პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Erasmus+KA2-ის სამი პროექტის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Erasmus+KA2-ის შესაძლებლობათა განვითარების მიმართულებით გამოცხადებულ სამ პროექტში – EU-AGM, OPTIFY და ReGROW – გაიმარჯვა და შესაბამისი დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, Erasmus+KA2-ის პროექტები უმაღლესი განათლების გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებას ისახავს მიზნად.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, Erasmus+KA2-ის პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა უდავოდ მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სწრაფვას ინოვაციების, მდგრადობისა და გლობალური თანამშრომლობისკენ.

როგორც სტუ-ის რექტორი აღნიშნავს, სამივე პროექტი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განახორციელებს, საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებულ პოზიციონირებას ისახავს მიზნად.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის განმარტებით, Erasmus+KA2-ის პროექტი EU-AGM-ი რვა უნივერსიტეტს აერთიანებს – აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან: საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვის, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან – რუმინეთისა და საბერძნეთის. პროექტი ენერგეტიკის სექტორში სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზებას ისახავს მიზნად, ასევე, ენერგეტიკული მდგრადობის ცირკულარულ ეკონომიკაზეა აქცენტირებული. EU-AGM-ის ფარგლებში გათვალისწინებულია დისტანციური ლაბორატორიების დაფუძნება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 500-ზე მეტ სტუდენტს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს და მათი დასაქმების პერსპექტივებს გაზრდის.

გიორგი მიქიაშვილის თქმით, Erasmus+KA2-ის მეორე პროექტის – OPTIFY-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლოს, ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და თურქეთის, ასევე რვა უნივერსიტეტი ითანამშრომლებს იმ მიზნით, რომ შეიმუშაოს ოპტიკურ საკომუნიკაციო ქსელებთან დაკავშირებული ახალი, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტით იქნება ინსპირირებული. სასწავლო პროგრამის მიზანი თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება და პროფესიონალთათვის კვალიფიკაციის ამაღლებაა.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობითა და სასწავლო მასალებზე ღია წვდომის უზრუნველყოფით, პროექტი ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ციფრულ ტრანსფორმაციას, ისე შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას.

რაც შეეხება Erasmus+KA2-ის მესამე პროექტს – ReGROW-ს, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მისი მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სოფლის მეურნეობის მაგისტრის ერთობლივი პრეციზიული საგანმანათლებლო კურსის შემუშავებაა. პროექტი, თანამედროვე ტენდენციებისა და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, სასწავლო პროგრამაში მოწინავე ტექნოლოგიებისა და მდგრადი პრაქტიკების ინტეგრირებას, ასევე, მათ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ReGROW-ს მიზანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს მდგრადობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები.ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება.გიორგის დასახმარებლად საჭიროა 64,000 აშშ დოლარის შეგროვება, რისთვისაც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.მიმღები: ნინო ბარაბაძე (დედა)„საქართველოს ბანკი“: GE55BG0000000611323211„თიბისი“ ბანკი: GE11TB7309545063300011PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

გია ვოლსკი – დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა, ვინ უნდა განაგებდეს ამ ტერიტორიას

დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება.

ბოლო სიახლეები