პარასკევი, მარტი 21, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების, საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 56 სექციას მოიცავდა: სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექციაზე ნაშრომი წარადგინა 25-მა სტუდენტმა; ენერგეტიკის ფაკულტეტზე 8 სექციაზე – 63-მა სტუდენტმა; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 2 სექციაზე – 39 სტუდენტმა; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ იმუშავა და 54-მა სტუდენტმა წარადგინა ნაშრომი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე 1 სექციაზე, 22 სტუდენტმა; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 22 სტუდენტმა; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 8 სექციაზე, 84-მა სტუდენტმა; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექციაზე 3-მა სტუდენტმა; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე 5 სექციაზე 47-მა სტუდენტმა; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 4 სექციაზე 24-მა სტუდენტმა; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 7 სექციაზე 24-მა სტუდენტმა; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 1 სექციაზე 21-მა სტუდენტმა.

როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საუკეთესო სტუდენტებმა 500-მდე ნაშრომი წარადგინეს.

“კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაში ფაკულტეტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო 500-ამდე ნაშრომი და კვლევა. კონფერენციის მუშაობა წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა: საინჟინრო მექანიკა; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა; ჰიდროინჟინერია; თბო და ჰიდროენერგეტიკა; ელექტროენერგეტიკა, ელექტრონიკა და ელექტრომექანიკა; საინჟინრო გეოდეზია; სამთო ტექნოლოგია; გეოლოგია; ნავთობის და გაზის ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია; მეტალურგია, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავება; არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა (ურბანისტიკა); კომპიუტერული ინჟინერია; საინჟინრო კიბერნეტიკა; ფიზიკა; მათემატიკა; მანქანათმშენებლობა, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებებით – უცხო ენები და კომუნიკაცია; ეკონომიკა და ბიზნესის მართვა; სამართლი; თეოლოგია და სხვა. ამ მიმართულებებით სტუდენტების წარმოდგენილი მაღალკვალიფიციური თემები და კვლევები განთავსდება ნაშრომთა კრებულში. „სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების, საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დევი ხვედელიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, წარმოდგენილი 500-მდე ნაშრომიდან 120 ნაშრომი საუკეთესოდ მიიჩნია და შესაბამისად, მათი ავტორები სამი საპრიზო ადგილიდან, პირველ ადგილზე გავიდნენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სეუ-ს სტუდენტებიც არიან, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ.როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ტრაგედია ფილიპ კირკოროვის ოჯახში

ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ მამამისი ბედროს კირკოროვი გარდაიცვალა. მამაკაცი 92 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდა.უკვე ცნობილია, რა მემკვიდრეობას მიიღებს კირკოროვი მამისგან. როგორც რუსული მედია წერს, გარდაცვლილ ბედროსს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან მას „ფაქტობრივად არანაირი ქონება არ გააჩნდა“."ბედროსს ვიცნობდი. ის საერთოდ არ იყო მდიდარი კაცი. მას ჰქონდა რაღაც ბინა, რომელიც, ჩემი აზრით, მოსკოვში კი არა, სადღაც პროვინციებში იყო. არც თუ ისე ძვირი, მოსკოვის სტანდარტებით. დასატოვებელი არაფერი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.მან ასევე დაამატა, რომ ფილიპ კირკოროვი ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრეა. ცნობილია, რომ 2002 წელს ბედროსს შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.რა არის ცნობილი ბედროს კირკოროვის შესახებბედროს კირკოროვი რუსი პოპ მომღერალი იყო. 2012 წელს იგი რუსეთის სახალხო არტისტად აღიარეს.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ) . ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

🇬🇪 თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 🥋

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა უკვე იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ თემურ ნოზაძემ (66 კგ) შეძლო.ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ (66კგ) და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი უმედოდ დარჩა.შეგახსენებთ, რომ ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი იყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ...

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეზე, წილის იძულებით გადაფორმების დროს, მინდობილობის გამფორმებელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე იკითხებოდა, კომისიის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, კვაჭანტირაძის, როგორც მოქალაქის შეფასებით 2003-2012 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობაზე.„მაინტერესებს თქვენი აზრი არა, როგორც ადვოკატის, არამედ, როგორც მოქალაქის 2003-2012 წლამდე ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ ხართ სისხლის სამართლის ადვოკატი და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონოდათ. როგორი იყო ციხეებში მდგომარეობა 2003-2012 წლამდე და 20012 წლიდან დღემდე?კვაჭანტირაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ 2003-2012 წლებში საპატიმროებში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი მდგომარეობა გამოსწორებულია.მაჭარაშვილი ადვოკატისგან ასევე დაინტერესდა თუ რა რეაქცია ექნებოდა და რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდებოდა მას თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან სხვა ადვოკატს შეუშვებდნენ.„იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი Iყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?ადვოკატი ირწმუნება, რომ მინდობილობის გაფორმების დროს ის მხოლოდ კლიენტის ინტერესებიდან გამოდიოდა. რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის სიმძიმის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით გაიგო.

ბოლო სიახლეები