაშვილი აქამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების თაობაზე შესაბამისი კანონპრეოექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანო კი მას 15-18 აპრილს განიხილავს.

შალვა პაპუაშვილი – „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, რომ ევროპული დედაქალაქებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორები დუმან

როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორებს როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ეს დუმილი პირდაპირ ახალისებს ძალადობას.„საინტერესოა, რომ, როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, თურმე ასე სასხვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ „ენჯეოებისთვის“ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ჰყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები